გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2382
სათაური: ფინანსური ანგარიშგების წარდგენის და კომპონენტების სტრუქტურის ანალიზი „შპს ორიენტ ლოჯიკ“-ის მაგალითზე
ავტორები: კაკალაძე, ლიკა 
ხელმძღვანელი: მაისურაძე, მარინა 
ხარისხის სახელი: Master of Business Administration
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირება (Business Administration)
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ფინანსური ანგარიშგება
მომხმარებელისთვის ინფორმაციის მიწოდება
აქტივები, ვალდებულებები, საკუთარი კაპიტალი, შემოსავალი და ხარჯები
ბუღალტრული აღრიცხვა
საერთაშორისო სტანდარტების
გამოცემის თარიღი: 2020
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The purpose of financial statements is to provide information to customers about the financial condition of the enterprise, the results of its activities and cash. With the help of this information, consumers should be able to make the right economic decisions.
In the stated thesis, here are considered the issues of financial statements presentation and analysis of the structure of its components.
The thesis below consists of two parts. The first chapter deals with the essence of financial statement and presentation techniques. There are discussed issues such as the essence of financial statement, its elements - assets, liabilities, equity, income and expenses. How they are recognized and evaluated according to international accounting standards.
Qualitative characteristics of financial statement information are also presented, which are divided into two parts - the main features and characteristics that enhance the usefulness of the information and include the essential features that financial statements must meet for information to be useful.
The thesis also discusses the components of financial statement: The financial condition’s statement, the profit/loss and the whole revenue statement, the cash flow statement and the equity change statement.
The second chapter contains the issues of analysis of the structure of financial statement components, on the example of Orient Logic Ltd., which is one of the leading companies in the market of computer hardware trading and services. There are presented financial statements of 2017 and 2018 years. Methods of compiling, evaluating and analyzing each component are discussed through tables and diagrams, which more clearly show the financial result of the company.

ანგარიშგების მიზანია მომხმარებელისთვის ინფორმაციის მიწოდება საწარმოს ფინანსური მდგომარეობის, საქმიანობის შედეგებისა და ფულადი საშუალებების შესახებ. ამ ინფორმაციის დახმარებით უნდა შეძლონ მომხმარებლებმა სწორი ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღება.
სამაგისტრო ნაშრომში განხილულია ფინანსური ანგარიშგების წარდგენის და მისი კომპონენტების სტრუქტურის ანალიზი.
ნაშრომი ორი თავისაგან შედგება. პირველი თავი ეხება ფინანსური ანგარიშგების არსსა და წარდგენას. განხილულია ისეთი საკითხები როგორიცაა: ფინანსური ანგარიშგების არსი, მისი ელემენტები - აქტივები, ვალდებულებები, საკუთარი კაპიტალი, შემოსავალი და ხარჯები. თუ როგორ ხდება მათი აღიარება და შეფასება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
ასევე წარმოდგენილია ფინანსური ანგარიშგების ინფორმაციის ხარისხობრივი მახასიათებლები, რომლებიც ორ ნაწილად არის დაყოფილი - ძირითადი მახასიათებლები და მახასიათებლები, რომლებიც ამაღლებენ ინფორმაციის სარგებლიანობას და მოიცავს იმ აუცილებელ თვისებებს, რომელსაც ფინანსური ანგარიშგება უნდა აკმაყოფილებდეს, რათა ინფორმაცია სასარგებლო იყოს.
ნაშრომში ასევე განხილულია თუ რა კომპონენტებისაგან შედგება ფინანსური ანგარიშგება. ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების, პერიოდის მოგება/ზარალისა და სხვა სრული შემოსავლების ანგარიშგების, ფულადი ნაკადების ანგარიშგების, საკუთარი კაპიტალის ცვლილების ანგარიშგების და განმარტებითი შენიშვნების სტრუქტურა და მომზადების წესები.
მეორე თავში კი განხილულია ფინანსური ანგარიშგების კომპონენტების სტრუქტურის ანალიზი შპს ორიენტ ლოჯიკის მაგალითზე, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას კომპიუტერული ტექნიკით ვაჭრობისა და მომსახურების ბაზარზე. მოყვანილია 2017 და 2018 წლების ანგარიშგება და ცალ-ცალკე არის განხილული თითოეული კომპონენტის შედგენის მეთოდები, შეფასება და ანალიზი, ცხრილებისა და დიაგრამების მეშვეობით, რაც უფრო ნათლად წარმოაჩენს კომპანიის ფინანსურ შედეგს.
URI: https://openscience.ge/handle/1/2382
ჩანს კოლექციებში:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Lika Kakaladze Samagistro.pdfფინანსური ანგარიშგების წარდგენის და კომპონენტების სტრუქტურის ანალიზი „შპს ორიენტ ლოჯიკ“-ის მაგალითზე1.01 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

54
checked on Jun 6, 2024

გადმოწერა

294
checked on Jun 6, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.