Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2120
Title: ინტერპერსონალური ურთიერთობების გავლენა ადმინისტრაციული პერსონალის შრომით კმაყოფილებაზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
Authors: თათანაშვილი, გიორგი 
Advisor: ჯანაშია, სიმონ 
Degree Name: Master of Education
განათლების მეცნიერებების მაგისტრი
Degree Discipline: განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: East European Univeristy 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Faculty: ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტი 
Keywords: შრომითი კმაყოფილება
შრომის ბაზარი
ინტერპერსონალური ურთიერთობები
ადმინისტრაციული პერსონალი
Issue Date: 2020
Publisher: East European Univeristy 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
Abstract: 
Job satisfaction is one of the most important components of the contemporary labor market. According to the opinion which is widely spread in the scientific literature, the job satisfaction of employees is with the strong correlation to the successful functioning and development of the organization but which are the main factors taken into consideration in the context of job satisfaction to increase it? These are the questions that are the main issues for the top-managers in the contemporary world and there is no agreed position of that in the scientific society. There are different opinions regarding the essence of the relationships between interpersonal communication and job satisfaction. It has to be mention that on the one hand, the interpersonal relationships on the working place is the important component of the occupation at work and the internal organizational culture, it covers non-formal and formal relationships among the collaborators, but according to the responding scientific theories, the role of these relationships in terms of job satisfaction differs. Thus, the main goal of the given scientific work is to investigate how the interpersonal relationships affects on the job satisfaction of the administration personal in the highest education centers. In order to gather the important information regarding the essential issues, there has been used the research method of fieldwork – the depth interview. Considering the goals and tasks of the research there has been made 20 interviews according to the discussion plan. As the field of the research has been chosen one private and one state University. The respondents have been chosen according to the so-called “Snowball Principle”. The given answers have been completed according to the topics and with the analysis of the gathered data, there have been distinguished the particular findings. As the results of the research have made it evident the general job satisfaction of the above mentioned respondents is higher than average. For the focus group, the job satisfaction is mainly affected positively by the non-formal interpersonal relationships. As for the formal interpersonal relationships, there is no positive feedback from the respondents about the exchanging process of the business information in the workplace. In addition, one of the most important findings of the research is following: the vertical interpersonal relationships have specific meaning towards the lower layer of the collaborators in terms of working motivation and enthusiasm which are strongly correlated with the general job satisfaction

შრომითი კმაყოფილება თანამედროვე შრომის ბაზრის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. სამეცნიერო ლიტერატურაში გავრცელებული აზრით, დასაქმებულთა შრომითი კმაყოფილება ძლიერ კორელაციაშია ორგანიზაციის წარმატებით ფუნქციონირებასა და განვითარებასთან, თუმცა უშუალოდ რომელი გარემო-ფაქტორების გათვალისწინებით დგება, მომუშავე ინდივიდთან, შრომითი კმაყოფილება, როგორც შედეგი და როგორ უნდა იზრუნოს დამსაქმებელმა ორგანიზაციამ თანამშრომლების შრომითი კმაყოფილების ამაღლებაზე? ეს არის კითხვები, რომლებიც მმართველი რგოლის მენეჯერებს განსაკუთრებით აწუხებთ თანამედროვე სამყაროში და რომელთა დაკავშირებითაც სამეცნიერო საზოგადოებაში რაიმე შეთანხმებული პოზიცია არ არსებობს. არაერთგვაროვანი აზრია გავრცელებული, მათ შორის, ინტერპერსონალურ ურთიერთობებისა და ზოგადი შრომითი კმაყოფილების ურთიერთმიმართების რაობასთან დაკავშირებითაც. თავის მხრივ, ინტერპერსონალური ურთიერთობები სამუშაო ადგილზე, სამსახურეობრივი საქმიანობის და შიდა ორგანიზაციული კულტურის მნიშვნელოვანი კომპონენტია და თავის თავში მოიაზრებს, არაფორმალურ და საქმიან ურთიერთობებს თანამშრომლებს შორის, თუმცა შესაბამისი სამეცნიერო თეორიების მიხედვით, ამ ურთიერთობების როლი შრომით კმაყოფილებასთან მიმართებაში არა ერთმნიშვნელოვანია. შესაბამისად, წონამდებერარ სამაგისტრო ნაშრომის მიზანია გამოიკვლიოს თუ როგორ ზემოქმედებს ინტერპერსონალური ურთიერთობები ადმინისტრაციული პერსონალის შრომით კმაყოფილებაზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. საკითხთან დაკავშირებით შინაარსობრივი და მეტ-ნაკლებად ამომწურავი ინფორმაციის შესაგროვებლად, კვლევის ფარგლებში გამოყენებულ იქნა თვისებრივი კვლევის მეთოდი - სიღრმიესული ინტერვიუ. კვლევის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, წინასწარ შემუშავებული სადისკუსიო გეგმის მიხედვით ჩატარდა 20 ინტერვიუ. საკვლევ ველად განისაზღვრა ერთი კერძო და ერთი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. რესპონდენტები შეირჩა „თოვლის გუნდის პრინციპით.“ მიღებული პასუხები დამუშავდა თემატურად და შეგროვებული მონაცემების ანალიზით გამოიკვეთა ძირითადი კვლევითი მიგნებები. როგორც კვლევის შედეგებმა ცხადყო, ზოგადი შრომითი კმაყოფილება გამოკითხულ რესპონდენტებში საშუალოზე მაღალია. სამიზნე ჯგუფისთვის, სამსამხურის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მდგენელს არაფორმალური ინტერპერსონალური ურთიერთობებით კმაყოფილება წარმოადგენს. რაც შეეხება საქმიან ინტერპერსონალურ ურთიერთებობს, გამოკითხულ რესპონდენტებში, სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებს შორის საქმიანი ინფორმაციის მიმოცვლის პროცესი დადებითად არ ფასდება. გარდა ამისა, კვლევის მნიშვნელოვან მიგნებას წარმოადგენს, ვერტიკალური ინტერპერსონალური ურთიერთობების განსაკუთრებული როლი დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაო მოტივაციისა და ენთუზიაზმის ამაღლების კუთხით, რაც პირდაპირ კავშირშია შრომით კმაყოფილებასთან
URI: https://openscience.ge/handle/1/2120
Appears in Collections:ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Giorgi Tatanashvili Samagistro.pdfინტერპერსონალური ურთიერთობების გავლენა ადმინისტრაციული პერსონალის შრომით კმაყოფილებაზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში920.98 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

233
checked on Apr 16, 2024

Download(s)

173
checked on Apr 16, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.