Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2260
Title: საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები, როგორც ეკონომიკის რეგულირების ბერკეტი
Authors: ბოლქვაძე, მინდია 
Advisor: ცინარიძე, რ. 
Degree Name: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
Degree Discipline: ბიზნესის ადმინისტრირება
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: აგრარულ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი 
Keywords: საზოგადოების ეკონომიკური სისტემა
გადასახადების თეორია
საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები
Issue Date: 2020
Abstract: 
Common-state taxes are the economic basis of the state, without which its existence is not possible. Imposition of taxes and establishment of a tax system related to the formation of the state, Because the performance of the tasks and responsibilities of the country requires the collection of financial resources, Therefore, it became necessary to develop appropriate mechanisms.
The aim of the paper is to highlight the role of general state taxes for the functioning of the state, economic, social and political development, Assess the state of the existing tax system and the factors affecting it. The object of research is the tax system in the world and in Georgia, its policies, functions and dynamics of tax revenues in recent years. The subject of research is the directions of tax reform planning and measures to improve the tax sector in the country.
The paper mainly focuses on the essence of tax revenue, its composition, the necessary conditions for the formation of the tax environment. The relationship between the government and business entities is discussed. Based on the available materials, we can say that the level of tax revenues, the principles of taxes show the economic policy of the country, stability, and the prospect of economic growth. Georgias entrepreneurial development especially needs a flexible tax system and maximum facilitative tax rates, As well as the most sophisticated mechanisms for their removal and budgeting, such a reform will increase the countrys investment attractiveness in the international arena. More attracted investment is a way for the country to be able to develop and improve the social situation of the population.

საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები წარმოადგენს სახელმწიფოს ეკონომიკური საფუძველს, რის გარეშეც მისი არსებობა არ არის შესაძლებელი. გადასახადების დაწესება და საგადასახადო სისტემის ჩამოყალიბება სახელმწიფოს ფორმირებასთანა დაკავშირებული, რადგან ქვეყნის დასახული ამოცანებისა და მოვალეობების შესრულება მოითხოვს ფინანსური სახსრების შეგროვებას, აქედან გამომდინარე აუცილებელი გახდა შესაბამისი მექანიზმების შემუშავება.
ნაშრომის მიზანია გამოიკვეთოს საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების როლი სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის, ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური განვითარებისთვის, შეაფასოს არსებული საგადასახადო სისტემის მდგომარეობა და მასზე მოქმედი ფაქტორები. კვლევის ობიექტია მსოფლიოში და საქართველოში არსებული საგადასახადო სისტემა, მისი პოლიტიკა, ფუნქციები და საგადასახადო შემოსავლების დინამიკა ბოლო წლების განმავლობაში. კვლევის საგანია საგადასახადო რეფორმების დაგეგმვის მიმართულებები და ქვეყანაში არსებული საგადასახადო სფეროს გაჯანსაღების ღონისძიებები.
ნაშრომში ძირითადად ყურადღება გამახვილებულია საგადასახადო შემოსავლების არსზე, მის შემადგენლობაზე, საგადასახადო გარემოს ფორმირების აუცილებელ პირობებზე. განხილულია ხელისუფლებასა და ბიზნეს სუბიექტებს შორის არსებული კავშირი. არსებულ მასალებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგადასახადო შემოსავლების დონე, გადასახადების პრინციპები გვიჩვენებს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას, სტაბილურობას, და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას. საქართველოს სამეწარმეო განვითარებისთვის განსაკუთრებით სჭირდება მოქნილი საგადასახადო სისტემა და მაქსიმალურად ხელშემწყობი გადასახადის განაკვეთები, აგრეთვე მათი ამოღების და ბიუჯეტში შეტანის მაქსიმალურად დახვეწილი მექანიზმები, მსგავსი რეფორმა ხელს შეუწყობს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას საერთაშორისო ასპარეზზე, მეტი მოზიდული ინვესტიცია საშუალებაა ქვეყანამ შეძლოს განვითარება და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
URI: https://openscience.ge/handle/1/2260
Appears in Collections:აგრარულ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Mindia Bolkvadze samagistro 2020.pdfსაერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები, როგორც ეკონომიკის რეგულირების ბერკეტი1.33 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

136
checked on Apr 20, 2024

Download(s)

56
checked on Apr 20, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.