Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2320
Title: ფინანსური მდგომარეობის ანალიზის მეთოდიკის სრულყოფის საკითხები სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მაგალითზე
Authors: ლოსეურაშვილი, ელენე 
Advisor: ჯიქია, მერაბ 
Degree Name: Master of Business Administration
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
Degree Discipline: ბიზნესის ადმინისტრირება (Business Administration)
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
Keywords: ბიზნეს გარემოს არასტაბილური პირობები
საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ანალიზი
საქართველოს ეკონომიკა
Issue Date: 2020
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
In the unstable conditions of the business environment, there are many such unforeseen factors, which have a major impact on the state of the enterprise. Every company faces a lot of crises when it exists, which hinders and often worsens their activities, which then leads to bankruptcy. The bankruptcy of economic entities was massive in the 1990s, which destroyed the Georgian economy, the enterprises were closed, most of the population remained unemployed.In recent years, the government has revived many measures for business and production, however, there are still many unresolved issues, for example, how to increase the efficiency of the enterprise, etc. Due to which very often enterprises become insolvent, which leads to further liquidation.
Therefore, the analysis of the financial condition of the enterprise is always relevant for all those interested in cooperating with this or that enterprise, they are constantly paying attention to the expected and current economic situation of the enterprise.Financial situation analysis is the most priority direction for management, because timely analysis guarantees the company that the expected insolvency or other undesirable deviation, will be identified in time and then an appropriate plan will be developed.Therefore, the present master's thesis aims to assess the financial condition of the enterprise, to determine and analyze the factors affecting it, for which the appropriate coefficients are used, and to determine the factors that affect the financial situation.

ბიზნეს გარემოს არასტაბილურ პირობებში არსებობს უამრავი, ისეთი გაუთვალისწინებელი ფაქტორი, რომლებიც დიდ გავლენას ახდენს საწარმოს მდგომარეობაზე. ყველა კომპანია არსებობისას უამრავ კრიზის აწყდება, რაც მათ საქმიანობას აფერხებს და ხშირ შემთხვევაში აუარესებს, რაც შემდგომ იწვევს გაკოტრებას. ეკონომიკური სუბიექტების გაკოტრება მასობრივად მიმდინარეობდა 90-იან წლებში, რამაც ჩამოანგრია საქართველოს ეკონომიკა, დაიხურა საწარმოები, მოსახლეობის უმეტესობა უმუშევარი დარჩა. ამ და სხვა მსგავსი კრიზისების გამო, მეცნიერები გამუდმებით მსჯელობენ, საქართველოში არსებული საწარმოების ფინანსურად უზრუნველყოფის პრობლემებზე. ბოლო წლებში, ხელისუფლების მხრიდან, გადარტა ბევრი ღონისძიება ბიზნესისა და წარმოების ხელშეწყობისათვის, თუმცა ჯერ კიდევ უამრავი პრობლემა რჩება გადაუჭრელი, მაგალითად თუ როგორ ამაღლდეს საწარმოს ეფექტიანობა და ა.შ, რის გამოც ძალიან ხშირად საწარმოები გადახდისუუნაროები ხდებიან, რასაც შემდგომ ლიკვიდაცია მოსდევს.
აქედან გამომდინარე, საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ანალიზი მუდამ აქტუალურია ყველა იმ დაინტერესებული პირისათვის ვინც თანამშრომლობს ამა თუ იმ საწარმოსთან, ისინი მუდმივად აქცევენ ყურადღებას საწარმოს მოსალოდნელ და მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას. ფინანსური მდგომარეობის ანალიზი კი მართვისათვის ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგან დროული ანალიზი იმის გარანტიას აძლევს კომპანიას, რომ მოსალოდნელი გადახდისუუნარობა ან სხვა არასასურველი გადახრა, დროულად იქნება იდენტიფიცირებული და შემდგომ, მოხდება შესაბამისი გეგმის შემუშავება. აქედან გამომდინარე, წინამდებარე სამაგისტრო ნაშრომის მიზანია საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შეფასება, მასზე მოქმედი ფაქტორების განსაზღვრა და ანალიზი, რისთვისაც გამოყენებულია შესაბამისი კოეფიციენტები და განსაზღვრულია ის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს ფინანსურ მდგომარეობაზე.
URI: https://openscience.ge/handle/1/2320
Appears in Collections:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Elene Losuarishvili.pdfფინანსური მდგომარეობის ანალიზის მეთოდიკის სრულყოფის საკითხები სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მაგალითზე1.49 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

83
checked on Sep 13, 2024

Download(s)

175
checked on Sep 13, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.