Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1908
Title: საქართველოს სატრანზიტო გადაზიდვების ზრდის შესაძლებლობები
Authors: თოლორაია, მამუკა 
Keywords: საქართველოს სატრანზიტო გზები;სატრანზიტო გადაზიდვები;საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა
Issue Date: 2019
Abstract: 
სადიპლომო ნაშრომი „საქართველოს სატრანზიტო გადაზიდვების ზრდის შესაძლებლობები“ შესრულებულია თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში ქართულ ენაზე. მოიცავს კომპიუტერზე აკრეფილ 57 გვერდს. ნაშრომი შედგება შესავლის, ზოგადი ნაწილის და დასკვნისაგან. ასევე მოიცავს მსჯელობებს, კვლევებს; თან ერთვის გამოყენებული ლიტერატურის სია, დანართები, სურათები, ცხრილები და დიაგრამები.
ნაშრომის შესავალში ასახულია განხილული თემის აქტუალობა. საქართველოს სატრანზიტო გზების მნიშვნელობა ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩატარებულ კვლევის მეთოდები და მეთოდოლოგია, კვლევის მიზანი.
ნაშრომი შედგება 6 თავის, შესავლისა და დასკვნისაგან. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს გეპოპოლიტიკური მდებარეობა დასაბამიდანვე მნიშვნელოვანი იყო სატრანზიტო გადაზიდვების არსებობისათვის ძირითადი პირველი თავი მოიცავს იმფორმაციის ზოგად მიმოხილვას საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობისა და ტრანზიტული გადაზიდვების შესახებ. მოცემულ თავში დაწვრილებით არის აღწერილია ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა და მისი ხელშემწყობი პირობები ამ მდებარეობის გათვალისწინებით; აქვე გვხვდება განმარტება იმისა, თუ რას წარმოადგენს ტრანზიტი და საქართველოს რეგულაციები ტრანზიტული ტვირთის გადაზიდვებში. მეორე თავი მოიცავს საქართველოს სატრანზიტო გადაზიდვების ისტორიულ მიმოხილვას უძველესი წარსულიდან დღევანდელ დღემდე. აქ გადიოდა უმნიშვნელოვანესი საქარავნო გზები (აბრეშუმის გზა) აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. დროთა განმავლობაში საქართელოს ეკონომიკის ზრდასთან ერთად სახელმწიფო სტრუქტურები ზრუნავენ გააფართოვონ საქართველოს, როგორც ტრანსკავკასიური კორიდორის ფუნქცია. იგი უმოკლესი გამავალი გზაა, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს ერთმანეთთან. ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი რესურსი იმისა, რომ ხორციელდებოდეს ბევრად მეტი სატრანზიტო გადაზიდვები, რაც სახელმწიფოს მოუტანდა დიდ ეკონომიკურ ზრდას. ზემო ხსენებულიდან გამომდინარე შემდეგ თავში განხილული მაქვს საქართველოს სატრანზიტო ლოჯისტია. ქვეყნის სატრანსპორტო-ლოჯისტიკური სექტორი მოიცავს საზღვაო, სარკინიგზო, საგზაო-საავტომობილო და საჰაერო სისტემებს, რომლებსაც შესაბამისი დატვირთვა გააჩნიათ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალის წარმოჩენაში. მეოთხე თავში განხილულია სატრანზიტო გადაზიდვების საერთაშორისო რეიტინგი და საქართველოს მდებარეობა ამ რეიტინგში. 2016-2017 წლებში ჩატარებული რეიტინგული კვლევსი მიხედვით, კვლევაში მონაწილე 138 ქვეყანას შორის საქართველოს 59 ე ადგილი უჭირავს. მეხუთე თავში წარმოდგენილია კომპანიები, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ანხორციელებენ სატრანზიტო გადაზიდვებს. ეს კომპანიებია: მაერსკ საქართველო, კატონი ენდ კომპანია ჯორჯია, სილქ როუდ ჯგუფი, Mediterranean Shipping Company, Forward Line. თითოეულ ქვეთავში განხილულუა კომპანიების დადებითი და უარყოფითი მხარეები და ტვირთის გადაზიდვის რა საშუალებებს იყენებენ ისინი. მეექვსე თავი შესაძლოა ჩაითვალოს ნაშრომის ძირითად თავად, იქიდან გამომდინარე, რომ იგი თავს უყრის ყველა ზემოხსენებულ იმფორმაციას; ასევე თავი მოიცავს კვლევებისა და ანალიზის საფუძველზე მიღებული იმფორმაციის გადამუშავებაისას შემუშავებულ დასკვნებს საქართველოს სატრანზიტო გადაზიდვების ზრდის შესაძლებლობების შესახებ.

This paper "The possible growth of Georgian Transit shipments" is written in Tbilisi Open University in Georgian. It includes 57 pages typed on the computer. The work consists of the introduction, general part, and a conclusion. It also includes discussions, research; Includes a list of used literature, attachments, images, tables and diagrams.
The introduction of the paper reflects the current interests of the discussed topic. The importance of Georgia's transit routes in economic terms, the methodology of conducted research conducted, the purpose of the research.
Paper consists of 6 chapters, introduction and conclusion. The geopolitical location of Georgia always played an important role from the start, this is the reason the first chapter is dedicated to giving you the general overview of Georgia's geopolitical location and transit transportation.
This chapter describes the geopolitical location of the country and its favorable conditions in view of this location; Here is suggested the definitions of transit and the regulation of transit cargo in Georgia.
The second chapter contains the historical overview of Georgia's transit from an ancient past to today.
We had the most important road routes (Silk Road) from East to West, from north to south.
With the growth of Georgia's economy, state structures want to expand Georgia as a trans-Caucasian corridor. It’s the shortest route to connect Europe and Asia. The country has an important resource for carrying out more transit, which would have a great economic growth/impact for Georgia.
Based on the mentioned information following chapter discusses Georgia's transit logistic.
The transport and lodging sector of the country includes marine, rail, road and air systems that have the lead roles in showing the potential of this country as a transitional country.
The fourth chapter gives information about international transit ratings and what place Georgia ranks in this rating.
According to the survey which was conducted in 2016-2017, Georgia marks 59th place among 138 countries participating in the study.
The fifth chapter gives information about the companies that carry transit in the Georgian market. These companies are: Mersk Georgia, Katon & Company Georgia, Silk Road Group, Mediterranean Shipping Company, Forward Line.
In each of the subsections, we discuss the advantages and disadvantages of companies and the ways of transportation they use.
The sixth chapter may be considered as the main chapter of this paper since it summarizes all the above-mentioned information; It also includes the conclusions developed during the obtaining information through analyzing the researches and analysis on the possibilities of increasing transit of Georgia.
URI: https://openscience.ge/handle/1/1908
Appears in Collections:დისერტაციები

Files in This Item:
File Description SizeFormat
Mamuka Toloraia Samagistro.pdfსაქართველოს სატრანზიტო გადაზიდვების ზრდის შესაძლებლობები1.26 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

17
checked on Jul 10, 2020

Download(s)

9
checked on Jul 10, 2020

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.