Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1915
Title: ქონების გადასახადი და მისი ადმინისტრირების მეთოდები
Authors: გელაშვილი, ონისე 
Advisor: ურიდია, გონერ 
Reviewer: ჩიქოვანი, ელენე 
Degree Name: Master of Business Administration
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
Degree Discipline: ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Tbilisi Open University 
თბილისის ღია უნივერსიტეტი 
Faculty: School of Business and Engineering 
ბიზნესის და ინჟინერიის სკოლა 
Keywords: ქონების გადასახადი
მიწის გადასახადი
Issue Date: 2019
Publisher: Tbilisi Open University 
თბილისის ღია უნივერსიტეტი 
Abstract: 
This summary briefly describes the topics related to the property and its taxation, which will be further discussed in the thesis.
Usually, when we mention property, it is mainly understood as the real estate, which is the subject of taxation and is owned by the individual, enterprise/organization, etc. However, land is also considered to be a type of a property, which consists of the following categories: agricultural areas, croplands, hayfields, ranchlands, homestead land, etc.
Location of the property, which is the subject of taxation, is determined in accordance with the legislation. Therefore, it should be defined who are those required to pay taxes. Based on the legislation, those who are liable to pay property taxes are the following: resident enterprise/organization on the assets registered as their main production means or as investment objectives; non-resident enterprise or individual, for the property they own on the Georgian territory.
After defining the term “property” and clarifying who is the one liable to pay property tax, it is important to explain how certain tax rate applies. For the enterprises and organizations, property tax rate per year consists of no more than 1 percent, however, in case of individuals, it is determined based on the income received by their family during one fiscal year. For example, if the income of the person liable to pay taxes, does not exceed 100000 Georgian Lari, rate consists of no less than 0.05 and no more than 0.02 percent; however, if the family income exceeds 100000 Georgian Lari, rate will be no less than 0.8 and no more than 1 percent. Moreover, it should be noted that land tax rate is determined according to the administrative and territorial units and is calculated based on each 1 hectare in Georgian Lari.
In order to move to the next important stage, which is paying taxes and submitting declaration, firstly, we need to clarify how property tax is calculated and paid, as well as what are the mandatory dates for performing these activities. Enterprise/organization submits property tax declaration and pays tax no later than 1st of April on each calendar year, however, in case of land, which is the subject of taxation – no later than 15th of November. In case of the individuals, property and land taxes should be covered no later than 15th of November of each calendar year. In addition to that, there are cases when tax payers, mentioned above, are released from taxes. Such cases include: family income of the individual is no more than 40000 Georgian Lari, biological asset, asset received through financial leasing from the Georgian resident, land which is attached to the medical institution, etc, which will be discussed further below in the text.
Due to the fact that property tax exists in every country, opinions about property tax hampering economic growth of the country have been emerged in the societies. Therefore, people started thinking that the same item, in this particular case – property, should not be subject of taxation multiple times. Such kind of action, from their perspective, cannot be perceived as correct, because it is the result of the work which has been done in the past, and thus, it is no longer step forward, but backwards instead.
And lastly, what are the methods used by the tax authorities against the individuals when dealing with the paying official tax debts and what are the sanctions, which will be imposed to them, will be further discussed in the thesis.

წინამდებარე რეზიუმეში მოკლედ არის გადმოცემული შინაარსი ქონებასა და ქონების გადასახადებთან დაკავშირებულ იმ საკითხებზე, რომლებზეც უფრო ვრცლად საუბარი იქნება უშუალოდ ნაშრომში.
ჩვეულებრივ, როდესაც სიტყვა ქონებას ვახსენებთ, მასში მოიაზრება ის დასაბეგრი ქონება, რომელსაც ფლობს ფიზიკური პირი, საწარმო/ორგანიზაცია და ა.შ. თუმცა, ამასთანავე, დასაბეგრ ქონებას მიეკუთვნება მიწა. მიწა შეიძლება იყოს: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, სახნავი, სათიბები, საძოვრები, საკარმიდამო და სხვა.
დასაბეგრი ქონების ადგილსამყოფელი განისაზღვრება იმის მიხედვით თუ სად არის რეგისტრირებული ეს ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით. აქედან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს ის თუ ვინ არიან ამ გადასახადის გადამხდელები. ქონების გადასახადის გადამხდელები არიან: რეზიდენტი საწარმო /ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშვალებებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე; არარეზიდენტი საწარმო საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ქონებაზე და ფიზიკური პირი მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე.
ცნება „ქონებისა“ და „ქონების გადასახადის გადამხდელის“ განსაზღვრის შემდეგ, მნიშვნელოვანია განიმარტოს თუ რა განაკვეთებით ხდება მათი დაბეგვრა. საწარმოსათვის და ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს დასაბეგრი ქონების არა უმეტეს 1 პროცენტს, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში იგი განისაზღვრება მისი ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით. მაგალითად, თუ გადასახადის გადამხდელი პირის ოჯახის შემოსავალი არ ცდება 100000 ლარს, განაკვეთი შედგება არანაკლებ 0.05 და არაუმეტეს 0.02 პროცენტისა, ხოლო თუ მისი ოჯახის შემოსავალი გადააჭარბებს 100000 ლარს, განაკვეთი შეადგენს არანაკლებ 0.8 პროცენტს და არაუმეტეს 1 პროცენტს.
ამას გარდა, არ უნდა გამოგვრჩეს ისიც რომ მიწაზე ქონების გადასახადი განისაზღვრება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით, და დგინდება მისი 1 ჰექტარზე გაანგარიშებით ლარში.
იმისათვის, რომ გადავიდეთ შემდეგ უმნიშვნელოვანეს საფეხურზე - გადასახადის გადახდა და დეკლარირების წარდგენა, უნდა განიმარტოს როგორ ხდება ქონების გადასახადის გამოანგარიშება და გადახდა, ასევე, რა ვადებში წარმოეშობათ მათ ქონების გადასახადის გადახდისა და დეკლარირების ვალდებულება. საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას წარუდგენს და გადასახადს იხდის არაუგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა, ხოლო დასაბეგრ მიწაზე არაუგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა. ფიზიკური პირის შემთხვევაში ქონების და მიწის გადასახადის გადახდა ხდება არაუგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
ამას გარდა, არსებობს შემთხვევები, როდესაც ზემოთნახსენები პირები ამ გადასახადისაგან გათავისუფლებული არიან და არ ევალებათ მისი გადახდა. ამის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს ისეთი შემთხვევები, როგორიცაა: ფიზიკური პირის ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი არ აღემატება 40000 ლარს; ბიოლოგიური აქტივი; საქართველოს რეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონება; სამედიცინო დაწესებულებაზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი და სხვა, რომლებზეც უფრო ვრცლად ქვემოთ მოყვანილ ტექსტში გვექნება საუბარი.
იქიდან გამომდინარე, რომ ქონების გადასახადი ყველა ქვეყანაში არსებობს, საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ ის აფერხებს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპებს. მაშასადამე, ხალხი მიიჩნევს, რომ არ შეიძლება ერთი და იგივე საგნის, ამ შემთხვევაში ქონების, რამდენჯერმე დაბეგვრა. ამგვარი ქმედება, მათი თვალთახედვით, არასწორია, რადგან იგი წარსული შრომის შედეგია და უკვე იგი არის არა მომავლისკენ, არამედ წარსულში გადადგმული ნაბიჯი, რომელიც მათ წინსვლას აფერხებს და უკან დახევისკენ უბიძგებს. ყოველივე ეს კი საზოგადოების ამ ნაწილისთვის არც თუ ისე მისასალმებელია.
და ბოლოს, საუბარი უფრო ვრცლად იმის შესახებ თუ რა მეთოდებს მიმართავს საგადასახადო ორგანო აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ფარგლებში პირის წინააღმდეგ და რა სანქციები დაეკისრებათ მათ ამ შემთხვევაში, ქვემოთ მოყვანილ ტექსტში გვექნება.
URI: https://openscience.ge/handle/1/1915
Appears in Collections:ბიზნესის და ინჟინერიის სკოლა (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Onise Gelashvili Samagistro.pdfქონების გადასახადი და მისი ადმინისტრირების მეთოდები506.12 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

278
checked on Apr 26, 2024

Download(s)

844
checked on Apr 26, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.