Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1845
Title: სახელმწიფო შესყიდვების დიჯიტალიზაციის პროცესი და მისი გავლენა ბიზნესის სხვადასხვა სექტორებზე
Authors: გოგრიჭიანი, ბექა 
ებანოიძე, გიორგი 
Advisor: კიკნაძე, მარიკა 
Degree Name: MBA in Management
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი მენეჯმენტში
Degree Discipline: ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Business and Technology University 
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Business and Technologies 
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი 
Keywords: Government procurement
e-procurement
business
corruption
transparency
reform
bureaucracy
სახელმწიფო შესყიდვა
ელექტრონული შესყიდვა
ბიზნესი
კორუფცია
გამჭვირვალობა
ბიუროკრატია
რეფორმა
Issue Date: 2019
Publisher: Business and Technology University 
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 
Abstract: 
This research is an attempt to describe the digitalization process of Goergian government procurement system and its impact on business sectors. The main instrument of the research was a survey, which was sent to 3220 suppliers registered on the State Procurement Agency web site. We received 283 survey responses from these suppliers. By analyzing the responses, it can be concluded, that the digitalization of the state procurement system has had unambiguously positive effect on reducing the level of state corruption, reducing the size of bureaucracy and increasing the overall level of transparency. Furthermore, most of the suppliers registered in the procurement system think that the reform increased their sales and reduced some transaction cost like tender entry fee, transportation and time costs, cost of preparing tender documentation etc. However, it should be noted, that the survey responses about the benefits of sales growth and cost reduction came mostly from large and medium- sized enterprises, when micro and small enterprises mostly stated that their sales growth caused by the digitalization was insignificant or the sales didn’t even increase. The same goes with the responses about cost reduction. However, micro and small enterprises were positive about the effects of transparency, corruption and bureaucracy. The research also showed that micro enterprises are more concernd by the need of further reduction of government corruption than small, medium and large enterprises. In general, the survey responses make it obvious that smoother legislation and decreasing existing barriers will help enhance the system. It is important, that the survey was mostly taken by the suppliers of construction works, whose response rate was much higher than the suppliers of goods and services. Despite the uneven proportions, the responses were mostly the same regardless the sector of the supplier. Therefore, the suppliers of goods, services and construction works have nearly identical views about the impact of government procurement digitalization

აღნიშნული კვლევის მიზანია სახელმწიფო შესყიდვების დიჯიტალიზაციის პროცესის აღწერა და მისი გავლენის შესწავლა ბიზნეს სექტორზე. კვლევის მთავარ ინსტრუმენტად გამოყენებულ იქნა სპეციალურად შემუშავებული კითხვარი, რომელიც დავუგზავნეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ 3220 მიმწოდებელს. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 283-მა მიმწოდებლმა. გამოკითხვის შედეგების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ სახელმწიფო შესყიდვების დიჯიტალიზაციამ ბიზნესზე დადებითი ეფექტი მოახდინა, რაც გამოიხატება სახელმწიფო კორუფციის შემცირებით, გამჭვირვალობის ზრდით და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ბიუროკრატიის შემცირებით. გარდა ამისა, სისტემაში რეგისტრირებული ბიზნეს ოპერატორების უმეტესობა თვლის, რომ სახელმწიფო შესყიდვების დიჯიტალიზაციამ გააუმჯობესა ბიზნეს ოპერირების ეფექტურობისა და ეფექტიანობის ხარისხი, კერძოდ, გაიზარდა გაყიდვების რაოდენობა, შეამცირდა შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული დროის დანაკარგი და დამატებითი ფინანსური ხარჯები. მაგალითად, მონაწილეობის საფასური, დრო, ტრანსპორტირება, დოკუმენტაციის მომზადება და ა.შ. აღსანიშნავია, რომ გაყიდვების ზრდასთან და დამატებითი დანახარჯების შემცირებასთან დაკავშირებული სიკეთეები მეტწილად აისახა მხოლოდ მსხვილ და საშუალო ბიზნესზე, ხოლო მიკრო და მცირე ბიზნესმა კი დიჯიტალიზაციის შედეგად კორუფციასთან, ბიუროკრატიასთან და გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სიკეთეები უფრო მიიღო. ამასთან, კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ კორუფციის დონის შემცირება ყველაზე პრიორიტეტული მიკრო ბიზნესისთვისაა, ხოლო ზოგადად ბიზნესის აზრით, შესყიდვების სისტემას სჭირდება გაუმჯობესება არსებული კანონმდებლობის დახვეწისა და შესყიდვებში მონაწილეობასთან დაკავშირებული ბარიერების შემცირების კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ კვლევაში სექტორულად მეტწილად მონაწილეობა მიიღეს სამშენებლო სამუშაოების მიმწოდებლებმა, რომელთა რაოდენობაც საქონლისა და მომსახურების მიმწოდებლებს მნიშვნელოვნად აღემატებოდა, თუმცა მიუხედავად აღნიშნული პროპორციებისა, კითხვარში დაფიქსირებული პასუხები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ერთმანეთისგან მიმწოდებლის სექტორიდან გამომდინარე. შესაბამისად, საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების მიმწოდებლები მეტნაკლებად თანაბრად აფასებენ დიჯიტალიზაციის შედეგებს, ხოლო რაც შეეხება გამოხმაურებების ანალიზს საწარმოს ზომის კუთხით, აქ გამოხმაურებებსა და დამოკიდებულებებს შორის მეტი განსხვავებაა.
URI: https://openscience.ge/handle/1/1845
Appears in Collections:დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები

Files in This Item:
File Description SizeFormat
Gogritchiani, Ebanoize Samagistro.pdfსახელმწიფო შესყიდვების დიჯიტალიზაციის პროცესი და მისი გავლენა ბიზნესის სხვადასხვა სექტორებზე1.83 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

197
checked on Apr 20, 2024

Download(s)

438
checked on Apr 20, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.