Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1873
Title: ჭადრაკის სწავლების ეფექტიანობა საჯარო სკოლებში
Authors: კუჭავა, ანა 
Keywords: საჯარო სკოლები;ჭადრაკის სწავლება
Issue Date: 2020
Abstract: 
ჭადრაკი არის ინტელექტუალური სპორტის სახეობა, რომელიც ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში. ჭადრაკის შესწავლა ბავშვის განვითარებისთვის ძალიან კარგია. ეს არაერთმა კვლევამ დაადასტურა. მნიშვნელოვანია დავადგინოთ რამდენად ეხმარება მოსწავლეს ჭადრაკი სხვადასხვა კომპეტენციების განვითარებაში და როგორ გამოვიყენოთ სწორად ჭადრაკის პოტენციალი.
კვლევა აქტუალურია, რადგან სკოლების რაოდენობა, სადაც ჭადრაკი ისწავლება, მნიშვლენოვნად გაიზარდა ბოლო წლების მანძილზე. ჭადრაკი სკოლებში უკვე რამდენიმე წელია დაინერგა და საინტერესოა გავიგოთ რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს ჭადრაკის შესწავლა საჯარო სკოლებში. მსოფლიოს მაშტაბით სკოლებში ჭადრაკის სწავლების დანერგვა მიმდინარეობს. რამდენიმე განვითარებულ ქვეყანაში, ჭადრაკი სკოლებში ისწავლება უკვე არა მხოლოდ არჩევითი სახით, არამედ როგორც სავალდებულო საგანი.
საქართველო არის საჭადრაკო ქვეყანა, სადაც უძლიერესი მოჭადრაკეები გაიზარდნენ და მნიშვნელოვანია რომ გავაგრძელოთ ეს ტრადიცია. სკოლებში ჭადრაკის სწავლება არა მხოლოდ გონების სავარჯიშოდ გამოადგებათ ბავშვებს, არამედ ჭადრაკის პოპულარიზაციასაც შეუწყობს ხელს. ბოლო დროს ახალგაზრდულ ჭადრაკში შედეგები არც თუ ისე სახარბიელო აქვს საქართველოს. დამაინტერესა თუ რა ფაქტორები განაპირობებდა დაბალი შედეგების ჩვენებას მოზარდების კატეგორიაში და ვეცადე მაქსიმალურად ღრმად შემესწავლა საკითხი.
კვლევის მიზანი არის საქართველოში, კერძოდ საჯარო სკოლებში, ჭადრაკის სწავლების ეფექტიანობის დადგენა. არსებული პროგრამის ანალიზი, მისი დადებითი და უარყოფით მხარეების გამოვლენა, რამდენად გამართულია კურიკულუმი და ასწავლიან თუ არა სკოლებში კვალიფიციური პედაგოგები. მოყვანილი არის საზღვარგარეთის ქვეყნების მაგალითიც და შედარება არის გაკეთებული საქართველოში არსებული სკოლებში ჭადრაკის სწავლების პროგრამასა და უცხოეთში არსებულ პროგრამებს შორის. დასკვნითი ნაწილი ეთმობა პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას, რეკომენდაციის შემუშავებას და სამომავლო გეგმის ჩამოყალიბებას.

Chess is an intelectual style of sport , which is very popular throughout the world. Learning chess for a child is very good for childs development. This fact is proven by many researches.
It is very important to estabilish, how chess helps students in developing of different competencies and how we can use the potencial of chess properly.
The research is up to date, because the quantity of schools, which teaches chess to their students, is significantly risen for a past few years. Chess itself is estabilished in schools for a few years already and it is very important to know how effective are the teaching methods of chess, which schools provide. Teaching chess at school is wide spreaded among the whole world. Also in some countries, learning chess is mandatory for students.
Georgia is a chess country, where many great chess players have risen thoughout the years and it is very important that we must continue this tradition. Teaching chess at schools not only helps students to excercise their brains, but also it helps to make chess more popular throughout the country. In the past decade our teenager chess players, are performing very poorly. It was my interest to find out the reasons which made them perform so poorly comparing to others, and i decided to investigate this issue in depth.
The point of investigation is to know how effective is to teach chess in Georgia, especially in Georgian public schools. I analyzed the current program, it's negative and positive sites, how well organyzed is curriculum, are there professional chess teachers at schools etc... I've compared the teaching methods of chess in foreign countries to Georgian teaching methods of chess. The conclusion is about my recomendations, how to solve these problems and future plans.
URI: https://openscience.ge/handle/1/1873
Appears in Collections:დისერტაციები

Files in This Item:
File Description SizeFormat
Ana Kuchava Samagistro.pdfჭადრაკის სწავლების ეფექტიანობა საჯარო სკოლებში602.68 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

14
checked on Sep 26, 2020

Download(s)

47
checked on Sep 26, 2020

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.