Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2275
Title: უცხოური ინვესტიციები და მათი ზეგავლენა ბიზნეს გარემოზე
Authors: დარჩიძე, ქეთევან 
Keywords: ინვესტიციები და საინვესტიციო გარემო;უცხოური ინვესტიციები;საქართველოს ბიზნეს-გარემო
Issue Date: 2020
Abstract: 
მსოფლიოში გლობალიზაციის პროცესმა შექმნა კაპიტალის საერთაშორისო მაშტაბით მოძრაობის შესაძლებლობა, რამაც წარმოქმნა ინვესტიციების უზარმაზარი მოცულობა. განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. ინვესტიციები თავის მხრივ მოქმედებენ ბიზნეს გარემოს განვითარებაზე, რომელიც განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. უცხოურ ინვესტიციებს მნიშვნელოვანი როლი აქვს, როგორც მთლიანი ქვეყნის მაშტაბით, ასევე კერძოდ, მისი მიმღები ობიექტის (ბიზნესის) ეკონომიკურ განვითარებაში. უცხოური ინვესტიციების უდიდესი მნიშვნელობის გამო, აუცილებელია ქვეყანამ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად მოახდინოს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს ფორმირება.
ნაშრომის მიზანია გამოკვეთოს უცხოური ინვესტიციების როლი ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისთვის, შეაფასოს არსებული მდგომარეობა და მასზე მოქმედი ფაქტორები. კვლევის ობიექტია საქართველოს საინვესტიციო გარემო და მისი დინამიკა ბოლო წლების განმავლობაში. კვლევის საგანია ინვესტიციების სტიმულირება-რეგულირების მიმართულებები და ბიზნეს-გარემოს გაჯანსაღების ღონისძიებები.
ნაშრომში ძირითადად ყურადღება გამახვილებულია ინვეტიციების არსზე და შემადგენლობაზე, საინვესტიციო გარემოს ფორმირების აუცილებელ პირობებზე. განხილულია ინვესტიციებს და ბიზნეს შორის არსებული კავშირი. არსებულ მასალებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უცხოური ინვესტიციები დონე გვიჩვენებს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას, სტაბილურობას, საინვესტიციო გარემოს მდგომარეობას და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას. საქართველოს ბიზნესის განვითარებისთვის განსაკუთრებით ჭირდება ინვესტიციების მოზიდვა, რაც ქვეყნის მაშტაბით გადაჭრის მნიშვნელოვან პრობლემებს და მოახდენს საერთაშორისო ეკონომიკურ სივრცეში ქვეყნის ინტეგრაციას.

The process of globalization in the world has created the possibility of capital movement internationally, which has generated a huge amount of investment. Especially in developing countries, including Georgia. Investments in turn affect the development of the business environment, which contributes to the economic growth of the country. Foreign investment plays an important role in the economic development of the country as a whole, as well as in particular, of its recipient facility (business). Due to the great importance of foreign investment, it is necessary for the country to create an attractive investment environment to attract foreign direct investment.
The aim of the paper is to highlight the role of foreign investment in the development of business in the country, to assess the current situation and the factors affecting it. The object of research is the investment environment of Georgia and its dynamics in recent years. The subject of research is investment stimulation-regulation directions and measures for improving the business environment.
The paper mainly focuses on the essence and composition of investments, the necessary conditions for the formation of the investment environment. The relationship between investment and business is discussed. Based on the available materials, we can say that the level of foreign investment shows the country's economic policy, stability, investment climate and economic growth prospects. Georgia's business development especially needs to attract investment, which will solve significant problems across the country and integrate the country into the international economic space.
URI: https://openscience.ge/handle/1/2275
Appears in Collections:სამაგისტრო ნაშრომები

Files in This Item:
File Description SizeFormat
Ketevan Darchidze Samagistro.pdfუცხოური ინვესტიციები და მათი ზეგავლენა ბიზნეს გარემოზე1.5 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

23
checked on Jun 24, 2021

Download(s)

23
checked on Jun 24, 2021

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.