Please use this identifier to cite or link to this item:
https://openscience.ge/handle/1/1884
Title: | კომერციული ბანკების ლიკვიდობის და გადახდისუნარიანობის ამაღლების საკითხები საქართველოში | Authors: | ვახტანგაძე, ლაშა | Advisor: | ბაგრატიონი, ნ. | Degree Name: | Master of Business Administration in Banking ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი საბანკო საქმეში |
Degree Discipline: | საბანკო საქმე | Degree Level (0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral): | 1 | Institution: | Guram Tavartkiladze Tbilisi Teaching University გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი |
Faculty: | Faculty of Business and Social Sciences ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი |
Keywords: | საბანკო ლიკვიდურობის არსი კომერციული ბანკები მომგებიანობა |
Issue Date: | 2020 | Publisher: | Guram Tavartkiladze Tbilisi Teaching University გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი |
Abstract: | საფინანსო სექტორს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკაში, რადგან მის გამართულ მუშაობაზე მთელი ეკონომიკური სისტემის ქმედით¬უნარიანობაა დამოკიდებული. თანამედროვე მაღალგანვითარებული ქვეყნების ერთერთ ურთულეს და საინტერესო სფეროს საბანკო სექტორი წარმოადგენს, საბანკო სისტემაში ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია თანამედროვე საბანკო მომსახურების დანერგვა. თავის მხრივ ფულად-საკრედიტო პოლიტიკა საბიუჯეტოსთან ერთად, ეკონომიკის ერთიანი სახელმწიფო რეგულირების საფუძველს წარმოადგენს. მაგალითად კომერციული ბანკები, რომლებიც წარმოადგენს საფინანსო სექტორის ძირითად რგოლს საქართველოში, იღებენ რა დეპოზიტებს მოსახლეობისა და კომპანიებისგან, ახორციელებენ მათ გასესხებას სხვა შინამეურნეობებსა და საწარმოებზე. ამავე დროს კომერციული ბანკების მეშვეობით ხორციელდება უნაღდო ტიპის ყოველგვარი ანგარიშსწორება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამიტომ ჩვეულებრივი კომპანიებისაგან განსხვავებით კომერციული ბანკების ან საფინანსო სექტორის წარმომადგენლების პრობლემები მყისიერად აისახება დანარჩენ ეკონომიკაზე. შესაბამისად მნიშვნელოვანია საფინანსო სექტორის და კერძოდ კომერციული ბანკების ლიკვიდობის, გადახდისუნარიანობისა ზრდის ფაქტორები და მიმართულებები, როგორც ცალკე აღებული საფინანსო ინსტიტუტის ასევე, მთლიანად სექტორის დონეზე. წარმოდგენილი ნაშრომის მიზანია კომერციული ბანკების ლიკვიდობისა და გადახდისუნარიანობის, მათი ზრდის ფაქტორების მიმოხილვა და ანალიზი. დასახული მიზნებიდან გამომდინარე სადიპლომო ნაშრომში განხილულია შემდეგი საკითხები: კომერციული ბანკების ლიკვიდობის არსი, ანალიზი და მართვა, ბანკების ლიკვიდურობის კონცეფციების ფორმირება, ბანკების ლიკვიდუ¬რობის მაჩვენებ¬ლების სისტემა და გადახდისუნარიანობის ამაღლების საკითხები თანამედ¬როვე ეტაპზე. ნაშრომი შედგება შესავლისაგან, სამი თავისაგან და ხუთი ქვეთავისაგან. ნაშრომს ერთვის დასკვნები და გამოყენებული ლიტერატურის სია. |
URI: | https://openscience.ge/handle/1/1884 |
Appears in Collections: | ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები) |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Samagistro Vakhtangadze.pdf | კომერციული ბანკების ლიკვიდობის და გადახდისუნარიანობის ამაღლების საკითხები საქართველოში | 704.36 kB | Adobe PDF | View/Open |
CORE Recommender
Page view(s)
120
checked on Apr 27, 2024
Download(s)
1,596
checked on Apr 27, 2024
Google ScholarTM
Check
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.