Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/17
Title: საადვოკატო გამოძიება: თეორიისა და პრაქტიკის პრობლემები
Authors: მაჭარაშვილი, ვლადიმერ 
Keywords: საადვოკატო გამოძიება
Issue Date: 2018
Abstract: 
სადისერტაციო ნაშრომი ეხება სისხლის სამართლის პროცესის ისეთ სამართლებრივ ინსტიტუტს, რომელსაც საადვოკატო გამოძიება ეწოდება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელიც მიღებულ იქნა 2009 წელს და მოქმედებს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან, ითვალისწინებს ადვოკატის მიერ საადვოკატო გამოძიების ჩატარების ფართო უფლებამოსილებას.
ნაშრომში დასმული და პასუხგაცემულია შემდეგი კითხვა - სისხლის სამართლის პროცესში, საადვოკატო გამოძიების ინსტიტუტის ჩამოყალიბებით, ხომ არ შეიქმნა ახალი საგამოძიებო ორგანო? ამას გარდა, ნაშრომში განხილულია ისეთი საინტერესო საკითხები, როგორიცაა გამოძიების ტრადიციული ფორმის თანაფარდობა საადვოკატო გამოძიების ინსტიტუტთან მიმართებაში, მათ შორის მსგავსებები და განსხვავებები.
იმისათვის, რომ სრულყოფილად შეგვესწავლა საადვოკატო გამოძიების, როგორც დამოუკიდებელი სამართლებრივი ინსტიტუტის იურიდიული ბუნება, მოვახდინეთ ამ უკანასკნელის მცირე ელემენტებად დაშლა და შეძლებისდაგვარად დავადგინეთ სისხლის სამართლის პროცესში საადვოკატო გამოძიების ცნება და მნიშვნელობა, გამოვიკვლიეთ მისი მიზნები, ამოცანები, შინაგანი სტრუქტურა და ა.შ.

Annotation
This dissertation work refers to a legal institution of criminal proceedings called an Attorney’s Investigation. The Criminal Procedure Code of Georgia, which was adopted in 2009 and is in force since October 1, 2010, envisages extensive powers of the Attorney’s Investigation conducted by the Attorney.
In this paper, the following question is raised and answered – was a new investigative body established by creating and establishing institute of attorney investigation in the process of criminal procedure? In addition, the paper deals with interesting topics such as the correspondence of the traditional form of investigation with respect to the institute of Attorney Investigation, including similarities and differences.
In order to fully study the legal nature of the Attorney investigation as an independent legal institution, we broke it down into elements and feasibly determined the concept and meaning of the Attorney’s Investigation in the criminal proceedings, and found out its goals, objectives, internal structure and etc.
URI: https://openscience.ge/handle/1/17
Appears in Collections:დისერტაციები

Files in This Item:
File Description SizeFormat
S-vladimer macharashvili - disertacia.pdfსაადვოკატო გამოძიება: თეორიისა და პრაქტიკის პრობლემები1.79 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s) 50

77
checked on Apr 7, 2020

Download(s)

86
checked on Apr 7, 2020

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.