გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2235
სათაური: ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული მმართველობის თავისებურებები საქართველოში
ავტორები: ბოლქვაძე, გოგი 
ხელმძღვანელი: მურადიშვილი, ხათუნა 
ხარისხის სახელი: საჯარო მმართველობის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: საჯარო მმართველობა
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: სამართალმცოდნეობისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: სახელმწიფოს მართვა
მმართველობის ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული ფორმები
დემოკრატიული სახელმწიფოები
გამოცემის თარიღი: 2021
რეზიუმე: 
The governing of a state is extremely complex and multi-dimensional phenomenon. The process itself is based on several factors. Taking into account the general approaches, this process is mostly affected by the past experience of the country, development in modern time and future prospects and challenges. The past is very interesting, since it reflects the culture of the country and its historical experience. The evaluation of the past gives us the opportunity to plan the future properly and accurately, as well as to face the challenges of the modern era.
One of the most important evaluative criteria of the state governing are centralized and decentralized forms of ruling. The objective of the master’s thesis is to discuss the characteristics of the state through these criteria - of course, taking Georgia as an example.
The growing tendency of regionalization has been noticed since mid XX century. The democratic countries have eventually come to the conclusion that a certain guarantee of the political, economic and social stability of the country is based on the support of local democracy and development.
Georgia is not only the country of multi - century history but also it is diverse in a view of centralized and decentralized governing development. It is historically known that at the different times there were different approaches to this issue. Each of them is a an example of what should be emphasized by the government in the future and what should never happen again.
Georgia is considered a country of the new democracy and taking these factors into account is very important for its future development, in order to avoid mistakes that may cause the failure of the government systems.
The master’s thesis consists of introduction, four main chapters, three sub-chapters and conclusion. In the process of summarizing our study, the important part was played by existing international and local research materials, as well as by our conclusions, on which the elaborated recommendations have been based.

სახელმწიფოს მართვა მეტად რთული და მრავალგანზომილებიანი მოვლენაა. თვით პროცესი დამოკიდებულია კომპლექსურად რამდენიმე ფაქტორზე. ზოგადი მიდგომები რომ გამოვიყენოთ, მასზე მეტად დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის წარსული გამოცდილება, განვითარება თანამედროვე დროში და სამომავლო პერსპექტივები და გამოწვევები. წარსული მეტად საინტერესოა, რადგან მასში ასახულია ქვეყნის კულტურა და ისტორიული გამოცდილება. განვლილის შეფასება საშუალებას იძლევა სწორად დაიგეგმოს მომავალი და მაქსიმალურად უპასუხოს სახელმწიფომ თანამედროვე გამოწვევებს.
სახელმწიფო მართვის შეფასების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია მმართველობის ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული ფორმები. ჩვენი სამაგისტრო ნაშრომის მიზანია სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით სახელმწიფოს თავისებურებებზე მსჯელობა და რასაკვირველია, საქართველოს მაგალითზე.
რეგიონალიზაციის განვითარების მზარდი ტენდენცია XX საუკუნის შუახანებიდან არის შესამჩნევი. დემოკრატიული სახელმწიფოები საბოლოოდ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სტაბილურობის ერთგვარი გარანტია ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობა და განვითარება.
საქართველო არა უბრალოდ მრავალსაუკუნოვანი, არამედ მეტად მრავალფეროვანია მმართველობის ცენტრალიზებული თუ დეცენტრალიზებული განვითარების თვალსაზრისით. ისტორიულად ცნობილია, რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიდგომა იყო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და თითოეული მაგალითია იმისა, სამომავლოდ რას უფრო უნდა მიაქციოს ხელისფლებამ ყურადღება და რა საერთოდ აღარ უნდა განმეორდეს. საქართველო, ასე ვთქვათ, ახალი დემოკრატიის ქვეყანაა და ზემოთ მითითებული კრიტერიუმების გათვალისწინება მეტად მნიშვნელოვანია მისი სამომავლო განვითარებისათვის, რათა არ დაუშვას შეცდომები, რომლებმაც შესაძლოა სახელმწიფოებრიობის კრახს შეუწყოს ხელი.
სამაგისტრო ნაშრომი შედგება შესავალის, ოთხი საკვანძო თავის, სამი ქვეთავისა და დასკვნისაგან. დასკვნების გაკეთებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, როგორც აქამდე არსებულმა საერთაშორისო თუ ადგილობრივმა კვლევებმა, ასევე ჩვენ მიერ გაკეთებულმა დასკვნებმა, რომელსაც დაეფუძნა შემუშავებული რეკომენდაციები.
URI: https://openscience.ge/handle/1/2235
ჩანს კოლექციებში:სამართალმცოდნეობისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Gogi Bolkvadze Samagistro.pdfცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული მმართველობის თავისებურებები საქართველოში567.65 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

381
checked on May 1, 2024

გადმოწერა

1,021
checked on May 1, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.