გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1682
სათაური: ადვოკატის როლი სისხლის სამართლის პროცესში (გამოძიების სტადიაზე)
ავტორები: გველესიანი, თამარ 
ხელმძღვანელი: ჭელიძე, სერგო 
ხარისხის სახელი: სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
ხარისხის გამცემი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
დაწესებულება: Caucasus International University 
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
სამართლის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ადვოკატის ზოგადი განმარტება
იურიდიული დახმარება
შეჯიბრებითობის პრინციპი
ანგლოსაქსური სამართლებრივი სისტემა
საადვოკატო გამოძიება
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Caucasus International University 
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The Master's Thesis is dedicated to the role of a lawyer in the Criminal Procedure Code. The Criminal Procedure Code of Georgia 2009 is based on equality of arms and adversarial, which increased the role of the lawyer in criminal proceedings.
Despite the new regulations there are many problems in legislation and investigative judicial practice, which challenges the principle of equality and adversarity. The existence of this problem has led to the selection of this topic and the relevant research.
The work deals with the function of the lawyer's meaning and the legal status, right to legal assistance and peculiarities of equality and adversarial principle. Particular attention is paid to the lawyer's authority and the role of the lawyer at the investigation stage. Namely restricted advocacy and traditional investigation, the procedural situation of the lawyer at the stage of investigation and in conducting investigative action, lawyer's constitutional guarantees.

წარმოდგენილი სამაგისტრო ნაშრომი ეძღვნება ადვოკატის როლს სისხლის სამართლის პროცესში, კერძოდ, გამოძიების სტადიაზე. საქართველოს 2009 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მხარეთა თანასწორობასა და შეჯიბრებითობაზეა დაფუძნებული, რამაც განაპირობა კიდეც ადვოკატის როლის ზრდა სისხლის სამართალწარმოების პროცესში.
მიუხედავად ახალი რეგულაციებისა, კანონმდებლობასა თუ საგამოძიებო-სასამართლო პრაქტიკაში თავს იჩენს უამრავი პრობლემა, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის რეალიზებას. სწორედ ამ პრობლემების არსებობამ განაპირობა აღნიშნული თემის შერჩევა და შესაბამისი კვლევის ჩატარება.
ნაშრომში განხილულია ადვოკატის ფუნქცია, მისი არსი, მნიშვნელობა და სამართლებრივი მდგომარეობა, იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის თავისებურებანი. განსაკუთრებული ყურადღება კი ეთმობა გამოძიების ეტაპზე ადვოკატის უფლებამოსილებას და მისი როლის განსაზღვრას. კერძოდ, შეზღუდულ საადვოკატო და ტრადიციულ გამოძიებას, ადვოკატის პროცესუალურ მდგომარეობას გამოძიების სტადიაზე და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, ადვოკატის კონსტიტუციურ გარანტიებს.
URI: https://openscience.ge/handle/1/1682
ჩანს კოლექციებში:სამართლის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Tamar Gvelesiani Samagistro.pdfადვოკატის როლი სისხლის სამართლის პროცესში645.39 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

430
checked on Jul 18, 2024

გადმოწერა

1,699
checked on Jul 18, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.