Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1546
Title: ბენეფიციარების მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაზე დამოკიდებულების გამომწვევი ფაქტორები
Authors: თოიძე, თამთა 
Keywords: სოციალური დაცვის მოდელები;მიზნობრივი სოციალური დახმარება;პროგრამის დიზაინი
Issue Date: 2019
Abstract: 
დღესდღეობით, მსოფლიოს განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყანა, ცდილობს
მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფას, რისთვისაც აფინანსებენ სხვადასვხა
პროგრამასა თუ პროექტს. ნაშრომში „ბენეფიციარების მიზნობრივი სოციალური დახმარების
პროგრამაზე დამოკიდებულების გამომწვევი ფაქტორები“ ძირითადად განხილულია
სოციალური დაცვის ერთ-ერთი სახის - ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო
შემწეობის) პროგრამა.
ფულადი სოციალური დახმარების მიზანს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირების
დახმარება წაროადგენს, გარდა ამისა საარსებო შემწეობის გაცემა მიზნად ისახავს ფენებს
შორის უთანასწორობის შემცირებას. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის მიზანი
კეთილშობილურია და ღარიბი და მოწყვლადი ჯგუფების დახმარებისთვის მნიშვნელოვან
ფაქტორს წარმოადგენს, მეორე მხრივ ფულადი სოციალური დახმარების გაცემა გარკვეულ
რისკებს მოიცავს, რადგან ხშირ შემთხვევაში იწვევს პროგრამის ბენეფიციარების
პროგრამაზე დამოკიდებულებას, რის გამოც ხშირად შრომისუნარიანი ბენეფიციარები
სამუშაოს ძებნის ნაცვლად, ელოდებიან კეთილდღეობის პროგრამიდან მიღებულ
შემოსავალს და სარგებელს.
აღნიშნული საკითხი საქართველოშიც აქტუალურია. საქართველოში სიღარიბის
უთანასწორობის დონის (ჯინის კოეფიციენტი) მაღალი მაჩვენებელია, შესაბამისად
ყოველწლიურად იზრდება მოსახლეობის სოციალური დაცვისთვის ბიუჯეტიდან
გამოყოფილი თანხები.

Nowadays, the developed or developing countries of the world seeks to provide social
security for which they financed various programs or projects. Research which is named
“Factors determining dependence of employable beneficiaries on targeted social assistance
program” there is described one of main type of social protection which is the program of financial
allowances.
The purpose of monetary social assistance is to help the people who are living below the
poverty line, besides subsidizing allowance aims to reduce inequality between layers. Although the
purpose of the program is noble and is the important factor helping poor and vulnerable groups it
also includes certain risks because in many cases beneficiaries are becoming dependent on the
program of financial allowances and instead of finding job they are only looking for income and
benefit from the program.
This issue is also relevant in Georgia there is high level of inequality and poverty accordingly,
funds from the budget for social protection of the population is annually increased.
URI: https://openscience.ge/handle/1/1546
Appears in Collections:დისერტაციები

Files in This Item:
File Description SizeFormat
MA-Thesis-Tamta Toidzesajaro2019.pdfბენეფიციარების მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაზე დამოკიდებულების გამომწვევი ფაქტორები771.52 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

12
checked on May 26, 2020

Download(s)

8
checked on May 26, 2020

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.