გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2270
სათაური: კრიტიკული კითხვა, როგორც ტექსტზე მუშაობის მეთოდი სკოლაში
ავტორები: აბუსელიძე, რუსუდან 
ხელმძღვანელი: ხალვაში, ხათუნა 
ხარისხის სახელი: განათლების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: განათლება
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: კრიტიკული კითხვა
სწავლების პრაქტიკული მეთოდი
ტექსტის დამუშავება
გამოცემის თარიღი: 2020
რეზიუმე: 
Text is a complex and multifunctional phenomenon that contains a variety of important information. Critical reading is the first stage of text perception and interpretation. Work on the text requires important issues in the material, sorting it into certain components, groups in order to use it again.
Critical reading as a practical method of teaching allows for multifaceted work in text processing: comprehension of the text, in-depth study, subsequent rapid retrieval and application of information is possible through the method of critical reading.
The aim of the study is to identify the reasons that hinder critical reading at an early stage, to find ways to solve the problem, and to develop recommendations for improving inclusion.
Research objectives: The research objective is to answer the following questions: Do monotonous lessons hinder the development of critical reading skills? What difficulties do students face when reading? How can we help students improve their critical reading? What role do comprehension-oriented activities play in the development of student literacy?
Conclusions are based on analysis of sources and research results. The materials are presented with examples that enhance their practical application.
The work is intended for teachers and students.

ტექსტი რთული და მრავალფუნქციური ფენომენია, რომელიც შეიცავს სხვადასხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას. კრიტიკული კითხვა არის ტექსტის აღქმისა და ინტერპრეტაციის პირველი ეტაპი. ტექსტზე მუშაობა მოითხოვს მასალაში მნიშვნელოვანი საკითხების მონიშვნას, გარკვეული კომპონენტების, ჯგუფების მიხედვით დალაგებას მისი კვლავ გამოყენების მიზნით.
კრიტიკული კითხვა, როგორც სწავლების პრაქტიკული მეთოდი ტექსტის დამუშავებისას მრავალმხრივი მუშაობის საშუალებას იძლევა: ტექსტის გააზრება, ჩაღრმავებულად შესწავლა, შემდგომში ინფორმაციის სწრაფი მოძიება და გამოყენება სწორედ კრიტიკული კითხვის მეთოდით არის შესაძლებელი.
კვლევის მიზანი გახლავთ დაწყებით საფეხურზე კრიტიკული კითხვის შემაფერხებელი მიზეზების დადგენა, პრობლემის გადაჭრის გზების პოვნა და შედეგების გასაუმჯობესებელი სტრატეგიების შეთავაზება, რეკომენდაციების შემუშავება.
კვლევის ამოცანაა კრიტიკული კითხვის უნარების განვითარების შემაფერხებელი პრობლემების, სირთულეების დადგენა, მასწავლებლის დახმარება საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგოს მიდგომები მოსწავლის კრიტიკული კითხვის გასაუმჯობესებლად.
კვლევის მეცნიერული სიახლეა მეთოდებისა და მიდგომების შეთავაზება კრიტიკული კითხვის უნარის განსავითარებლად და არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.
წყაროებისა და კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბებულია დასკვნები. მასალები წარმოდგენილია მაგალითებით, რაც ამაღლებს მათი პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობას.
ნაშრომი განკუთვნილია მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის.
URI: https://openscience.ge/handle/1/2270
ჩანს კოლექციებში:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Rusudan Abuselidze Samagistro.pdfკრიტიკული კითხვა, როგორც ტექსტზე მუშაობის მეთოდი სკოლაში1.38 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

166
checked on May 5, 2024

გადმოწერა

1,810
checked on May 5, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.