გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1532
სათაური: მძიმე მეტალების განსაზღვრა სათამაშოებში
ავტორები: დვალიშვილი, ნათია 
ხელმძღვანელი: ახალბედაშვილი, ლალი 
ხარისხის სახელი: MSc in Chemistry
ქიმიის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ქიმია. Chemistry
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Exact and Natural Sciences 
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: მძიმე მეტალები
ატომურ აბსორბციული სპექტროსკოპია (AAS)
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
Heavy metals are a group of chemical elements with high atomic mass. Many of them, such as iron, copper, zinc, participate in biological processes and in certain quantities are essential for the human, animal and plant life. On the other hand, heavy metals and their compounds influence the human body, accumulate in cells and cause a number of diseases.
Heavy metals are more than 40 chemical elements. Among them with the special toxicity can be outlined bullet, mercury, cadmium, arsenic. The content of heavy metals in the body cannot be higher than the permissible concentration, because these metals are characterized with high toxicity.
Direct action may resultpoisoning, can lead to tumors and various diseases. These processes are more complicated in children as their growth and development processes are not completed. In children's body heavy metals may get from toys. Unfortunately, in Georgia, heavy metal levels in imported toys are not controlled. Recently, various organizations detected high rates on the maximum permissible concentration of heavy metals in toys, which is a great threat to the organism.
The goal of our research is to determine heavy metals (Pb, Cd, Zn, Cu) in toys. Random samples were selected for trial. Analysis revealed high rate of heavy metals, in particular Lead and Cadmium,in comparison with MPCin the 3of the 19 samples.
The survey shows that the content of heavy metals in Georgia is practically within the norms.
But it requires some exceptional attention to avoid such toys appear with children and cause illness.

მძიმე მეტალები მაღალი ატომური მასის მქონე ქიმიური ელემენტების ჯგუფია.
მრავალი მათგანი, მაგალითად რკინა, სპილენძი, თუთია, მონაწილეობს ბიოლოგიურ პროცესებში და განსაზღვრული რაოდენობით აუცილებელია ადამიანის, ცხოველის და მცენარის ცხოველქმედებისთვის. მეორე მხრივ, მძიმე მეტალები და მათი ნაერთები მავნე გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, გროვდება უჯრედებში და იწვევს მთელ რიგ დაავადებებს. მძიმე მეტალებს 40-ზე მეტი ქიმიური ელემენტი მიეკუთვნება. მათ შორის განსაკუთრებული ტოქსიკურობით გამოირჩევა ტყვია, ვერცხლისწყალი, კადმიუმი, დარიშხანი.მძიმე მეტალების შემცველობა ორგანიზმში არ შეიძლება იყოს დასაშვებ კონცეტრაციაზე მაღალი, რადგან ეს მეტალები გამოირჩევიან მაღალი ტოქსიკურობით.
პირდაპირი მოქმედების შედეგად შეიძლება მოხდეს ორგანიზმის მოწამვლა, სიმსივნის და სხვადასხვა დაავადებების გამოწვევა.ბავშვებში ეს პროცესები უფრო რთულად მიმდინარეობს, რადგან მათ ზრდა-განვითარება დასრულებული არ აქვთ. ბავშვის ორგანიზმში მძიმე მეტალები შესაძლოა აღმოჩნდეს სათამაშოებიდან. სამწუხაროდ, საქართველოში არ ხდება შემოტანილ სათამაშოებში მძიმე მეტალების განსაზღვრა. ბოლო პერიოდში აღმოჩენილ იქნა, სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ, სათამაშოებში მძიმე მეტალების ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციაზე მაღალი მაჩვენებელი, რომელიც უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ორგანიზმისთვის.
ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენს მძიმე მეტალების (Pb, Cd, Zn, Cu) განსაზღვრა სათამაშოებში. ნიმუშები აღებულია შემთხვევითი შერჩევითობის გზით. ექსპერიმენტების შედეგად დადგინდა, რომ აღებულ 19 სათამაშოდან 3 ნიმუშში აღმოჩნდა მძიმე მეტალების, კერძოდ ტყვიის და კადმიუმის ზდკ-თან შედარებით მაღალი კონცენტრაცია.
ჩატარებული კვლევით ნაჩვენებია, რომ საქართველოში შემოტანილ სათამაშოებში მძიმე მეტალების შემცველობა პრაქტიკულად ნორმების ფარგლებშია. მაგრამ ის მცირეოდენი გამონაკლისიც მოითხოვს ყურადღებას, რათა არ აღმოჩნდეს ასეთი სათამაშოები ბავშვებთან და არ გახდეს ავადმყოფობის მიზეზი.
URI: https://openscience.ge/handle/1/1532
ჩანს კოლექციებში:ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
MA Thesis Dvalishvili Natia.pdfმძიმე მეტალების განსაზღვრა სათამაშოებში584.34 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

274
checked on Jul 22, 2024

გადმოწერა

995
checked on Jul 22, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.