გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2251
სათაური: გიორგი თავზიშვილი უმაღლესი განათლების ისტორიის მკვლევარი
ავტორები: კირჩხელი, მარიამ 
ხელმძღვანელი: დედა ბარბარე (მეგრელაძე) 
ხარისხის სახელი: განათლების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: განათლება
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: გიორგი თავზიშვილი
უმაღლესი განათლება
თანამედროვე სკოლის მასწავლებელი
გამოცემის თარიღი: 2020
რეზიუმე: 
მარიამ კირჩხელის ნაშრომში „გიორგი თავზიშვილი უმაღლესი განათლების ისტორიის მკვლევარი“ განხილული არის გიორგი თავზიშვილის მეცნიერული მოღვაწეობა. ავტორი თემის აქტუალობის დასაბუთებისას აღნიშნავს, რომ თანამედროვე სკოლის მასწავლებლის კარიერული წინსვლის განსახორციელებელი საქმიანობის ერთ-ერთი მახასიათებელია გაცნობიერება იმისა, რომ განათლების მეცნიერებების დარგობრივი ცოდნა მისი პედაგოგიური საქმიანობის ამოსავალია. ამ მიმართულებით შესწავლილია გიორგი თავზიშვილის კვლევები, რომელთაც ღრმა კვალი დატოვეს ქართული პედაგოგიური აზროვნების განვითარებაში.
კვლევის მეცნიერული სიახლე: ნაშრომში შესწავლილი და გაანალიზებული გიორგი თავზიშვილის კვლევა, უმაღლესი განათლების ისტორიისათვის საქართველოში XI-XII საუკუნეში ნაჩვენებია ის შედეგები, რომელიც მაშინდელმა საგანმანათლებლო საქმიანობამ იქონია კულტურის, საზოგადოების განვითარებაზე და აქტუალურია თანამედროვეებისათვის.ახალი მიდგომებით არის წარმოდგენილი ის პედაგოგიური საქმიანობა, რომელიც პირველ ქართულ აკადემიაში მიმდინარეობდა და მნიშვნელოვანია დღევანდელ საგანმანათლებლო ცხოვრებაში.
კვლევის თეორიული მნიშვნელობა: გაანალიზებულია გიორგი თავზიშვილის კვლევები, რომელიც უკავშირდება პირველ ქართულ აკადემიებს საქართველოს საზღვრებს გარეთ და საქართველოში. განხილულია აკადემიების დაარსების, ხელმძღვანელობის, სტრუქტურისა და სასწავლო გეგმებთან დაკავშირებული მასალები.
კვლევის პრაქტიკული მნიშვნელობა: თანამედროვე მასწავლებლის პროფესიული განვითარების ერთ-ერთი კომპეტენციაა-გააცნობიეროს, რომ პედაგოგიურ მეცნიერებაში დაგროვილი ცოდნა მისი პედაგოგიური საქმიანობის ამოსავალი წერტილია. ამ მიმართულებით ნაშრომში წარმოდგენილი ცნობები,მიდგომები ძველ ქართულ აკადემიებში პედაგოგიური საქმიანობის შესახებ დაეხმარება მასწავლებლს აღნიშნული კომპეტენციის მიღწევაში.
კვლევის მიზნის შესაფერისი მეთოდის საშუალებით შესაძლებელი გახდა განათლების მეცნიერებაში დაგროვილი ცოდნის წარმოჩენა და გათვალისწინება.
URI: https://openscience.ge/handle/1/2251
ჩანს კოლექციებში:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Mariam Kirchkheli Samagistro.pdfგიორგი თავზიშვილი უმაღლესი განათლების ისტორიის მკვლევარი510.7 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

145
checked on Sep 12, 2024

გადმოწერა

638
checked on Sep 12, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.