Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2226
Title: ფინანსური ინსტიტუტების თანამედროვე საკრედიტო პროდუქტები
Authors: ბალაძე, ბიძინა 
Keywords: საბანაკო–საკრედიტო ინსტიტუტები;ფულადი რესურსების გადანაწილება;საბაზრო ეკონომიკa
Issue Date: 2020
Abstract: 
საბაზრო ეკონომიკის გამართული ფუნქციონირება წარმოუდგენელია საბანაკო–საკრედიტო ინსტიტუტების გარეშე. ფულადი რესურსების გადანაწილება ეკონომიკურ სუბიექტებს შორის, კვლავწარმოების ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფისათვის, საინვესტიცო საქმიანობის განხორციელებისათვის, მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისა და სხვა ფინანსური გარიგებების საწარმოებლად მნიშვნელოვანია შესაბამისი საკრედიტო პროდუქტების შემუშავება და მათი მიწოდება საკრედიტო ინსტიტუტების მომხმარებლებზე. შემუშავებული საკრედიტო პროდუქტი ორმაგი სარგებლის მომტანი უნდა იყოს: ერთი, მისი გამოყენებით სარგებელი უნდა მიიღოს თვით საკრედიტო ინსტიტუტმა და მეორე, უნდა მოემსახუროს კრედიტის ამღების მიზანს. საკრედიტო ინსტიტუტების განვითარების ისტორია მრავალი სახის პროდუქტების შექმნის და მისგან მიღებული სარგებლის ინფორმაციას მოიცავს. თითოეული მათგანი ხასიათდება, როგორც უპირატესობებით, ასევე ნაკლოვანებებით. ახალი პროდუქტების შექმნისას სახელმძღვანელოდ უკვე არსებული პროდუქტების შეფასება გამოიყენებოდა. სამაგისტრო ნაშრომი საკრედიტო ინსტიტუტების მიერ განვლილი ისტორიულ გზაზე საკრედიტო პროდუქტების ფორმაციას შეეხება, რომლის პარალელურად განიხილება ქვეყნის ეკონომიკაზე მათი გავლენა და დასაბუთებულია ახალი პროდუქტების შექმნის მიზანშეწონილობა. ჩატარებული კვლევის საფუძველზე ჩამოყალიბებულია წინადადაებები, რომელთა გათვალისწინება ასევე საფუძვლად დაედება მომავალში საკრედიტო სისტემაში ინოვაციების დანერგვა–გამოყენებას.

The proper functioning of a market economy is inconceivable without banking institutions. Allocation of monetary resources amongst economic entities, to provide financial resources for reproduction, to carry out investment activities, to improve the living conditions of the population and to make other financial transactions, it is significant to develop appropriate credit products and deliver them to credit institution customers. The developed credit product should be of double benefit: one, the benefit should be used by the credit institution itself and the second should serve the purposes of the borrower. The history of the development of credit institutions contains information on the creation of many types of products and the benefits derived from them. Each of them is characterized by both advantages and disadvantages. Evaluation of existing products was used as a guide when creating new products. The master's thesis deals with the formation of credit products on the historical path taken by credit institutions, in parallel with which their impact on the country's economy is considered and the feasibility of creating new products is substantiated. Based on the conducted research, proposals have been formulated, the consideration of which will also be the basis for the implementation and use of innovations in the credit system in the future.
URI: https://openscience.ge/handle/1/2226
Appears in Collections:სამაგისტრო ნაშრომები

Files in This Item:
File Description SizeFormat
Bidzina BAladze Samagistro.pdfფინანსური ინსტიტუტების თანამედროვე საკრედიტო პროდუქტები1.08 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

14
checked on Jun 24, 2021

Download(s)

22
checked on Jun 24, 2021

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.