Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2237
Title: დედა ენის შემეცნებითი და აღმზრდელობითი მნიშვნელობა
Authors: ხარაბაძე, დავით 
Advisor: ზოიძე, აკაკი 
Degree Name: განათლების მაგისტრი
Degree Discipline: განათლება
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი 
Keywords: იაკობ გოგებაშვილი
დედა ენა
ქართული საგანმანათლებლო სივრცე
Issue Date: 2021
Abstract: 
This paper deals with the "cognitive and educational significance of the mother tongue".
Iakob Gogebashvili's immortal "mother tongue" is of great cognitive-educational importance. For 145 years, the masterpiece of the textbooks of the alphabet "Mother Tongue" has been published with immortal love. Time makes its greatness even more visible. The grateful Georgian nation erected a monument to the book of wonders. Invaluable treasures lie within it. It became a guide not only for the little ones but for the whole people.
A Georgian man is born once, he is born a second time, when he takes Iakob Gogebashvili's "mother tongue" in his hands for the first time, takes it apart and pretends to be born again - this greatness suddenly he sees it differently and understands it otherwise. Demna Shengelaia wrote. Akaki Tsereteli said, "The whole of Georgia is covered with Iakob Gogebashvili's textbooks. Who is such a Georgian that he does not open his eyes to Iakob Gogebashvili's "mother tongue". It is worthy of the Georgian people to erect a monument in their lifetime. "
"Mother Tongue" instilled and instills a deep interest and aspiration for knowledge throughout Georgia, and not only in Georgia, young and old, young and, raising the literacy and culture of the people, awakening their morals, stirring patriotic feelings and instilling a better mermaid belief.
The aim of the research is to find out how actively and effectively "mother tongue" is used in the Georgian educational space and how important its cognitive and educational significance is.
The work analyzes the artistic works included in the "mother tongue". The focus is on the educational use of the variety of materials presented in it.
The results of the research will contribute to the implementation of educational training and the upbringing of worthy citizens of the future.

წინამდებარე ნაშრომი დედა ენის შემეცნებით და აღმზრდელობითი მნიშვნელობის წარმოჩენასა და მის პრაქტიკაში დანერგვას ეძღვნება.
უდიდესი შემეცნებით-აღმზრდელობითი მნიშვნელობა აქვს იაკობ გოგებაშვილის უკვდავ დედა ენას. 145 წელია ულევი სიყვარულით იფურცლება უკვდავებას ნაზიარები, ანბანის სახელმძღვანელოების შედევრი დედა ენა. დრო კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის მის სიდიადეს. მადლიერმა ქართველმა ერმა საოცრება წიგნს ძეგლი დაუდგა. ფასდაუდებელი განძი დევს მასში. იგი არამხოლოდ პატარების, არამედ მთელი ხალხის სახელმძღვანელო გახდა.
ერთხელ დაბადებული ქართველი კაცი, მეორედ მაშინ იბადება, როცა იაკობ გოგებაშვილის დედა ენას ხელში პირველად აიღებს, აიღებს გადაშლის და თითქოს ისევ დაიბადაო - ამ სამზეოს, უცებ სხვაგვარად რომ დაინახავს და დაინახავს, სხვანაირადაც გაიაზრებს, წერდა დემნა შენგელაია. აკაკი წერეთელი კი ამბობდა: იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოებით მოფენილია მთელი საქართველო. ვინაა ისეთი ქართველი, რომ იაკობ გოგებაშვილის დედა ენაზე არ აეხილოს თვალები. იგი ღირსია, რომ ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე ძეგლი დაუდგას.
დედა ენა მთელ საქართველოში და არა მარტო საქართველოში, დიდსა და პატარას, ახალგაზრდასა და მოხუცში ნერგავდა და ნერგავს ცოდნისადმი ღრმა ინტერესს და მისწრაფებას, ამაღლებს ხალხის წიგნიერებას, კულტურას, აფაქიზებს მის ზნეობას, აღვივებს პატრიოტულ გრძნობას და ნერგავს უკეთესი მერმისის რწმენას.
კვლევის მიზანია გავარკვიოთ, რამდენად აქტუალურად და ეფექტურად გამოიყენება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში დედა ენა და რაოდენ მნიშვნელოვანია მისი შემეცნებითი და აღმზრდელობითი მნიშვნელობა.
ნაშრომში გაანალიზებულია დედა ენაში შეტანილი მხატვრული ნიმუშები. ყურადღება გამახვილებულია მასში წარმოდგენილი მრავალფეროვანი მასალის საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი თვალსაზრისით გამოყენებაზე.
კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს აღმზრდელობითი სწავლების განხორციელებას, მომავლის ღირსეული მოქალაქეების, გულანთებული პატრიოტების აღზრდას.
URI: https://openscience.ge/handle/1/2237
Appears in Collections:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Davit Kharabadze Samagistro.pdfდედა ენის შემეცნებითი და აღმზრდელობითი მნიშვნელობა674.22 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

114
checked on May 3, 2024

Download(s)

990
checked on May 3, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.