Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1779
Title: აშშ-ის როლი ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში
The role of the US in ensuring the energy security of EU
Authors: ტერტერიან, ვაროს 
Terteryan, Varos 
Keywords: ენერგეტიკული პოლიტიკა;აშშ-ის ენერგეტიკული სტრატეგია;ევროკავშირის ენერგეტიკული რესურსები
Issue Date: 2019
Abstract: 
ენერგეტიკული ფაქტორი ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა საერთაშორისო ურთიერთობებში და ფაქტია, რომ დღესდღეობითაც ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როგორც დიდი ქვეყნების ეროვნული ინტერესების დაცვაში, ისე მთელი რიგი სტრატეგიული გეგმების განხორციელებაში. მე-20-ე საუკუნის პირველ ნახევარში, რომლის კულმინაციაც იყო მეორე მსოფლიო ომი, ენერგოუსაფრთხოების კონცეფცია მჭიდროდ დაუკავშირდა სამხედრო მიზნებისთვის საწვავის მიწოდებას. მე-20-ე საუკუნის პირველ სამ მეოთხედში ენერგოუსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენდა ნავთობმომარაგებისა და მიწოდების დაცვა, რასაც სასისიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ჯარისა და ეკონომიკისათვის.
დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირების ფონზე აშშ-დან ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების საკითხმა და ამ გზით ევროპის მიერ რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებამ განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა. ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია რუსეთის ენერგეტიკული გავლენისგან თავის დაღწევა და ამ მიზნით, ის ცდილობს მოიპოვოს ენერგიის იმპორტის ალტერნატიული წყაროები.
ერთ მხარეს არის რუსეთი, რომელიც ცდილობს საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების განსახორციელებლად მაქსიმალურად აამოქმედოს თავისი ენერგეტიკული რესურსები. 2014 წელს რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია, რადგან სწორედ ყირიმის ნახევარკუნძულის სიახლოვეს მდებარებოს ფიქალური გაზის მნიშვნელოვანი საბადოები. მეორე მხარეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ინტენსიურად ამუშავებს ფიქალური გაზის საბადოებს და ინტენსიურად ზრდის ნავთობის მოპოვებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ პრობლემად რჩება ზემოხსენებული ბუნებრივი რესურსების ტრანსპორტირება ევროპაში, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე.

The energy factor has always played a major role in international relations and it is a fact that it plays an important role in the defense of national interests, as well as in the implementation of numerous strategic plans. In the first half of the 20th century, which culminated in the Second World War, the concept of energy security was closely linked to supply of fuel for military purposes. The biggest problem for energy security in the first three quarters of the 20th century was the protection of oil supplies and delivery, which is of vital importance for modern troops and economies.
Transportation of natural gas from the US to Europe in the light of the confrontation between the West and Russia and in this way, the reduction of dependence on Russian gas in Europe has made the issue actual. For the European Union, it is important to get away from Russia's energy influence and so far, it is trying to find alternative sources of energy imports.
On one side is Russia, which is trying to maximize its energy resources for the realization of its own geopolitical interests. In 2014, the Crimean Peninsula was annexed by Russia and the main reason was that there is located an important deposits of shale gas. On the other side is the United States of America, which has been intensively cultivating the shale gas deposits in recent years and intensively increases oil production. However, it is worth it to mention that transportation of the above mentioned natural resources in Europe is quite problematic issue due to its geographical location.
URI: https://openscience.ge/handle/1/1779
Appears in Collections:დისერტაციები

Files in This Item:
File Description SizeFormat
Terteriani Samagistro.pdfაშშ-ის როლი ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში1.26 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

11
checked on Jul 10, 2020

Download(s)

17
checked on Jul 10, 2020

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.