Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1515
Title: სილიკაგელზე დაფენილი და კოვალენტურად იმობილიზებული ცელულოზა ტრის (3-ქლორ-5-მეთილფენილკარბამატის)შესწავლა აცეტონიტრილში ენანტიომერული ნარევების დასაყოფად სითხურ ქრომატოგრაფიაში
Authors: მუშკუდიანი, ნათია 
Advisor: ჭანკვეტაძე, ბეჟან 
Degree Name: MSc in Chemistry (Chemical Examination/Testing)
ქიმიის მაგისტრი (ქიმიური ექსპერტიზის სპეციალობით)
Degree Discipline: ქიმიური ექსპერტიზა. Chemical Examination
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Exact and Natural Sciences 
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: ქრომატოგრაფიული მეთოდები
იზომერების დაყოფა
ქირალური სელექტორების გამოყენება სითხურ ქრომატოგრაფიაში
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
Enantiomers represent molecules that are identical structural structures, but have a different spatial orientation of the accumulation of atoms and represent the mirror images of each other. In spite of similar structural formula in the two-dimensional flatness, enantiomers have different biological activity in the burning environment, pharmacokinetics, pharmacodynamics and toxicity. As a rule, in racemic environment only one enantiomer is characterized by pharmacological activity, the second enantiomer prescribes undesirable side effects of the drug and in some cases toxicity. Therefore, Analytical and preparatory partitioning of enantiomers of chiral treatment products is very important. One of the main division method of enantiomer mixtures is the highly effective liquid chromatography, and in a method the most widely used chiral stationary phases are materials prepared based on polysaccharide products.
Based on the above, it is important to investigate new stationary phases, which will allow us to divide the broader groups of enantiomers, use the broader groups of solutions, etc. That's why our goal was to use different types of substances like: acid, neutral, and basal nature (which are also subdivisions) Screening and studying on the coated and covalently immobilized cellulose tris columns by using organic solvents,Specifically with acetonitrile on which was added 0,1% DEA for base and neutral substance; and 0,1% FA (formic-acid) for acidic substances.

ენანტიომერები წარმოადგენს მოლეკულებს, რომლებსაც აბსოლუტურად იდენტური სტრუქტურული აგებულება, მაგრამ ატომების შეერთების განსხვავებული სივრცითი ორიენტაცია გააჩნია და აგებულებით ერთმანეთის სარკულ გამოსახულებებს წარმოადგენს. მიუხედავად ორგანზომილებიან სიბრტყეში მსგავსი სტრუქტურული ფორმულისა, ენანტიომერებს ქირალურ გარემოში განსხვავებული ბიოლოგიური აქტივობა, ფარმაკოკინეტიკა, ფარმაკოდინამიკა და ტოქსიკურობა ახასიათებს. რაცემულ სამკურნალო საშუალებაში, როგორც წესი, მხოლოდ ერთი ენანტიომერი ხასიათდება ფარმაკოლოგიური აქტივობით, მეორე ენანტიომერი განაპირობებს პრეპარატის არასასურველ გვერდით ეფექტებს, ზოგიერთ შემთხვევებში კი ტოქსიკურობას.
შესაბამისად ქირალური სამკურნალწამლო საშუალებების ენანტიომერების ანალიზური და პრეპარატული დაყოფა ძალიან მნიშვნელოვანია.
ენანტიომერული ნარევების დაყოფის ერთ-ერთ ძირითად მეთოდს წარმოადგენს მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია, ხოლო ამ მეთოდში ყველაზე ფართოდ გამოყენებულ ქირალურ სტაციონარულ ფაზებს პოლისაქარიდების ნაწარმების საფუძველზე მომზადებული მასალები.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ახალი სტაციონალური ფაზების კვლევა, რომელიც მოგვცემს საშუალებას დავყოთ ენანტიომერთა ფართო ჯგუფები, გამხსნელებად გამოვიყენოთ ფართო ჯგუფები და ა.შ. სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენი მიზანი იყო ჩაგვეტარებინა სხვადასხვა ბუნების მქონე ნივთიერებების კონკრეტულად: მჟავა, ნეიტრალური და ფუძე ბუნების ნივთიერებების ( რომლებიც თავის მხრივ ასევე იყოფა ქვეჯგუფებად) სკრინინგი და შეგვესწავლა სილიკაგელზე დაფენილი და კოვალენტურად იმობილიზებული ცელულოზა ტრის სვეტებზე მათი დაყოფა ორგანული გამხსნელების გამოყენებით, კონკრეტულად აცეტონიტრილით, რომელსაც დამატებული ჰქონდა 0,1%DEA (დიეთილფორმამიდი) ფუძ და ნეიტრალური ბუნების ნივთიერებებისთვის; 0,1% FA (ჭიანჭველმჟავა) მჟავა ბუნების ნივთიერებებისთვის.
URI: https://openscience.ge/handle/1/1515
Appears in Collections:ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
MA Thesis Mushkudiani Natia.pdfსილიკაგელზე დაფენილი და კოვალენტურად იმობილიზებული ცელულოზა ტრის (3-ქლორ-5-მეთილფენილკარბამატის)შესწავლა აცეტონიტრილში ენანტიომერული ნარევების დასაყოფად სითხურ ქრომატოგრაფიაში1.36 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

33
checked on May 16, 2024

Download(s)

457
checked on May 16, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.