Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2274
Title: ტურიზმის როლი საერთაშორისო ბიზნესის განვითარებაში საქართველოში
Authors: ივანიაძე, ტარიელ 
Keywords: საქართველოში ტურიზმის განვითარება;საერთაშორისო ბიზნესი
Issue Date: 2020
Abstract: 
ტურიზმის დარგი განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებში სულ უფრო და უფრო მეტ ადგილს იკავებს. ამის მიზეზი საწარმოო დარგების ნელი განვითარება, უმუშევრობის მაღალი დონე და სხვა მრავალი მიზეზია. მართალია საქართველოში უკვე დამოუკიდებლობის საწყისი ეტაპიდან დიდი ყურადღება ექცევა, თუმცა სრული ინფრასტრუქტურული აღჭურვა, ტურიზმის დარგისათვის საჭირო კვალიფიკაციური კადრების მომზადება, სამართლებრივი რეგულირება ჯერ კიდევ არასრულყოფილია. როგორც ტურიზმის დარგის განვითარების ისტორიიდან ვეცნობით ათასწლეულები დასჭირდა თანამედროვე განვითარებულ ტურიზმს. საქართველოში ტურიზმის განვითარების დინამიკა მზარდია, მზარდია ასევე ინფრასტრუქტურული დარგებიც, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ჯერ მრავალი პრობლემა არსებობს, ამიტომაც არ კარგავს აქტუალობას არსებული და ჯერ კიდევ გამოუვლენელი პრობლემების კვლევა. ტურიზმი დიდ გავლენას ახდენს საზოგადოების სოციალურ განვითარებაზე, სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. ის მოსახლეობის დამატებითი შემოსავლის მიღების წყაროა. ეკონომიკის განვითარებაზე ტურიზმის დარგია გავლენა, მშპ–ში მისი წილი დამოკიდებულია ჯერ კიდევ გამოუვლენელი ტურისტული პოტენციალის შესწავლაზე, მისი გამოყენების შესაძლებლობებზე და მომავალში მისაღები შემოსავლების პროგნოზირებაზე. ყველაფერი ეს უნდა აისახოს ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში და უნდა ექვემდებარებოდეს ყოველწლიურ გადახედვას ეკონომიკური განვითარების კვალდაკვალ. სამაგისტრო ნაშრომში არის მცდელობა შესწავლილ მასალებზე დაყრდნობით გავაანალიზოთ ტურიზმის სფეროში არსებული პრობლემები და ჩამოვაყალიბოთ ჩვენეული ხედვა სფეროს განვითარებისათვის აუცილებელი დარგების განვითარების წინადადებები.

The tourism sector is gaining ground in the economies of developing countries. The reason for this is the slow development of the manufacturing sector, high unemployment and many other reasons. It is true that a lot of attention has been paid to Georgia since the initial stage of independence, but the complete infrastructural equipment, training of qualified personnel required for the field of tourism, legal regulation are still imperfect. As we know from the history of the development of the tourism industry, it has taken millennia for modern developed tourism. The dynamics of tourism development in Georgia is growing, as are the infrastructure sectors, but due to the economic situation of the country, there are still many problems, so it is important to study the existing and still undiscovered problems. Tourism has a great impact on the social development of society, the satisfaction of spiritual needs. It is a source of additional income for the population. The field of tourism has an impact on the development of the economy, its share in GDP depends on the study of the still undiscovered tourism potential, the possibilities of its use and the forecast of future revenues. All this should be reflected in the tourism development strategy and should be subject to annual review in the wake of economic development. The master's thesis is an attempt to analyze the problems in the field of tourism based on the studied materials and to formulate our vision and proposals for the development of fields necessary for the development of the field.
URI: https://openscience.ge/handle/1/2274
Appears in Collections:სამაგისტრო ნაშრომები

Files in This Item:
File Description SizeFormat
Tariel Ivaniedze Samagistro.pdfტურიზმის როლი საერთაშორისო ბიზნესის განვითარებაში საქართველოში2.35 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

27
checked on Jun 24, 2021

Download(s)

23
checked on Jun 24, 2021

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.