გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2407
სათაური: საბიუჯეტო პოლიტიკის როლი ეკონომიკურ ზრდაში საქართველოს მაგალითზე
ავტორები: მაკალათია, გივი 
ხელმძღვანელი: მექვაბიშვილი, ელგუჯა 
ხარისხის სახელი: Ph.D in Economics
ეკონომიკის დოქტორი
სასწავლო პროგრამის სახელი: ეკონომიკა (Economics)
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: Economic ability of the state
Optimistic expectations of the future
Budgetary policy
Deficient budget
Foreign trade
სახელმწიფოს ეკონომიკური უნარი
მომავლის ოპტიმისტური მოლოდინი
საბიუჯეტო პოლიტიკა
დეფიციტური ბიუჯეტი
საგარეო ვაჭრობა
გამოცემის თარიღი: 2020
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
Within the scope of the paper was discussed a budgetary policy and its impact on the
growth of the Georgian economy. The effectiveness of Georgia's budget policy has been
assessed. Economic functions of the state during the post-crisis period, instead of shortening ,
on the contrary was expanded, which indicates to the need to effectively spending of public
finances. Consequently, in modern world trade relations , the State sector does not lose its
relevance, moreover, scientific observations and innovations are needed in this direction.
The economic role of the state is determined by the effectiveness of budgetary policy.
Within the scope of this work the Tax policy is not discussed, accordingly , Thesis topics
include an analysis of budgetary finances and selected priorities thereof. The research
problem is topical and interesting due to its complexity.
The research presents certain specifics of EU member states' budgetary policy.
Depending on the stage of development, a comparative analysis is given between EU
countries and Georgia's budget policy. Based on the fact that, as a result of the reforms of the
budget system of Georgia , active mobilization of public finances begins since 2004, the last
15 years have been selected for the period of analysis.
Thesis topic developed an opinion on expanding of the production factor circle within
the scope of the paper and in favor of the state - as one of the factors of production of
additional arguments are formed. Economic ability of the state is being presented in the form
of creating optimistic expectations for the future, which is considered as the main Public
goods. More specifically it is mentioned, that its role is particularly important for economic
growth for the countries with developed economy

ნაშრომში განხილულია საბიუჯეტო პოლიტიკა და მისი ზეგავლენა
საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე. შეფასებულია საქართველოს საბიუჯეტო
პოლიტიკის ეფექტიანობა. პოსტკრიზისულ პერიოდში სახელმწიფოს ეკონომიკური
ფუნქციები შეკვეცის ნაცვლად პირიქით გაფართოვდა, რაც საჯარო ფინანსების
ეფექტიანად გახარჯვის აუცილებლობაზე მიუთითებს. შესაბამისად, თანამედროვე
მსოფლიო სავაჭრო ურთიერთობებში სახელმწიფო სექტორი აქტუალურობას არ
კარგავს, მეტიც საჭიროა მეცნიერული დაკვირვებები და სიახლეები ამ
მიმართულებით. სახელმწიფოს ეკონომიკური როლი განისაზღვრება საბიუჯეტო
პოლიტიკის ეფექტიანობით. ნაშრომში არ განიხილება საგადასახადო პოლიტიკა,
შესაბამისად სადისერტაციო თემა მოიცავს საბიუჯეტო ფინანსების მიზნობრიობისა
და არჩეული პრიორიტეტების ანალიზს. საკვლევი პრობლემა აქტუალური და
საინტერესოა თავისი კომპლექსურობიდან გამომდინარე.
კვლევაში წარმოდგენილია ევროკავშირის წევრი ქვეყნების საბიუჯეტო
პოლიტიკის გარკვეული სპეციფიკები. განვითარების ეტაპის გათვალისწინების
მიხედვით მოცემულია შედარებითი ანალიზი ევროკავშირის ქვეყნებისა და
საქართველოს საბიუჯეტო პოლიტიკას შორის. გამომდინარე იქიდან, რომ
საქართველოს საბიუჯეტო სისტემის რეფორმების შედეგად საჯარო ფინანსების
აქტიური მობილიზაცია 2004 წლიდან იწყება, საანალიზო პერიოდად ბოლო 15
წელიწადია შერჩეული.
სადისერტაციო თემაში განვითარებულია მოსაზრება წარმოების ფაქტორთა
წრის გაფართოების თაობაზე და სახელმწიფოს ეკონომიკური უნარის, როგორც
წარმოების ერთ-ერთი ფაქტორის სასარგებლოდ ჩამოყალიბებულია დამატებითი
არგუმენტები. სახელმწიფოს ეკონომიკური უნარი წარმოდგენილია მომავლის
ოპტიმისტური მოლოდინის შექმნის სახით, რომელიც მიჩნეულია მთავარ
საზოგადოებრივ საქონლად. უფრო კონკრეტულად კი აღნიშნულია, რომ მისი როლი
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკურ ზრდაში განვითარებული ეკონომიკის
ქვეყნებისთვის.
URI: https://openscience.ge/handle/1/2407
ჩანს კოლექციებში:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Sadoktoro Makalathia.pdfსაბიუჯეტო პოლიტიკის როლი ეკონომიკურ ზრდაში საქართველოს მაგალითზე2 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

320
checked on Jun 6, 2024

გადმოწერა

196
checked on Jun 6, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.