Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2186
Title: დასაქმების პროგრამების ეფექტურობა საქართველოში
Authors: მანელოვი, დენის 
Degree Name: Master of Public Administration
საჯარო მმართველობის მაგისტრი
Degree Discipline: საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: East European Univeristy 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Faculty: იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: დასაქმების პროგრამების როლი
საქართველოს შრომის ბაზარი
დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის ინსტრუმენტები
Issue Date: 2019
Publisher: East European Univeristy 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Abstract: 
დღევანდელ საქართველოში საკმაოდ მწვავე და რთულად მოსაგვარებელი პრობლემა არის უმუშევრობა და მასთან დაკავშირებული საკითხები.დავიწყოთ უმუშევრობის არსის განხილვით. ადამიანი ითვლება უმუშევრად, თუკი ის სასურ -ველ სამუშაოს, სასურველი ანაზღაურებით ვერ პოულობს ადამიანი ითვლება უმუშევრად თუ მას არ აქვს სამუშაოანაზღაურებით. რათქმაუნდა თუ ვამუშავებთ ადამიანებს ისეთ ხელფასზე, რომელიც სასურველზე დაბალია ან თუნდაც უხელფასოდ, მაშინ ყველას დასაქმებას შევძლებთ, რაც ეწინააღმდეგება მიღებულ კანონს.
ახლა, საქართველოში არასასურველი ეკონომიკური მდგომარეობაა, შესაბამი -სად სასურველი ანაზღაურებით სამუშაო ადგილების ნაკლებობაა, ხშირ შემთხვევაში ანაზღაურება საარსებო მინიმუმზე დაბალია, რის შედეგადაც მოქალაქეს უბრალოდ არ უღირს არასასურველ ხელფასზე მუშაობა, რადგან მათ აქვთ სრული თავისუფლე -ბა არჩევანის გაკეთებაში, ცდილობენ სხვა ქვეყანაში იპოვონ სასურველი სამსახური სასურველი ანაზღაურებით, ან საარსებო მინიმუმი მიიღოს სოფელში მიწის დამუშა -ვების, ფერმების განვითარების შედეგად.
NDI-ს (ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი) მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების 67% თვლის, რომ საქართველოში ყველაზე პრობლემური საკითხი არის სამუშაო ადგილების უკმარისობა. NDI-ის კვლევის შედეგმა გვიჩვენა, რომ გამოკითხულთა 67% თავს უმუშევრად თვლის, საქსტატის მიხედვით კი უმუშევრობის დონე 12.5% იყო. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, შევეცადოთ გავარკვიოთ თუ რატომ არის ასეთი სხვაობა ოფიციალური სტატისტიკისა და სოციოლოგიური კვლევების შორის.
ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, თუ რატომ არის ასეთი სხვაობა საქსტატის და სოციოლოგების კვლევების შორის, ხშირ შემთხვევაში მოქალაქე არის დასაქმებული არასასურველ სამსახურში და აქვს დაბალი ხელფასი რითაც ვერ იღებს მისთვის სასურველ შედეგებს და თვლის თავს უმუშევრად, მაგრამ სტატისტიკა ითვლის რეალურ ფაქტებს - ადამიანბი მუშაობენ, მათ აქვთ ხელფასი, შესაბამისად ისინი არიან დასაქმებულები.
URI: https://openscience.ge/handle/1/2186
Appears in Collections:იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
denis manelovi.pdfდასაქმების პროგრამების ეფექტურობა საქართველოში794.32 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

91
checked on Apr 25, 2024

Download(s)

283
checked on Apr 25, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.