Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1906
Title: ლოგისტიკა ქართულ ეკონომიკაში
Authors: ლერი მახარაძე, 
Keywords: ექსპორტ - იმპორტის ვაჭრობის სახეები;საქართველოს სატრანზიტო დერეფანი;ლოგისტიკური კომპანიები;ქართული ეკონომიკა
Issue Date: 2019
Abstract: 
საქართველო ლოგისტიკური გზებით განკარგავს კავკასიის ქვეყნებს, რადგან ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც გადის შავ ზღვაზე და გააჩნია უდიდესი საზღვაო პოტენციალი ევროპისკენ. მნიშვნელოვანია საქართველოს კეთილმეზობლური პოლიტიკური ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან. ტრანსპორტის გადაადგილება აზერბაიჯანიდან თურქეთში სომხეთის გავლით, ან პირიქით თურქეთიდან აზერბაიჯანში, პოლიტიკური კონფლიქტების გამო ამ ქვეყნებს შორის შეუძლებელია, რაც ამ ეტაპზე ხელსაყრელია საქართველოსთვის, როგორც ლოგისტიკური არხების გამტარი ქვეყნისთვის.
საქართველოში ლოგისტიკურ სექტორზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10% მოდის, თუმცა, პოტენციალი ჯერ კიდევ არ არის ამოწურული შესაცვლელი და გასაახლებელია ინფრასტრუქტურა, რომელიც დღევანდელი ეკონომიკური თუ ლოგისტიკური არხების ტემპებთან მიმართებაში ხშირ შემთხვევაში არაადეკვატურია. დიდ პრობლემას წარმოადგენს მონოპოლური სტრუქტურები ლოგისტიკის სექტორში. ნავთობისა და ნავთობ შემცველი პროდუქტების ტრანსპორტირების მოთხოვნა აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიიდან ევროპის მიმართულებით გაიზარდა და მოსალოდნელია დასავლეთ ჩინეთიდან მზარდი სასაქონლო ნაკადები. ბოლო წლებში სწრაფი განვითარება მოხდა ენერგო სექტორის ინფრასტრუქტურაში, ასევე გამოსწორდა მდგომარეობა პორტებში, რკინიგზაზე, გზებსა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში. საქართველო სულ უფრო და უფრო ინტეგრირებს გლობალურ მსოფლიოში და მეტად გარდაიქმნება მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად და ასევე ევროპული ბაზრის სატრანსპორტო არხის გამტარად, ახალ აღმოსავლეთისკენ და დსთ-ს ქვეყნებისკენ.
საქართველოს დედაქალაქი თბილისი მნიშვნელოვანი საერთაშორისო სატრანსპორტო პუნქტია სამხრეთ კავკასიის რეგიონში და ერთადერთი ეროვნული ლოგისტიკური ცენტრი. თბილისში საცალო ვაჭრობის ბრუნვა მთლიანი ქვეყნის ვაჭრობის 80%-ს შეადგენს, ხოლო სამშენებლო ბიზნესის მოცულობის (ქვეყნის მასშტაბით) 70%-ს კი მხოლოდ თბილისში მიმდინარე მშენებლობის ბრუნვა შეადგენს. მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი სამრეწველო და ლოგისტიკური ტერიტორია საქართველოში არის რუსთავი, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სადაც მძიმე ინდუსტრიაა შემოსავლის წყარო: მეტალურგიული ქარხანა, ავტო ბაზრობა და სხვ.
ჩვენ ქვეყანაში ბოლო პერიოდში იზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რიცხვი. განსაკუთრებით ეს ზრდა აშკარაა სატრანსპორტო და ლოგისტიკის სექტორში. 2013 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ტრანსპორტისა და კომუნიკაციის სექტორში 15%-ს შეადგენდა, რაც დაახლოებით 137 მილიონი ამერიკული დოლარია. ხოლო 2014 წელს კი ეს მაჩვენებელი 27%-მდე გაიზარდა, რაც მნიშვნელოვან წინსვლად შეგვიძლია ჩავთვალოთ. 2009-2012 წლებში კი უცხოური ინვესტიციების ჯამმა ამ სექტორში 1352 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.
საქართველოს საერთო ჯამში აქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა შემუშავებული, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია მსოფლიოში. ეს კი ქმნის ძალიან კარგ პირობებს ვაჭრობაში.

Georgia is managed by logistic routes to the Caucasus countries, the only country that passes through the Black Sea and has the greatest sea potential in Europe. It is important for Georgia to have good political relations with neighbor countries, Azerbaijan, Armenia and Turkey. The traffic movement from Azerbaijan to Turkey, through the Armenia, or on the contrary, from turkey to Azerbaijan is impossible because of political conflicts, which is beneficial for Georgia to be as a logistic channel for both countries.
Approximately 10% of GDP of the country's logistical sector comes in Georgia, however, the potential is not yet exhausted and the infrastructure to be re-new is often inadequate in terms of current economic and logistical channels. Thus, the biggest problem is the monopolistic structures in logistics sector. The demand for transportation of oil and petroleum products has increased from Azerbaijan and Central Asia to Europe, and is expected goods to be grown from western China too. In recent years, rapid development has been made in the energy sector of infrastructure as well as in the ports, railways, roads and communication technologies. Georgia is becoming more and more integrated into the global world and transfer into an important trading center, as well as, becoming the European Market Transport Channel to the new East and CIS countries.
The capital of Georgia ‘’Tbilisi’’ is an important international transport destination in the South Caucasus region and is the only national logistics center. the turnover of retail trade in Tbilisi is 80% the indicator of the country's trade, while 70% of construction business volume (in the country) is just a turnover in Tbilisi. The second most important industrial and logistic area in Georgia is Rustavi, south-east of Tbilisi, where the heavy industry is the source of income: metallurgical factory, auto market and others.
In the recent period of time, The number of foreign investments is dramatically increasing in the country. Especially, the obvious growth comes in the transport and logistics sector. In 2013, foreign investments amounted to 15% of the transport and communications sector, which is approximately 137 million US dollars. However, The data indicator in 2014 has increased by 27%, which can be considered as s significant step forward. In 2009-2012, the total amount of foreign investments in the sector amounted to US $ 1352 million.
Overall, Georgia has developed the right economic policy, which tends to be one of the most liberal in the world, Such background can be very good determinant for future global tranding.
URI: https://openscience.ge/handle/1/1906
Appears in Collections:დისერტაციები

Files in This Item:
File Description SizeFormat
Leri Makharadze Samagistro.pdfლოგისტიკა ქართულ ეკონომიკაში837.8 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

7
checked on Jul 10, 2020

Download(s)

21
checked on Jul 10, 2020

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.