გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2096
სათაური: ქართული სამხედრო ძალების როლი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში
ავტორები: ქურდაძე, ანა 
ხარისხის სახელი: Master of International Relations
საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Tbilisi Open University 
თბილისის ღია უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: School of Humanitarian and Social Science 
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა 
საკვანძო სიტყვები: გლობალური პოლიტიკა
უსაფრთხოების საკითხი
სამშვიდობო ოპერაციები
სამხედრო კამპანიები
ნატოში გაწევრიანება
გამოცემის თარიღი: 2020
გამომცემელი: Tbilisi Open University 
თბილისის ღია უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
In the midst of current events and challenges of global politics, the question of security becomes increasingly important. For many countries around the world, peacekeeping operations, military campaigns and other, are very important.
For numerous countries, the United Nations and NATO remain a non-competitive resource, due to the fact that these organizations are associated with peace, perspective of war prevention, protection of territorial integrity and stability.
The work aims to demonstrate involvement of Georgia in peacekeeping missions. In the countries like Kosovo, Afghanistan, Iraq, Mali and Central African Republic, peacekeeping missions are needed because local government forces have failed to address the challenges. Georgia, as well as many countries around the world, constantly struggle to maintain sovereignty and aspire to become a member of the North Atlantic Alliance, which would mean becoming the part of security system. The aim of the work is to show the benefits of our country by participating in them.
NATO membership is one of the most important issues for such a small country like Georgia, nevertheless the alliance has the most difficult conditions for applicant countries. The strength of the alliance is based on strong military potential.
The work describes Georgia's efforts to establish itself on world battlefield and attempts of the country to contribute to the strengthening of the world security. Today, Georgia is clearly fulfilling its obligations to the Alliance, which as a result deepens its practical cooperation.
The work also shows NATO-Georgia relations in terms of military-political cooperation.

გლობალურ პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებისა და გამოწვევების ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება უსაფრთხოების საკითხი. მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოებული სამშვიდობო ოპერაციები, სამხედრო კამპანიები და ა.შ.
მრავალი ქვეყნისათვის გაერო და ნატო რჩება უალტერნატივო გამოსავლად, რადგან ისინიასოცირდებიან მშვიდობასთან, ომის თავიდან აცილების პერსპექტივასთან, ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა და სტაბილურობასთან.
ნაშრომი მიზნად ისახავს წარმოაჩინოს საქართველოს ჩართულობა სამშვიდობო მისიებში. ისეთ ქვეყნებში როგორიცაა:კოსოვო, ავღანეთი, ერაყი, მალი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, საჭირო გახდა სამშვიდობო მისიების მივლენა, რადგან ადგილობრივი ხელისუფლებისძალებით ვერ მოხერხდა არსებული გამოწვევების მოგვარება.
საქართველოს, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანას, მუდმივი ბრძოლა უწევს სუვერენიტეტის შესანაჩუნებლად და ის მიისწრაფვის გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და ასევე უსაფრთხოების სისტემის ნაწილი. თემის მიზანია წარმოაჩინოსთუ რა სარგებელს იღებს ჩვენი ქვეყანა მათში მონაწილეობის მიღებით.
ნატოში გაწევრიანება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი პატარა ქვეყნისთვის, მაგრამალიანსს ურთულესი პირობები აქვს მსურველი ქვეყნებისთვის. ალიანსის სიძლიერის საფუძველი მძლავრი სამხედრო პოტენციალია.
ნაშრომში აღწერილია საქართველოს ძალისხმევა მსოფლიო ასპარეზზე თავის დასამკვიდრებლად. ქვეყნის მცდელობა, რათა წვლილი შეიტანოს მსოფლიო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.საქართველო დღესდღეობით პირნათლად ახორციელებს დაკისრებულ ვალდებულებებს ალიანსის წინაშე, რის შედეგადაც პრაქტიკული თანამშრომლობა უფრო და უფრო ღრმავდება.
თემაში ასევე საუბარია ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის კუთხით.
URI: https://openscience.ge/handle/1/2096
ჩანს კოლექციებში:ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Ana Kurdadze Samgistro.pdfქართული სამხედრო ძალების როლი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში620.82 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

235
checked on Jul 17, 2024

გადმოწერა

1,461
checked on Jul 17, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.