Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2145
Title: ბიზნესის გავლენა შრომის ბაზარზე სამუშაო ადგილების რაოდენობასა და ხარისხზე
Authors: ჭიაბერაშვილი, მარიამ 
Advisor: ბიბილაშვილი, ლილი 
Degree Name: Master of the HRM
ადამიანური რესურსების მართვის მაგისტრი
Degree Discipline: ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამა
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: East European Univeristy 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Faculty: ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტი 
Keywords: საქართველოს შრომის ბაზარი
ბიზნესის გავლენა დასაქმების მაჩვენებელზე
COVID–19–ის გავლენა ბიზნესსა და შრომის ბაზარზე
სამუშაო ძალის ხარისხი
Issue Date: 2020
Publisher: East European Univeristy 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Abstract: 
The purpose of this graduation thesis is to analyze the role of business in effective development of labour market. It illustrates the research of demand-supply imbalance and basic challenges in business and labour market. In spite of job availability in Georgia, employment is hindered according to lack of qualification and growing demand in business. This has been an issue in labour market for years. The topic of this thesis is being more pressing considering recent events. Business and labour market are main challenges not only for Georgia, but for the world economy. The goal of research is to demonstrate role of business in increasing job positions and to determine the mutual dependence of business demand and labour market supply while filling job positions. To achieve above cited goal, this thesis reviews research projects about labour market in Georgia and data collection of National Statistics Office of Georgia. Firstly, the thesis reviews statistics to analyze events and procedures within labour market. At the same time, it reveals the role of business in employment based on statistics data. This thesis analyzes labour market research projects by Ministry of Economy and Sustainable Development in 2017-2020. These research projects showed evident imbalance between demand and supply of labour. At the same time, it evaluated standards of most demanded professions and relevant qualifications in Georgia. It particularly focuses on the role of employee as the vital component for business and labour market. Considering the imbalance between demand and supply in Georgia, the qualification of employees is very important which also requires analysis for future perspectives. The research showed main reasons of imbalance between demand and supply. It evaluated the influence of COVID-19 and predictions on labour market. The thesis significantly shows attitude of business representatives to demand-supply issues. Based on the analysis of research results, I came up to the conclusion and relevant recommendations.

სამაგისტრო ნაშრომში წარმოდგენილია ბიზნესის, როგორც შრომის ბაზრის განვითარების ეფექტური მექანიზმის როლი. ასევე, წარმოჩენილია ბიზნესისა და შრომის ბაზრის ძირითადი გამოწვევის, მოთხოვნა–მიწოდების დისბალანსის კვლევა. საქართველოში მიუხედავად სამუშაო ადგილების არსებობისა, მისი შევსება შეფერხებულია დაბალი კვალიფიციური სამუშაო ძალისა და ბიზნესის მზარდი მოთხოვნების გამო. აღნიშნული საკითხი, წლების განმავლობაში შრომის ბაზრის აქტუალური პრობლემაა. ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე ნაშრომში განხილული თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა, რადგან ბიზნესი და შრომის ბაზარი, არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო ეკონომიკის მთავარ გამოწვევად იქცა. კვლევის მიზანია წარმოაჩინოს ბიზნესის როლი სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდაზე და დაადგინოს სამუშაო ადგილების შევსებისას, ბიზნესის მოთხოვნებსა და შრომის ბაზრის მიწოდებას შორის ხარისხობრივი ურთიერთდამოკიდებულება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ნაშრომში შესწავლილია საქართველოში ჩატარებული შრომის ბაზრის შესახებ არსებული კვლევები და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები. პირველ რიგში, შრომის ბაზარზე მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების ანალიზისთვის განხილულია შრომის ბაზრის ზოგადი სტატისტიკა. ამასთან, სტატისტიკურ მონაცემთა საფუძველზე გამოვლენილია ბიზნესის როლის მნიშვნელობა დასაქმების მაჩვენებელში, როგორც საკუთრების ფორმების, ასევე სექტორების მიხედვით. ნაშრომში გაანალიზებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ჩატარებული 2017–2020 წლების შრომის ბაზრის კვლევები, რომელთა საფუძველზე გამოვლინდა სამუშაო ძალის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული მკვეთრი დისბალანსი. ამასთან, გამოიკვეთა საქართველოში მოთხოვნადი პროფესიებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის დონის შეფასება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამუშაო ძალის მნიშვნელობას, როგორც ბიზნესისა და შრომის ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირების აუცილებელ კომპონენტს. საქართველოში მოთხოვნა–მიწოდების დისბალანსის ფონზე, ძალზედ მნიშვნელოვანია სამუშაო ძალის ხარისხი და მისი ანალიზი სამომავლო პერსპექტივების დასახვისთვის. ნაშრომის მიზნიდან გამომდინარე, ჩატარებული თვისებრივი კვლევის საფუძველზე გამოვლინდა მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსის ძირითადი მიზეზები. ასევე, შეფასდა COVID-19-ის გავლენა და პროგნოზი შრომის ბაზარზე. კვლევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამუშაოს მაძიებელთა და ბიზნესის წარმომადგენლების დამოკიდებულებები მოთხოვნა–მიწოდების მიზეზებთან დაკავშირებით. კვლევის შედეგების გაანალიზებისა და საბოლოო განზოგადების საფუძველზე, ნაშრომში ჩამოყალიბებულია დასკვნა და შესაბამისი რეკომენდაციები.
URI: https://openscience.ge/handle/1/2145
Appears in Collections:ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Mariam Chiaberashvili Samagistro.pdfბიზნესის გავლენა შრომის ბაზარზე სამუშაო ადგილების რაოდენობასა და ხარისხზე2.53 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

302
checked on Apr 25, 2024

Download(s)

592
checked on Apr 25, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.