Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1905
Title: შრომის ბაზრის პრობლემები და განვითარების პერსპექტივები საქართველოში
Authors: ყურაშვილი, ლელა 
Keywords: შრომის ბაზარი;საბაზრო ეკონომიკა
Issue Date: 2019
Abstract: 
სამაგისტრო ნაშრომში „შრომის ბაზრის პრობლემები და განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ განხილულია ჩვენი ქვეყნის შრომის ბაზრის არსებული მდგომარეობა ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების, საერთაშორისო და სხვა ადგილობრივი კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, მათ შორის საკუთარი კვლევა-დაკვირვების შედეგების ანალიზი.
შრომის ბაზარი საბაზრო ეკონომიკის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა, მისი მდგომარეობა ბევრის მეტყველია ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ყოველდღიურ საზრუნავად სამსახურის - შემოსავლის მოძიება, ხოლო დასაქმებულთა უმეტესობისთვის უკეთესი სამუშაო ადგილის და გაუმჯობესებული სამუშაო პირობების მიღებაა.შესაბამისად შრომის ბაზრის კვლევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. წარმოდგენილი კვლევის მიზანია,შრომის ბაზართან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის წარმოჩენა,რომელთაც დიდი გავლენა გააჩნიათ ეფექტიანი შრომის ბაზრის ჩამოყალიბებაზე,მათ შორის მთავარი მიზეზი არის შრომის ბაზარზე კვალიფიკაციის მოთხოვნის და მიწოდების შეუსაბამობა.კვლევაში ასევე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს იმის გარკვევა, არის თუ არა დაცული დაქირავებულის უფლებები,რა მოთხოვნები აქვთ დამქირავებლებს კადრებთან დაკავშირებით,არის თუ არა ნეპოტიზმის ნიშნები,როგორია შრომის ანაზღაურება სხვადასხვა დარგში და რას აკეთებს სახელმწიფო იმისათვის რომ ეს მნიშვნელოვანი პრობლემები იქნეს აღმოფხვრილი.ამ პრობლემის ძირითადი რგოლები არიან:სკოლა,უნივერსიტეტი,ბიზნეს სექტორი და ხელისუფლება. კვლევის ობიექტებად შერჩეულია როგორც დამსაქმებლები,ასევე დასაქმებულები.
განხორციელებული ანალიზიდან და დღევანდელი რეალობის ფაქტობრივი შეფასებებიდან შეგვიძლია გავაკეთოთ ზოგადი დასკვნა, რომ დასაქმების მიმართულებით, სახელმწიფო პოლიტიკა ნაკლებეფექტურია.უმუშევრობა უფრო ზრდის სოციალურ რისკებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს...

The Master's Work on "Problems of Labor Market and Perspectives of Development in Georgia" discusses the current situation of our labor market, based on the results of official statistical data, results from international and other local researches, including analysis of their own research-observation results.
The labor market is an important driving force of the market economy, and its position is a lot of talk about the country's economic and social issues. For the most part of the population, the daily care is to find a job - to earn income, and to get better jobs and better working conditions for most of the employees. Consequently, labor market research is of particular importance. The aim of the research is to demonstrate some important issues related to the labor market which have a great impact on the establishment of an effective labor market, including the main reason for the qualification of the labor market and the non-conformity of delivery. It is also an important factor in the study to determine whether the employee Rights, What are the requirements for employers about the videos, whether the signs of nepotism, what is the remuneration of labor in different fields and what the state is doing to eliminate these important problems. The main areas of this problem are: school, university, business sector and government. The study objectives are employed as employers and employees...
URI: https://openscience.ge/handle/1/1905
Appears in Collections:დისერტაციები

Files in This Item:
File Description SizeFormat
Lela Kurashvili Samagistro.pdfშრომის ბაზრის პრობლემები და განვითარების პერსპექტივები საქართველოში513.34 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

7
checked on Jul 10, 2020

Download(s)

25
checked on Jul 10, 2020

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.