Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2447
Title: აზოტის ოქსიდის როლი ჰიპერჰომოცისტეინემიით განპირობებული არტერიული ვაზომოტორული რეაქციების დარღვევაში
Other Titles: ექსპერიმენტული კვლევა თეთრ ვირთაგვებზე
Authors: ჩიქობავა, ნინო 
Advisor: დორეული, ნანა 
მითაგვარია, ნოდარ 
Degree Name: Ph.D in Medicine
მედიცინის დოქტორი
Degree Discipline: კლინიკური და ტრანსლიაციური მედიცინა
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Medicine 
მედიცინის ფაკულტეტი 
Keywords: აზოტის ოქსიდი
ჰიპერჰომოცისტეინემია
არტერიული ვაზომოტორული რეაქციები
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
It is known that a significant congenital disorder of homocysteine metabolism evokes blood
vessels disorder, but the mechanism of this damage development is still not well established.
Now, hyperhomocysteinemia is considered as an independent risk-factor of atherosclerotic
vascular disease.
The mechanism, by which hyperhomocysteinemia contributes the development of vascular
damage is still unknown. What is established can be shortly summarized in this way: an increased concentration of total homocysteinemia affects the endothelial cells. Their damage, the
activation of platelets, a damaging effect on thrombomodulin expression, the activation of tissue factor, an enhanced oxidativeness in low density lipid proteins – it is the list, in which any of
above-said may be considered as possible mechanisms, by means of which homocysteine leads to
atherosclerosis and thrombosis

ცნობილია, რომ ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმის მნიშვნელოვანი თანდაყოლილი
დარღვევა პაციენტებში იწვევს სისხლძარღვთა დაზიანებას, მაგრამ მექანიზმი ამ
დაზიანების განვითარებისა დღემდე არ არის კარგად დადგენილი.
ჰიპერჰომოცისტეინემია დღეს განიხილება, როგორც ათეროსკლეროზული
ვასკულური დაავედის დამოუკიდებელი რისკ-ფაქტორი
მექანიზმი, რომლის მეშვეობით ჰიპერჰომოცისტეინემია ხელს უწყობს
ვასკულური დაზიანების განვითარებას, დღემდე უცნობია. ის რაც დადგენილია
შეიძლება მოკლედ ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ტოტალური ჰომოცისტეინის
გაზრდილი კონცენტრაცია მოქმედებს ენდოთელურ უჯრედებზე. მათი დაზიანება,
თრომბოციტების აქტივაცია, საზიანო მოქმედება თრომბომოდულინის ექპრესიაზე,
ქსოვილოვანი ფაქტორის გააქტიურება, დაბალი სიმკვრივის მქონე ლიპიდურ
ცილებში გაძლიერებული ოქსიდაციულობა – აი ის ნუსხა, რომელთაგან ნებისმიერი
შეიძლება ჩაითვალოს შესაძლო მექანიზმებად, რომლის მეშვეობით ჰომოცისტეინი
იწვევს ათეროსკლეროზს და თრომბოზს.
ენდოთელური უჯრედების დისფუნქცია როგორც წესი თან სდევს მრავალი სახის
კარდიოვასკულურდაავადებას. დადგენილი იყო, რომენდოთელური აზოტის ოქსიდის
სინთაზას ფუნქციისდარღვევა ან/და აზოტისოქსიდის მოწოდების შემცირება შეიძლება
გახდეს მრავალი კლინიკური მანიფესტაციის მიზეზი პაციენტებში, რომელთაც
გააჩნიათ ენდოთელური დისფუნქცია. ეს მოსაზრება მიუთითებს, რომ ენდოთელური
აზოტის ოქსიდის სინთაზა შესაძლოა განიცდიდეს ჰიპერჰომოცისტეინემიის გავლენას.
თუ გავითავლისწინებთ ლიტერატურაში არსებულ ხანგრძლივ დისკუსიას
ჰომოცისტეინის შესაძლო როლის შესახებ ათეროსკლეროზის განვითარებაში, მაშინ
ზემოთაღნიშნული ფაქტები მიუთითებენ, რომ აზოტის ოქსიდის ბიორესურსის
შემცირებამ და eNOS-ის აქტივობის დაქვეითებამ უნდა გამოიწვიოს ენდოთელური
უჯრედების დისფუნქცია, რაც მნიშვნელოვნად გასაგებს ხდის კარდიოვასკულური
გართულებების განვითარებას.
URI: https://openscience.ge/handle/1/2447
Appears in Collections:მედიცინის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Sadoktoro Chikobava.pdfაზოტის ოქსიდის როლი ჰიპერჰომოცისტეინემიით განპირობებული არტერიული ვაზომოტორული რეაქციების დარღვევაში (ექსპერიმენტული კვლევა თეთრ ვირთაგვებზე)2.45 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

228
checked on Apr 25, 2024

Download(s)

49
checked on Apr 25, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.