Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2289
Title: საქართველოს ექსპორტ-იმპორტ-რეექსპორტის ფინანსური ანალიზი
Authors: წოწორია, ირაკლი 
Advisor: გაგნიძე, ავთანდილ 
Degree Name: MBA in Finance
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ფინანსებში
Degree Discipline: ბიზნესის ადმინისტრირების (ფინანსები) სამაგისტრო პროგრამა
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: East European Univeristy 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Faculty: ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტი 
Keywords: სახელმწიფოს ექსპორტი, იმპორტი და რეექსპორტი
ფინანსური ანალიზი
საერთაშორისო ვაჭრობა
Issue Date: 2021
Publisher: East European Univeristy 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Abstract: 
წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი და მნიშვნელოვანი მიმართულება როგორიცაა სახელმწიფოს ექსპორტი, იმპორტი და რეექსპორტი. განხილულია მათი მნიშვნელობა საერთაშორისო ვაჭრობის ჭრილში, ჩატარებულია ფინანსური ანალიზი, როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისობრივი და შერეული მეთოდის გამოყენებით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოძიებული ლიტერატურის მიმოხილვისას და ფაქტებზე დაყრდნობით ჩატარებული კვლევების საფუძველზე გამოვლენილი და მიგნებულია მიმდინარე პროცესების წარმართვის მეთოდოლოგიის თავისებურებების უარყოფითი ზეგავლენები იმპროტის, ექსპორტისა და რეექსპორტის სფეროში. გამოვლენილი დისონანსური ფაქტორები, მათი ზემოქმედების თავისებურებებიდან და გამომწვევი მიზეზებიდან გამომდინარე კლასიფიცირებულია როგორც პრობლემა, რომელთა გადაჭრის საკითხის აუცილებლობა აქტიურად უნდა იდგეს სახელმწიფოს დღის წესრიგში.
საკითხის აქტუალობას გავყავართ საკმაოდ ფართო მასშტაბებზე, ამიტომაც მისი ანალიზის შესაძლებლად სრულყოფილი სახით წარმოსადგენად, გამოვლენილი პრობლემების უკეთ და დროულად მოსაგვარებლად, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, კვლევებზე მუშაობის პროცესში აქტიურად გავცნობოდით საერთაშორისო გამოცდილებებსა და მეთოდოლოგიებს იმპორტის, ექსპორტისა რეექსპორტის სფეროში. ჩატარებული კვლევების თვისობრივმა ანალიზმა და მსოფლიო გამოცდილების მეთოდოლოგიის გაცნობამ საშუალება მოგვცა განგვესაზღვრა ჩვენი ქვეყნის სპეციფიკაციებზე მორგებული მიგნებები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარე ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილე, მეზობელ სახელმწიფოებთან, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური ურთიერთოებების განსაზღვრასა და გაანალიზებას, რათა სწორად მოხდეს საქართველოს გარე ეკონომიკური საქმიანობის მიზნების დასახვა და მათი შემდგომი წარმართვა.
თანამედროვე მსოფლიოში გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების მხრიდან დიდი აქცენტი კეთდება საგარეო სავაჭრო პოლიტიკის შემუშვებასთან და მის სრულყოფასთან დაკავშირებით. გამომდინარე აქედან, საგარეო ვაჭრობის ძირითადი სახეებისათვის, როგორიცაა ექსპოტი იმპორტი და რეექსპორტი, უნდა მიმდინარეობდეს პერმანენტული ხელშეწყობა შესაბამისი პოლიტიკის გატარებით. ეს სხვა დანარჩენ ფაქტორებთან ერთად გვაძლევს შესაძლებლობას ქვეყანაში აქტიურ მიმოქცევაში იმყოფებოდეს უცხოური ვალუტა შესაბამისი რეგულაციების დაცვით, ეს თავის მხრივ, გრძელვადიან პერსპექტივაში, დადებით ზეგავლენას მოახდენს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე. ნაშრომში განვიხილავთ საქართველოს საგარეო სავაჭრო ეკონომიკურ პოლიტიკას და, აგრეთვე, წარმოგიდგენთ საგარეო ვაჭრობის დინამიკის კვლევას დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ პერიოდში. კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენს ექსპორტის, იმპორტისა და რეექსპორტის განვითარების ტენდენციების წარმოჩენა, სამომავლო რეკომენდაციებისა და პროგნოზების ჩამოყალიბება, ქვეყნაში მდგრადი და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფის წინაპირობათა დახასიათება და ანალიზი. ნაშრომში გამოყენებულია ქართველ და უცხოელ მეცნიერთა, აგრეთვე საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევის მასალები და შეფასებები. საქართველოს საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილების განხილვის საფუძველზე მოცემულია მოსაზრებები არსებული მდგომარეობის გაუჯობესებისა და რისკების შემცირების შესახებ. განხილულია საერთაშორისო შეთანხმებები, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია: ევროკავშირთან დადებული ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმება და მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციასთან გაფორმებული შეთანხმება.
დასმული საკითხების შეჯერებით კი მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ექსპორტის, იმპორტისა და რეექსპორტის საშემსრულებლო მექანიზმი, რომელიც საკმაოდ მრავალკომპონენტიანია და საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან მასტიმულირებელი მიდგომების აქტიურ შემუშავებებს.

Foreign trade policy is gaining more and more importance in terms of modern globalization for every country. Hence, promoting foreign trade by implementing relevant policies is a priority for our country. Together with other sources, it gives the main opportunity to the foreign currency to enter the country, which in turn has a positive impact on the country's economic growth.
There will be discussed about the Foreign trade policy of Georgia in the work, also the research in the post-independence period will be presented there. The research aims to characterize and analyze the preconditions of ensuring sustainable and stable development of the country by means of demonstrating the tendencies of foreign trade development, directions research of development and forming the future recommendations and prognoses.
There are used materials and evaluations of research conducted by Georgian and foreign scientists as well as international and private organizations in the work. There are presented the opinions on the improvement and risks of the existing situation on the basis of consideration the constituent parts of Georgia's foreign economic policy
There are discussed about the international agreements, among them the most important is: deep and comprehensive agreement with the European Union and the agreement signed with the World Trade Organization.
URI: https://openscience.ge/handle/1/2289
Appears in Collections:ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Irakli Tsotsoria Samagistro.pdfსაქართველოს ექსპორტ-იმპორტ-რეექსპორტის ფინანსური ანალიზი657.51 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

248
checked on Apr 24, 2024

Download(s)

269
checked on Apr 24, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.