Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Medicine
  6. Dissertations and Master Theses
  7. კვდრადშობადობის შესახებ მონაცემთა ხარისხის შეფასება და დაწესებულებების ხელმძღვანელების ცოდნადამოკიდებულება დაბადების რეგისტრის მიმართ
 
  • Details
Options

კვდრადშობადობის შესახებ მონაცემთა ხარისხის შეფასება და დაწესებულებების ხელმძღვანელების ცოდნადამოკიდებულება დაბადების რეგისტრის მიმართ

Date Issued
2020
Author(s)
ებრალიძე, ნიკოლოზ  
Advisor(s)
კერესელიძე, მაია  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Medicine  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/2457
Abstract
2016 წლამდე საქართველოში არ არსებობდა ანგარიშგების ისეთი მექანიზმი,
რომელიც შესაძლებელს გახდიდა ანტენატალური სერვისების დაკავშირებას
ორსულობის გამოსავალთან, შესაბამისად, შეუძლებელი იყო ორსულობის პერიოდში
არსებული გართულებების მკვდრადშობადობასთან კორელაციის შესწავლა. 2016
წელს საქართველოში დაინერგა ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის
მეთვალყურეობის ელექტრონული სისტემა (ე.წ. „დაბადების“ რეგისტრი), რომლის
მეშვეობით ხორციელდება თითოეული ორსულის უწყვეტი მონიტორინგი პირველი
ანტენატალური ვიზიტიდან მშობიარობის ჩათვლით. დაბადების რეგისტრში
ჩართულია ყველა ანტენატალური და სამეანო პროფილის მქონე დაწესებულება.
დღესდღეობით, დაბადების რეგისტრი არის ანტენატალური და სამეანო
მომსახურების მონიტორინგის და შეფასების ერთ-ერთი მთავარი წყარო და ფართოდ
გამოიყენება პოლიტიკის შემუშავების კუთხით. დაბადების რეგისტრის მონაცემებზე
დაყრდნობით ხდება პერინატალური რეგიონალიზაციის პროგრამის შემდგომი
საფეხურების განსაზღვრა, შესაბამისი რეგულაციების შემუშავება და სხვა. ყოველივე
ეს განაპირობებებს დაბადების რეგისტრში არსებული მონაცემების მაღალი
ხარისხისა და მონაცემთა სისრულის აუცილებლობას.
თემის აქტუალობა: დაბადების რეგისტრის მონაცემებით, ხშირია
მკვდრადშობადობის შემთხვევები, როდესაც ანტენატალური პერიოდი
მიმდინარეობს ყოველგვარი გართულებების გარეშე, განსაკუთრებით დროული
მშობიარობისა და ნაყოფის ნორმალური წონის პირობებში. თემის აქტუალობას
განაპირობებს ამ ინფორმაციის ვალიდურობის დადგენა, რაც განხორციელდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯამრთელობის ეროვნული
ცენტრის მიერ დაბადების რეგისტრის მონაცემთა აუდიტის ფარგლებში. მოხდა
მკვდრადშობადობის შემთხვევებთან დაკავშირებული ინფორმაციის სისრულის
შესწავლა, დაბადების რეგისტრში ატვირთული ინფორმაციის შედარებით ორსულთა
სამედიცინო ბარათებში არსებულ ჩანაწერებთან.
2018 წელს ქვეყანაში დაფიქსირებული 436 მკვდრადშობადობის შემთხვევიდან
რანდომული შერჩევის პრინციპით შეირჩა 199 შემთხვევა. მოხდა აღნიშნული
შემთხვევების სამედიცინო ბარათებისა და რეგისტრში დაფიქისირებული
მონაცემების შემოწმება წინასწარ განსაზღვრული კითხვარის მიხედვით.
კვლევის მიზანი: კვლევის მიზანია სამეანო-გინეკოლოგიური მიმართულების მქონე
სამედიცინო დაწესებულებათა ხელმძღვანელების ინფორმირებულობის განსაზღვრა
დაბადების რეგისტრის მიმართ, მათი დაწესებულებების მხრიდან მონაცემთა
შეტანის მექანიზმის დადგენა, შეტანილი მონაცემების ხარისხის განსაზღვრა და
არსებული პრობლემების იდენთიფიკაცია.
Subjects

მკვდრადშობადობა

მონაცემთა ხარისხი

დაბადების რეგისტრი

Degree Name
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი
Degree Discipline
საზოგადოებრივი ჯანდაცვა (Public Health)
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

Samagistro Ebralidze.pdf

Description
მკვდრადშობადობის შესახებ მონაცემთა ხარისხის შეფასება და დაწესებულებების ხელმძღვანელების ცოდნადამოკიდებულება დაბადების რეგისტრის მიმართ
Size

1.23 MB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):da09ffa4bd72b86e32a2d084d8bcf7d7

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact