Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1778
Title: ღვინის ტურიზმი - მეღვინეობის ინდუსტრიის განვითარებისა და ახალი რესურსების გამოვლენის შესაძლებლობა
Wine tourism - Opportunity for Development of Wine Industry and Identification of New Resources
Authors: ცაცკრიალაშვილი, ციცი 
Tsatskrialashvili, Tsitsi 
Keywords: საქართველოს ღვინის ტურიზმი;ქართული მევენახეობა-მეღვინეობა
Issue Date: 2019
Abstract: 
სამაგისტრო ნაშრომში განხილულია დღეისათვის მეტად აქტუალური თემა ღვინის ტურიზმის როლი და მნიშვნელობა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ახალი მიმართულებაა, მის განვითარებას კი უამრავი ბარიერი უშლის ხელს მაგალითად: ინფრასტრუქტურის არარსებობა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, უფრო მეტად კი სოფლებში, გამოცდილი და კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, უცხო ენის ბარიერი, უხარისხო ღვინის წარმოება და სხვა.
ნაშრომის მთავარი მიზანი და ამოცანაა კვლევებით გამოვავლინოთ და შევაფასოთ ღვინის ტურიზმი, როგორც ახალი რესურსი მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის, ასევე მნიშვნელოვანია დავადგინოთ ღვინის ტურიზმიდან მიღებული სარგებელი და მისი განვითარების უპირატესობები, განსაკუთრებით მცირე მარნებისთვის, ღვინის ექსპორტის გაზრდისთვისა და მეღვინეობის დარგის ხელშეწყობისთვის.
ღვინის ტურიზმში არსებული მომსახურებისა და პროდუქტების საფუძვლიანი კვლევა დაეხმარება შემდგომში ღვინის ტურიზმში შემავალი კერძო ბიზნესის მფლობელებს უკეთ შეისწავლონ ბაზარი, დაინახონ თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული, მაგალითად მცირე მარნების მშენებლობა, რა სეგმენტის ტურისტები ჩადიან, რა მოთხოვნილებები აქვთ მათ და რისი დაკმაყოფილება შეუძლია საწარმოს, მარნის მფლობელებს. ასევე რამდენად მოთხოვნადია შიდა და ღვინის ტურიზმზე ორიენტირებული ტურისტული კომპანიის გახსნა და ღვინის ტურების ჩატარება, რა სიძნელეები ახლავს თან ამ ყველაფერს, ღვინის ტურისტების შესწავლა, ანალიზი და დასკვნა
ჩატარებული კვლევებით გამოვლენილია ღვინის ტურიზმის განვითარების დადებითი და უარყოფითი მხარეები მეღვინეობის დარგის განვითარებაში, პრობლემები და პერსპექტივები, ახალი რესურსები და შესაძლებლობები. მოცემულია რეკომენდაციები და რჩევები.

Presented master paper is considered today’s topical role and importance of wine tourism, which is a new direction for our country and hindering a lot of barriers to develop it, For example: The absence of infrastructure in almost all regions of Georgia, the lack of skilled and qualified personnel in the villages, the foreign language barrier, poor quality wine, etc.
The main goal and objective of the work is to evaluate wine tourism as a new resources for the development feld of winemaking. Also, it is important to establish the benefits and advantages of the development of wine tourism, especially for small wineries, to enhance wine export and to support the wine industry.
Wine tourism in the services and products of fundamental research will help the wine tourism of private business owners to better explore the market, to see what risks are associated, for example building of small cellars, what segment of tourists arrive, what requirements they have and to be able to satisfy the enterprise. Also, what is the need for opening a tourism company focused on domestic and wine tourism and conducting wine tours, what are the difficulties of studying, analysis and conclusion of wine tourists.
The research has revealed the positive and negative effects of wine tourism development in wine industry, problems and perspectives, new resources and opportunities. Recommendations and advices are provided within the research.
URI: https://openscience.ge/handle/1/1778
Appears in Collections:დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები

Files in This Item:
File Description SizeFormat
Tsitsi Tsatskriashvili Samagistro.pdfღვინის ტურიზმი - მეღვინეობის ინდუსტრიის განვითარებისა და ახალი რესურსების გამოვლენის შესაძლებლობა709.44 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

251
checked on Jun 24, 2021

Download(s)

441
checked on Jun 24, 2021

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.