Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1517
Title: სილიკაგელზე დაფენილი ან კოვალენტურად იმობილიზებული ცელულოზა ტრის(3-ქლორ-5-მეთილფენილკარბამატის) შედარებითი დახასიათება ენანტიომერული ნარევების დასაყოფად სითხურ ქრომატოგრაფიაში
Authors: ხატიაშვილი, თამარ 
Advisor: ჭანკვეტაძე, ბეჟან 
Degree Name: MSc in Chemistry (Chemical Examination/Testing)
ქიმიის მაგისტრი (ქიმიური ექსპერტიზის სპეციალობით)
Degree Discipline: ქიმიური ექსპერტიზა. Chemical Examination
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Exact and Natural Sciences 
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: ენანტიომერები
ქრომატოგრაფია
ენანტიომერების ელუირების რიგის ცვლილება
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
Analytical and preparative separation of enantiomers is considered as the most difficult problem in separation science for many years due to identical properties of enantiomers in achiral environment. Only in 1980s chiral columns for high-performance liquid chromatographic (HPLC) separation of enantiomers became commercially available. Among all chiral stationary phases (CSP) available today for HPLC separation of enantiomers polysaccharide based chiral selectors (CS ) are most widely used CS and most commercially available chiral HPLC columns contain polysaccharide based CS. Polysaccharide-based CSPs are commonly prepared by physical coating of polysaccharide derivative onto the surface of silica. On the one hand, this is a quick method that does not require pre-activation of silica. As for covalently immobilized CSs, the main mechanism of immobilization is interconnection of polysaccharide chains. The advantage of this method is that immobilized chiral stationary phases are stable, compatible with different type of mobile phase components and suitable for adjustment of enantiomer elution order.
The major research goal of the present thesis is comparison of cellulose tris(3-chloro-5methylphenylcarbamate) coated or covalently immobilized on silica for separation of enantiomers in methanol and mixture of n-hexane and isopropanol (v/v) as mobile phases.
In the frames of the present thesis we also studied enantiomer elution order and described the thermodynamics of chiral separation.

ენანტიომერების ანალიზური და პრეპარატული დაყოფა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს იმ მიზეზის გამო, რომ ენანტიომერები იდენტურ თვისებებს ავლენენ აქირალურ გარემოში. მხოლოდ 1980 წლიდან გახდა შესაძლებელი მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიის გამოყენება. დღესდღეობით მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში არსებული ქირალური სელექტორებიდან ყველაზე ხშირად გამოიყენება პოლისაქარიდული ქირალური სელექტორები და კომერციულად ხელმისაწვდომი ქირალური სვეტების უმეტესობაც დამზადებულია პოლისაქარიდული ქირალური სელექტორების გამოყენებით. პოლისაქარიდული ბუნების ქირალური სტაციონარული ფაზის დამზადება ძირითადად ხდება პოლისაქარიდის ნაწარმის ფიზიკური დაფენით სილიკაგელზე. ქირალური სელექტორის მომზადების ამ მეთოდს რიგი უპირატესობები გააჩნია. ერთის მხრივ, არის სწრაფი მეთოდი, რომელიც არ საჭიროებს სილიკაგელის ზედაპირის წინასწარ გააქტიურებას. რაც შეეხება კოვალენტურად იმობილიზებულ სელექტორებს, აქ პოლისაქარიდული ჯაჭვების ურთიერთდაკავშირება არის იმობილიზაციის მთავარი მექანიზმი. ამ მეთოდის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ იმობილიზირებული ქირალური სტაციონარული ფაზები არიან მდგრადი, თავსებადი გამხსნელების მრავალნაირ კომპოზიციასთან და გამოსადეგები ენანტიომერების ელუირების რიგის შებრუნების მიზნით.
წინამდებარე პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს სილიკაგელზე დაფენილი ან კოვალენტურად იმობილიზებული ცელულოზა ტრის(3-ქლორ-5მეთილფენილკარბამატის) საფუძველზე მომზადებული ქირალური სელექტორების შედარება ენანტიომერების დაყოფის უნარის მიხედვით მოძრავ ფაზებად მეთანოლის და ჰექსან/იზოპროპანოლის (სხვადასხვა მოცულობითი თანაფარდობით) ნარევების გამოყენებით; აგრეთვე შესწავლილია ცალკეულ შემთხვევებში ენანტიომერების ელუირების რიგი და განხორციელდა ქრომატოგრაფიული დაყოფების თერმოდინამიკური დახასიათება.
URI: https://openscience.ge/handle/1/1517
Appears in Collections:ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
MA Thesis Xatiashvili Tamar.pdfსილიკაგელზე დაფენილი ან კოვალენტურად იმობილიზებული ცელულოზა ტრის(3-ქლორ-5-მეთილფენილკარბამატის) შედარებითი დახასიათება ენანტიომერული ნარევების დასაყოფად სითხურ ქრომატოგრაფიაში2.37 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

36
checked on Apr 19, 2024

Download(s)

350
checked on Apr 19, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.