Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1887
Title: ირიბი ჩვენების გამოყენების წესი საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით
Authors: მერაბიშვილი, დავით 
Advisor: ბოჭორიშვილი, ნინო 
Degree Name: Master of Law in Criminal Law
სამართლის მაგისტრი სისხლის სამართალში
Degree Discipline: სისხლის სამართალი
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Guram Tavartkiladze Tbilisi Teaching University 
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
სამართლის ფაკულტეტი 
Keywords: ირიბი ჩვენების წესი
ქართული კანონმდებლობა
საერთაშორისო კანონმდებლობა
Issue Date: 2020
Publisher: Guram Tavartkiladze Tbilisi Teaching University 
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი 
Abstract: 
Rule of application of indirect evidence is discussed in the present work according to international and national legislation. Hence, legislation and practice of Europe and countries of common law with national is discussed in this context.
Before making a broad review, to review in brief, the part of west European countries make concrete exceptions for admissibility of indirect evidence. American model includes wide exceptions; Canadian model is also wide, though in this case the fact is assessed by a judge.
The rules mandated by precedent law in Ireland and Britain are ambivalent, the balance is observed between discretion of judge and determining of concrete exceptions. Estonian model is the best appropriate to Georgian procedural law, where concrete exceptions are listed at legislative level.
Indirect evidence, in general is less reliable evidence, its application includes risk of wrong perception regarding to guilt of person and thus may only be permitted in exceptive cases, under providence of constitutional guarantees and statutory rule.
Hence, the main point and significance of indirect evidence will be underlined in below given chapters.
The work includes annotation, table of contents, introduction, the main topic (that is divided into chapters and sub chapters), conclusion and list of used literature.

წინამდებარე ნაშრომში განხილულია ირიბი ჩვენების გამოყენების წესი საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ კონტექსტში, ეროვნულთან ერთად განხილულია ევროპისა და საერთო სამართლის ქვეყნების კანონმდებლობა და პრაქტიკა.
სანამ ვრცელ მიმოხილვაზე გადავიდოდეთ, მოკლედ რომ გადავხედოთ, დასავლეთ ევროპული ქვეყნების ნაწილი კონკრეტულ გამონაკლისებს უშვებს ირიბი ჩვენების დასაშვებობისას. ამერიკული მოდელი მოიცავს საკმაოდ ფართო გამონაკლისებს, ასევე ფართოა კანადური მოდელიც, თუმცა ამ შემთხვევაში ფაქტის შეფასება მოსამართლეზეა დამოკიდებული. ირლანდიასა და ბრიტანეთში პრეცედენტული სამართლით დადგენილი წესები არაერთმნიშვნელოვანია, ბალანსია დაცული მოსამართლის დისკრეციასა და კონკრეტული გამონაკლისების განსაზღვრას შორის. ქართულ საპროცესო სამართალს ყველაზე კარგად შეესაბამება ესტონური მოდელი, სადაც კონკრეტული გამონაკლისები ჩამოთვლილია საკანონმდებლო დონეზე.
ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.
აქედან გამომდინარე, სწორედ ირიბი ჩვენების არსსა და მნიშვნელობას შევეხებით ქვემოთ მოცემულ თავებში.
ნაშრომი მოიცავს ანოტაციას, სარჩევს, შესავალს, ძირითად თემას (რომელიც დაყოფილია თავებად და ქვეთავებად), დასკვნას და გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალს.
URI: https://openscience.ge/handle/1/1887
Appears in Collections:სამართლის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Samagistro Merabishvili.pdfირიბი ჩვენების გამოყენების წესი საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით806.96 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

136
checked on Apr 19, 2024

Download(s)

1,445
checked on Apr 19, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.