Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2248
Title: მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ტენდენციები საქართველოში და მიმდინარე გამოწვევები
Authors: გოგიტიძე, მადონა 
Keywords: მცირე და საშუალო ბიზნესი
Issue Date: 2020
Abstract: 
მცირე და საშუალო ბიზნესი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ქვეყნისა და ზოგადად ეკონომიკის განვითარებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შექმნას, ხელს უწყობს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას და ამცირებს სიღარიბეს. ქმნის გარემოს ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობისათვის, რომელიც წარმოადგენს სტიმულს ქვეყნის მოსახლეობისთვის.
ნაშრომში გაანალიზებულია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოშობა, მისი განვითარების ეტაპები, მცირე და საშუალო ბიზნესის ფუნქციები და მოცემულია SWOT ანალიზი. განხილულია მეწარმეების როლი თანამედროვე ბიზნესში. აგრეთვე კომპლექსურადაა შესწავლილი ბიზნეს სექტორის ბრუნვა, პროდუქციის გამოშვება და დასაქმებულთა რაოდენობა. მნიშვნელოვანი ყურადღებაა გამახვილებული პანდემიის პერიოდში მცირე და საშუალო მეწარმეების პრობლემებზე, სახელმწიფო შეღავათებზე და პრობლემის გადაჭრის გზებზე.
ნაშრომში განხილულია მცირე და საშუალო მეწარმეების თეორიული და პრაქტიკული საკითხები, ასევე სხვადასხვა კვლევებია ჩატარებული მცირე და საშუალო მეწარმეების მიმდინარე გამოწვევებზე.
ნაშრომზე მუშაობის პროცესში გამოყენებული იქნა მეცნიერული კვლევის ისეთი მეთოდები, როგორიცაა ანალიზის, შედარების, ანკეტური გამოკითხვის, სტატისტიკური და ექსპერტული შეფასებათა მეთოდები. გამოყენებულია სისტემური მიდგომა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, მცირე და საშუალო მეწარმეობა განხილული იქნას, როგორც ბიზნესი თავისი მიზნებით, მათი რეალიზაციის და გარკვეული შედეგების მიღების საშუალებით.

Small and medium business is one of the important factors for the development of the country and the economy in general , which provides job creation, promotes GDP growth and reduces poverty. Creates an environment for economic and political stability that is a stimulus for the country’s population.
The paper analyzes the origins of small and medium business, with its stages, SME functions and SWOT analysis. The role of entrepreneurs in modern business is discussed. The turnover of the business sector, product output and number of employees are also comprehensively studied. Significant attention is paid to the problems of small and medium – sized enterprises during the pandemic, state benefits and ways to solve the problem.
The paper discusses the theoretical and practical issues of small and medium entrepreneurs, as well as important research on the current challenges of small and medium entrepreneurs.
In the process of working on the paper, methods of scientific research were used, such as methods of analysis, comparison, statistical and expert evaluations of the survey. A systematic approach is used , which allows small and medium enterprises to be considered as a business for its goals, through their realization and obtaining certain results.
URI: https://openscience.ge/handle/1/2248
Appears in Collections:სამაგისტრო ნაშრომები

Files in This Item:
File Description SizeFormat
Madona Gogitidze Samagistro.pdfმცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ტენდენციები საქართველოში და მიმდინარე გამოწვევები859.14 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

23
checked on Jun 24, 2021

Download(s)

26
checked on Jun 24, 2021

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.