Please use this identifier to cite or link to this item:
https://openscience.ge/handle/1/2458
Title: | ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები თბილისსა და კახეთში | Authors: | კობიძე, ელენა | Advisor: | ჩიხლაძე, ნინო ჩხაბერიძე, ნინო |
Degree Name: | საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი | Degree Discipline: | საზოგადოებრივი ჯანდაცვა (Public Health) | Institution: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
Faculty: | Faculty of Medicine მედიცინის ფაკულტეტი |
Keywords: | ფსიქიკური ჯანმრთელობა თბილისი კახეთი |
Issue Date: | 2020 | Publisher: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
Abstract: | ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით “ჯანმრთელობა არის სრული ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობა და არა მხოლოდ ავადმყოფობის არარსებობა“. ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ჯანმრთელობის სხვა ასპექტების მსგავსად, შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს მთელმა რიგმა სოციალურ-ეკონომიკურმა ფაქტორებმა, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას ჯანმრთელობის ხელშეწყობის პროგრამებში. ფსიქიკური ჯანმრთელობა, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი პრიორიტეტი, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. რომელზე საპასუხოდ, იქმნება სტრატეგიები, სამოქმედო გეგმები და პროგრამები ფსიქიკური აშლილობების შედეგების შესამსუბუქებლად (WHO, 2013). ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები საკმაოდ გავრცელებულია და მდგომარეობების ფართო სპექტრს მოიცავს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 450 მილიონ ადამიანს ფსიქიკური ჯანმრთელობის ესა თუ ის პრობლემა აღენიშნება. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მონაცემებით, 2000 წლიდან 2018 წლამდე აღინიშნება რეგისტრირებული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის შემთხვევათა მატების ტენდენცია. კერძოდ, 2000 წლისთვის დაფიქსირებულია 67641 შემთხვევა (პრევალენტობა 1519.3), 2010 წელს - 79216 შემთხვევა (პრევალენტობა 1779.0), ხოლო 2018 წელს 76508 შემთხვევა (პრევალენტობა – 2053.1). მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება არაზუსტი სტატისტიკური მონაცემები ქვეყანაში ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების რაოდენობის შესახებ. საქართველოში მოქმედებს „ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მიზანია, ფსიქიატრიული მომსახურების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა ქვეყნის მოსახლეობისთვის. პროგრამა მოიცავს, როგორც სტაციონარულ, ასევე ამბულატორიულ, სარეაბილიტაციო და სათემო სერვისებს, თუმცა ფრაგმენტირებულია და არ არსებობს ზრუნვის/მკურნალობის უწყვეტი სერვისები. წლიდან წლამდე იზრდება პროგრამაზე გამოყოფილი თანხის ოდენობა, მაგრამ ჯანდაცვის სახელმწიფო ხარჯთან შედარებით, შესამჩნევ ცვლილებას არ განიცდის, არსებული ბიუჯეტის დიდი ნაწილი სტაციონარული მომსახურებისკენ არის მიმართული, რაც ხელს უშლის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესსა და ამბულატორიული სერვისების განვითარებას. ამის გარდა, ქვეყანაში ძირითად გამოწვევად რჩება მწირი ფინანსური და ადამიანური რესურსები, რესურსების არათანაბარი და არაფექტიანი გადანაწილება, სუსტი კავშირი სხვადასხვა სახის სერვისებს შორის, მართვისა და მონიტორინგის ხარვეზები. რაოდენობრივი კვლევის მიზანია, თბილისსა და კახეთში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების შესახებ სერვისით მოსარგებლეების ცოდნადამოკიდებულების შესწავლა. ნაშრომის ლიტერატურის მიმოხილვის ნაწილში განხილული იქნება ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული სერვისები საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე. |
URI: | https://openscience.ge/handle/1/2458 |
Appears in Collections: | მედიცინის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები) |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Samagisto Kobidze.pdf | ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები თბილისსა და კახეთში | 1.8 MB | Adobe PDF | View/Open |
CORE Recommender
Page view(s)
227
checked on Apr 29, 2024
Download(s)
711
checked on Apr 29, 2024
Google ScholarTM
Check
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.