Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1923
Title: პირდაპირი გადასახადების დაბეგვრის მეთოდოლოგია საქართველოს მაგალითზე
Authors: ანთაძე, მიხეილ 
Degree Name: Master of Business Administration
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
Degree Discipline: ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Tbilisi Open University 
თბილისის ღია უნივერსიტეტი 
Faculty: School of Business and Engineering 
ბიზნესის და ინჟინერიის სკოლა 
Keywords: პირდაპირი გადასახადების გადახდის კულტურა
საგადასახადო სისტემა
საშემოსავლო გადასახადი
ქონების გადასახადი
Issue Date: 2019
Publisher: Tbilisi Open University 
თბილისის ღია უნივერსიტეტი 
Abstract: 
სამაგისტრო ნაშრომი „პირდაპირი გადასახადების დაბეგვრის მეთოდოლოგია საქართველოს მაგალითზე“ - განხილულია პირდაპირი გადასახადების გადახდის კულტურა და განვითარების ისტორია საქართველოში. რა მნიშვნელობა აქვს გადასახადის გადახდას, რამდენად გამარტივებული და გადასახადის გადამხდელზე მორგებული (ლოიალური და ხელშემწყობი) საგადასახადო სისტემა ყალიბდება.
ნაშრომში გაანალიზებულია პირდაპირი გადასახადის მნიშვნელობა და როლი ქვეყნის ეკონომიკისთვის. სახელმწიფოს მიერ გატარებული სწორი საგადასახადო - საბიუჯეტო პოლიტიკა ქვეყნის არსებობისა და განვითარების მყარ საფუძველს წარმოადგენს. ბიუჯეტის ფორმირება დამოკიდებულია სახელმწიფოში მოქმედ საგადასახადო სისტემის თეორიულ - მეთოდოლოგიურ ბაზისზე, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს ბიზნესის საგადასახადო ადმინისტრირების პროცესის განხორციელების საფუძველს. დაბალანსებული საგადასახადო ადმინისტრირების პროცესი უწყობს ხელს სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებას და იმ საგადასახადო ურთიერთობების დარეგულირებას, რომელიც ყალიბდება საგადასახადო ორგანოებსა და გადასახადის გადამხდელებს შორის დაბეგვრის პროცესში.
გარდამავალი ეკონომიკის პირობებში მყოფი ქვეყნისათვის აღნიშნული ურთიერთობების რეგულირების პროცესი კიდევ უფრო მწვავეა და წინააღმდეგობრივი, რაც უპირველეს ყოვლისა საზოგადოების დაბალი საგადასახადო კულტურითაა განპირობებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ბიზნესის საგადასახადო ადმინისტრირება, როგორც საგადასახადო სისტემის უმნიშვნელოვანესი ელემენტი, იძენს მეტ აქტუალობას. საგადასახადო ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საკითხები, ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ - ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებების პარალელურად, მუდმივად საჭიროებს სრულყოფას. შესაბამისად, აღნიშნული საკითხების კვლევა და მეცნიერული სიახლეების ძიება უწყვეტად უნდა მიმდინარეობდეს...
URI: https://openscience.ge/handle/1/1923
Appears in Collections:ბიზნესის და ინჟინერიის სკოლა (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Mikheil Antadze Samgistro .pdfპირდაპირი გადასახადების დაბეგვრის მეთოდოლოგია საქართველოს მაგალითზე570.96 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

235
checked on Apr 26, 2024

Download(s)

956
checked on Apr 26, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.