Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1961
Title: ტრეფიკინგის სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტები
Authors: გოგრიჭიანი, ხატი 
Advisor: ფუტკარაძე, ედიშერ 
Degree Name: Master of Law in Criminal Law
სამართლის მაგისტრი სისხლის სამართალში
Degree Discipline: სისხლის სამართალი
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Guram Tavartkiladze Tbilisi Teaching University 
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
სამართლის ფაკულტეტი 
Keywords: ტრეფიკინგი
სისხლის სამართლის კოდექსი
Issue Date: 2020
Publisher: Guram Tavartkiladze Tbilisi Teaching University 
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი 
Abstract: 
The population of Georgia has been informed about the crime that is called human trafficking in modern international law through the seminars and trainings, fliers issued by various international or local non-governmental organizations, by television, mass-media or other means of information for already several years. This crime is called “modern slavery” as well and it has its historical roots and has not started in the twenty first century. Though, current international events concerning destruction of Soviet Union for last decades, have encouraged its development significantly.
Opening the borders, economically developed countries have been attacked by a large stream of emigrants from countries of East Europe and former Soviet Union with the expectations of well-paid jobs and better living conditions. So the human trafficking has acquired unprecedented scales.
At present the above-mentioned crime takes the third place in the world with its seriousness of offence, spreading area, amount of illegal income, drugs and arms trade.
The major reason of increasing trafficking is its profitability. This is a group crime in which quite influential organizations are involved in most cases. One of the several reasons is insufficient information in this field and also social condition of a human.
Based on the research goals, the peculiarities of the articles of Criminal Law Code of Georgia are discussed in the work, which provides amenabilities for human trading and minors’ trafficking as well. The issues of amenability for using service of trafficking victims are focused on in this work.
Human trafficking is complicated many-sided crime; its reasons, contributing factors and preventive measures are criminological problem. The above-mentioned problem requires extensive discussion though we discuss it here shortly.

უკვე რამდენიმე წელია, რაც ტელევიზიით, პრესითა თუ ინფორმაციის სხვა საშუალებებით, სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოცემული ბროშურებითა და ჩატარებული სემინარებისა და ტრეინინგების მეშვეობით საქართველოს მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია იმ დანაშაულის შესახებ, რომელსაც თანამედროვე საერთაშორისო სამართალში ადამიანების ტრეფიკინგი ეწოდება. დანაშაულის ამ ფორმას, რომელსაც სხვაგვარად „თანამედროვე მონობადაც“ მოიხსენიებენ, ღრმა ისტორიული ფესვები აქვს და ის ოცდამეერთე საუკუნეში არ აღმოცენებულა. თუმცა, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე საერთაშორისო მოვლენებმა, რომლებიც საბჭოთა სივრცის დაშლას უკავშირდებოდა, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მის განვითარებას. საზღვრების გახსნასთან ერთად, ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებს, კარგად ანაზღაურებადი სამუშაოსა და ცხოვრების უკეთესი პირობების მოლოდინში, აღმოსავლეთ ევროპიდან და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ემიგრირებულთა დიდი ნაკადი მიაწყდა, რამაც ადამიანების ტრეფიკინგს მანამდე არნახული მასშტაბები შესძინა. დღესდღეობით აღნიშნული დანაშაული, თავისი სიმძიმითა და გავრცელების არეალით, აგრეთვე მისგან მიღებული უკანონო შემოსავლების ოდენობით, ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობის შემდეგ მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს.
ტრეფიკინგის გახშირების მთავარი მიზეზი მისი მომგებიანობაა. ეს არის ჯგუფური დანაშაული, სადაც ხშირ შემთხვევაში ჩართულები არიან საკმაოდ გავლენიანი ორგანიზაციები. ტრეფიკინგის მიზეზი შეიძლება გახდეს ასევე არასაკმარისი ინფორმაცია ამ სფეროში და ადამიანის სოციალური მდგომარეობა.
კვლევის მიზნებიდან გამომდინარე ნაშრომში განხილულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლების ზოგიერთი თავისებურება, რომლებიც პასუხისმგებლობას აწესებენ როგორც ადამიანით ვაჭრობისათვის, ისე არასრულწლოვნის ტრეფიკინგისათვის. ყურადღება აქვს დათმობილი ტრეფიკინგის მსხვერპლის მომსახურებით სარგებლო¬ბისათვის პასუხისმგებლობის დაწესების საკითხის განხილვას. ადამიანების ტრეფიკინგი რთული, მრავალმხრივი დანაშაულია, რომლის მიზეზების, ხელშემწყობი პირობებისა და თავიდან აცილების პრობლემა რთული, მრავალმხრივი კრიმინოლოგიური პრობლემაა. გასაგებია, რომ აღნიშნული პრობლემა ვრცელ მსჯელობას მოითხოვს, ხოლო ჩვენ ამ პრობლემას მოკლედ განვიხილავთ.
URI: https://openscience.ge/handle/1/1961
Appears in Collections:სამართლის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
hati Gogrichiani Samagistro.pdfტრეფიკინგის სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტები969.93 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

226
checked on May 3, 2024

Download(s)

677
checked on May 3, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.