გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2144
სათაური: დისტანციური განათლების გამოწვევები თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში
ავტორები: თედელური, მაგდა 
ხელმძღვანელი: ბარბაქაძე, ირმა 
ხარისხის სახელი: MBA in Finance
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ფინანსებში
სასწავლო პროგრამის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირების (ფინანსები) სამაგისტრო პროგრამა
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: East European Univeristy 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: დისტანციური სწავლება
„ციფრული“ ან „არაციფრული“ „პლატფორმები
მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის დადგენა
დისტანციური სწავლების ეფექტურობის განსაზღვრა
გამოცემის თარიღი: 2020
გამომცემელი: East European Univeristy 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
Distance learning is a form of teaching, which allows pupils and teachers to transfer learning-teaching to “digital” or “nondigital” platforms. It might be as Synchronous, Asynchronous and blended type of model. Its choice based on the desires and abilities of the students and teachers. Flexibility of this teaching represents for the positive side of distance learning. It can be taken at any time and place. With this teaching, it is also possible to decrease time and transportation costs.
In the conditions of the pandemic, the countries of the world faced with despair, to abandon learning and think about the unpredictable future, Spontaneously, distance learning was chosen. It is noteworthy that, Georgia also joined this situation. Since 16 March, Georgian schools stage-by stage move to distance learning model. In the initial days, there were not any central instructions by the government and schools with their human resources (teachers) managed, that face-to-face teaching transfer into the virtual world, so as to consider the national curricula.
It is noteworthy that students and teachers encountered certain kinds of problems during the course of this teaching. In particular, they did not have the Internet and the appropriate equipment in order to carry out teaching-learning.
It is significant to mention that Georgia has little experience in distance learning and this experience helped the education system to ensure teaching- learning process and overall, the semester was successful. Because of this interesting topic, we decided to write our master thesis, on the challenges of distance education in Tbilisi public and private Schools.
The aim of our research was to investigate the effectiveness and challenges of distance learning in selected schools.
The objectives of research are:
• To determine teachers' and pupils' readiness for distance learning, understanding their vision in terms of the difficulties and challenges of the issue.
• To determine the degree of student involvement.
• To determine the effectiveness of distance learning.
• To define the degree of satisfaction with the distance learning process
Research hypothesis is: The level of quality of students' learning decreases with distance learning.
We used so quantitative as qualitative methods for the study.
The results of the study revealed a number of problems. These problems were observed not only in students, also with teachers and in some cases, with parents.

დისტანციური სწავლება არის სწავლების ისეთი ფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლესა და ხელმძღვანელს სწავლა-სწავლება გადაიტანონ „ციფრულ“ ან „არაციფრულ“ „პლატფორმებზე“, იგი შეიძლება იყოს როგორც სინქრონული, ასევე ასინქრონულიც და შერეული ტიპის მოდელის მქონე. მისი არჩევა დამოკიდებულია მოსწავლისა და მასწავლებლის სურვილებიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე. დისტანციური სწავლების დადებით მხარედ ითვლება ამ სწავლების მოქნილობა, მისი მიღება შესაძლებელია სასურველ დროსა და ადგილას, ამ სწავლებით ასევე შესაძლებელია დროისა და ტრანსპორტირების ხარჯების შემცირება.
პანდემიის პირობებში მსოფლიოს ქვეყნები საფრთხის წინაშე დადგნენ, სწავლების მიტოვებასა და არაპროგნოზირებად მომავალზე ფიქრს სპონტანური დისტანციური სწავლება არჩიეს. საგულისხმოა, რომ ამ პროცესს საქართველოც შეუერთდა. საქართველოში 16 მარტის შემდეგ სკოლები ნელ-ნელა გადაეწყვნენ დისტანციური სწავლების რეჟიმზე. პირველ ხანებში ცენტრალური მითითებები სახელმწიფოს მხრიდან არ ყოფილა და სკოლები თავიანთი ადამიანური რესურსით (მასწავლებლებით) ახერხებდნენ, რომ პირისპირ სწავლა გადაეტანათ ვირტუალურ სამყაროში, ისე რომ გაეთვალისწინებინათ ეროვნული სასწავლო გეგმები.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები და მასწავლებლები ამ სწავლების მსვლელობისას წააწყდნენ რიგ პრობლემებს, კერძოდ, მათ არ ჰქონდათ ინტერნეტი და შესაბამისი ტექნიკა, რომლითაც შეძლებდნენ სწავლა-სწავლების განხორციელებას.
საინტერესოა, რომ საქართველოს დისტანციური სწავლების კუთხით აქვს მცირე გამოცდილება და ეს გამოცდილება დაეხმარა განათლების სისტემას იმაში, რომ სწავლის პროცესი გაგრძელდა და სემესტრმა მთლიანობაში წარმატებით ჩაიარა.
სწორედ ამ საინტერესო თემიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი სამაგისტრო ნაშრომი დაგვეწერა, თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში დისტანციური განათლების გამოწვევებზე.
ჩვენი კვლევების მიზანი იყო არჩეულ სკოლებში დისტანციური სწავლების ეფექტურობისა და გამოწვევების შესწავლის გამოკვლევა.
კვლევის ამოცანებია:
• მასწავლებელთა და მოსწავლეთა მზაობის დადგენა დისტანციური სწავლებისათვის, მათი ხედვის გაგება აღნიშნული საკითხის სირთულეებისა და გამოწვევის თვალსაზრისით.
• მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის დადგენა.
• დისტანციური სწავლების ეფექტურობის განსაზღვრა.
• დისტანციური სწავლების პროცესით კმაყოფილების ხარისხის დადგენა.
კვლევის ჰიპოთეზა: მოსწავლეების სწავლის ხარისხის დონე კლებულობს დისტანციური სწავლებისას.
კვლევისთვის გამოვიყენეთ, როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევები.
კვლევის შედეგებიდან გამომდინარე გამოიკვეთა რიგი პრობლემები. აღნიშნული პრობლემები შეინიშნებოდა არა მარტო მოსწავლეებში, არამედ მასწავლებლებსა და რიგ შემთხვევაში, მშობლებში.
URI: https://openscience.ge/handle/1/2144
ჩანს კოლექციებში:ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Magda Tedeluri Samagistro.pdfდისტანციური განათლების გამოწვევები თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში519.91 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

539
checked on May 1, 2024

გადმოწერა

1,926
checked on May 1, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.