გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2061
სათაური: შეიარაღებული ძალები მშვიდობიანობის დროს
ავტორები: მემანიშვილი, ვახტანგი 
ხარისხის სახელი: Master of International Relations
საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Tbilisi Open University 
თბილისის ღია უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: School of Humanitarian and Social Science 
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა 
საკვანძო სიტყვები: შეიარაღებული ძალები
საქართველოს შეიარაღებული ძალების არქიტექტურა,
თავდაცვის ძალები
ევრო-ატლანტიკურ სტანდარტები
გამოცემის თარიღი: 2020
გამომცემელი: Tbilisi Open University 
თბილისის ღია უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The Armed Forces are an important institution of the state and society which have the functions of protection and support. Most of the world's Armed Forces are organized according to similar principles and methods, even when they clearly produce antagonistic impressions. The vast majority of Armed Forces in the Euro-Atlantic space countries are identical, with the exception of minor differences. The similarity in the structure and architecture not only of the friendly and coalition forces, but also of the Armed Forces of the opposing countries, is due to the fact that threats from specific regions can not go unanswered. The term "Armed Forces" may be changed or replaced, but the normal functioning of the State is, in fact, impossible without the institution performing its function. In the case of our country, the duties of the Armed Forces are fully integrated by the defense forces and their headquarters. Accordingly, in the paper presented, which discusses the architecture of the Georgian Armed Forces, the term "Defense Forces" is equivalent to the term "Armed Forces." For its part, the structure of the Georgian Defense Forces and the organization's issues are in line with Euro-Atlantic standards and are based on the principles of the United States Armed Forces at both the tactical, operational and strategic levels. Like the world's leading Armed Forces, the Georgian Defense Forces are active in both peace and war and are actively engaged in international peacekeeping operations.
The activities of the Armed Forces shall be distributed to the relevant departments, which shall increase the mobility and efficiency of the Agency. The majority of the world's Armed Forces are divided into eight departments and are also entitled to subordinate any defense, security and law enforcement agencies in the event of appropriate circumstances. As a rule, the Armed Forces are based on the principle of mobility in three areas, namely air, water and land. However, the quantitative or spatial increase of these three spaces is demonstrated by the global challenges of the world. In particular, in the 21st century, there may be a need for the existence of family structures acting in space or in virtual space, and special steps are being taken in this direction by the Armed Forces of the super-powers...

შეიარაღებული ძალები არის სახელმწიფოსა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რომელსაც აკისრია დაცვისა და მხარდაჭერის ფუნქციები. მსოფლიო შეიარაღებული ძალების უმეტესობა ორგანიზებულია მსგავსი პრინციპებითა და მეთოდებით იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ისინი აშკარად ანტაგონისტურ შტაბეჭდილებებს ტოვებენ. ევრო-ატლანტიკური სივრცის ქვეყნების შეიარაღებული ძალების აბსოლუტური უმეტესობა უმნიშვნელო განსხვავებების გამოკლებით, იდენტურია. არამარტო მეგობრული და კოალიციური ძალების, ასევე მოწინააღმეგე ქვეყნების შეიარაღებული ძალების სტრუქტურისა და არქიტექტურის მსგავსება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ კონკრეტული სფეროებიდან მომავალი საფრთხეები არ შეიძლება დარჩეს პასუხგაუცემელი. ტერმინი „შეიარაღებული ძალები“ შესაძლოა იყოს შეცვლილი ან ჩანაცვლებული, თუმცა სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირება აღნიშნული ან მისი ფუნქციის შემსრულებელი ინსტიტუტის გარეშე, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში, შეიარაღებული ძალების მოვალეობებს სრულად ითავსებს თავდაცვის ძალები და მისი მართვის შტაბი. შესაბამისად, წარმოდგენილ ნაშრომში, რომელშიც განხილულია საქართველოს შეიარაღებული ძალების არქიტექტურა, ტერმინი „თავდაცვის ძალები“ გაიგივებულია ტერმინ „შეიარაღებულ ძალებთან“. თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურა და ორგანიზაციის საკითხები შესაბამისობაშია ევრო-ატლანტიკურ სტანდარტებთან და ეფუძვნება ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების პრინციპებს, როგორც ტაქტიკურ, ისე ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეზე. ისევე როგორც მსოფლიოს მოწინავე შეიარაღებული ძალები, საქართველოს თავდაცვის ძალები აქტიურ საქმიანობას ეწევა, როგორც მშვიდობიანობის ისე ომიანობის დროს და ასევე, აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო მშვიდობის მხარდამჭერ ოპერაციებში. შეიარაღებული ძალების საქმიანობა განაწილებულია გვარეობრივ დეპარტამენტებზე, რომლებიც ზრდიან უწყების მობილურობისა და ეფექტურობის ხარისხს. მსოფლიოში არსებული შეიარაღებული ძალების უმეტესობა დაყოფილია რვა გვარეობრივ დეპარტამენტად და, ამას გარდა, უფლებამოსილია შესაბამისი გარემოებების არსებობისას დაიქვემდებაროს ნებისმიერი დაცვის, უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ორგანოები. როგორც წესი, შეიარაღებული ძალები ემყარება სამ სივრცეში მობილურობის პრინციპს, ესენია: ჰაერი, წყალი და მიწა. თუმცა მსოფლიოს გლობალური გამოწვევები ცხადჰყოფს, აღნიშნული სამი სივრცის რაოდენობრივ ან სივრცით გაზრდას. კერძოდ, 21-ე საუკუნეში შესაძლოა დადგეს კოსმოსური ან ვირტუალურ სივრცეში მოქმედი გვარეობის არსებობის აუცილებლობა და ამ მიმართულებით ზესახელმწიფოების შეიარაღებული ძალები კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ...
URI: https://openscience.ge/handle/1/2061
ჩანს კოლექციებში:ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Vakhtang Memanishvili Samagistro.pdfშეიარაღებული ძალები მშვიდობიანობის დროს512.79 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

222
checked on Jul 17, 2024

გადმოწერა

628
checked on Jul 17, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.