Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2267
Title: მცირე საწარმოთა ფინანსური მენეჯმენტი
Authors: ესერიძე, როლანდ 
Advisor: ცინცაძე, ა. 
Degree Name: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
Degree Discipline: ბიზნესის ადმინისტრირება
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: აგრარულ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი 
Keywords: მცირე და საშუალო საწარმოები
დასაქმების ზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა
Issue Date: 2020
Abstract: 
Entrepreneurial sector, especially small and medium enterprises, play an important role in the development of the economy and contribute to sustainable and inclusive economic growth. Small and Medium Enterprises may be considered to be the cornerstone of any economy in terms of employment growth and job creation, as well as taking into consideration the contribution to economic development and growth. A strong and well-developed small and medium enterprise sector significantly promotes export, innovation, creation of modern entrepreneurial culture, and at the same time plays a special role in raising the country's welfare level.
In recent years, Georgia has made significant reforms, including economic reforms, whose main goal was to do business and create a favorable environment for foreign direct investment, economic liberalization, administrative barriers and reducing the tax burden, improving public services, fight against corruption and other ways. As a result of these reforms, Georgia has reached high levels of economic growth. In addition, direct foreign investments flows in the country. Georgia's economic policy has been positively assessed by various rating agencies and international financial institutions and the relevant results were reflected in the indexes and ratings that evaluate economic freedom of the countries.
Despite the improvement of the general business environment, the challenges in Georgia in terms of small and medium entrepreneurship development, which are in many developing countries. Even though small and medium enterprises come from large enterprises, their contribution to GDP is still very low. The Government of Georgia attaches special importance to the development of small and medium entrepreneurship in the economic development process and aims at further improvement of the entrepreneurial environment that will facilitate the growth and development of small and medium enterprises.
The Government of Georgia pays special attention to the competitiveness of private sector and especially small and medium enterprises in the context of the EU-Georgia Association Agreement (which is an integral part of the Deep and Comprehensive Free Trade Area Agreement (DCFTA). Adaptation and fulfillment of DCFTA's requirements is especially important for Georgia to enable the business to maximize the potential of export potential. Consequently, except for legislative and institutional approximation, the importance of private sector, including small and medium enterprises, is to meet the DCFTA requirements.

სამეწარმეო სექტორი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოები, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკონომიკის განვითარებაში და საგრძნობი წვლილი შეაქვთ მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში. მცირე და საშუალო საწარმოები, დასაქმების ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალით, ასევე, ეკონომიკის განვითარებასა და ზრდაში შეტანილი წვლილის გათვალისწინებით, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის ქვაკუთხედად შეიძლება მივიჩნიოთ. ძლიერი და კარგად განვითარებული მცირე და საშუალო მეწარმეობის სექტორი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ექსპორტს, ინოვაციებს, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის შექმნას, და ამავე დროს, განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქვეყნის კეთილდღეობის დონის ამაღლებაში.
ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, მათ შორის, ეკონომიკური რეფორმები, რომელთა მთავარი მიზანი იყო ბიზნესის კეთების და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, ეკონომიკის ლიბერალიზაციის, ადმინისტრაციული ბარიერებისა და საგადასახადო ტვირთის შემცირების, სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების, კორუფციასთან ბრძოლისა და სხვა გზებით. ამ რეფორმების შედეგად, საქართველომ ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებს მიაღწია. ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადები. საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა დადებითად იქნა შეფასებული სხვადასხვა სარეიტინგო სააგენტოების და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ და შესაბამისი შედეგები აისახა იმ ინდექსებსა და რეიტინგებში, რომლებითაც ფასდება ქვეყნების ეკონომიკური თავისუფლება.
ზოგადი ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიუხედავად, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების თვალსაზრისით, საქართველოში იგივე გამოწვევები დგას, რაც მრავალ განვითარებად ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ მცირე და საშუალო საწარმოებზე მოდის მოქმედი საწარმოების უდიდესი ნაწილი, მათი წვლილი მშპ-ში კვლავ ძალიან დაბალია.საქართველოს მთავრობა ეკონომიკური განვითარების პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მცირე და საშუალო მეწარმეობას და მიზნად ისახავს სამეწარმეო გარემოს შემდგომ სრულყოფას, რაც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო საწარმოების ზრდას და განვითარებას.
საქართველოს მთავრობა საგანგებო ყურადღებას უთმობს კერძო სექტორის და განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების (რომლის განუყოფელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA)) კონტექსტში. DCFTA-ის მოთხოვნებთან ადაპტაცია და მათი შესრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რათა ბიზნესმა შეძლოს ექსპორტის პოტენციალის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება. შესაბამისად, გარდა საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება კერძო სექტორის, მათ შორის, მცირე და საშუალო საწარმოების მიერ DCFTA-ის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
DCFTA- ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ( http://www.economy.ge)
URI: https://openscience.ge/handle/1/2267
Appears in Collections:აგრარულ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Roland Eseridze Samagistro.pdfმცირე საწარმოთა ფინანსური მენეჯმენტი1.24 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

118
checked on Apr 20, 2024

Download(s)

179
checked on Apr 20, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.