გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის:
https://openscience.ge/handle/1/1500
სათაური: | საერთაშორისო სტუდენტური მიგრაცია თბილისში: სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები | ავტორები: | ბეროშვილი, სალომე | ხელმძღვანელი: | იაშვილი, ია | ხარისხის სახელი: | MA in Human Geography საზოგადოებრივი გეოგრაფიის მაგისტრი |
სასწავლო პროგრამის სახელი: | საზოგადოებრივი გეოგრაფია. Human Geography | განათლების საფეხური (0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო): | 1 | დაწესებულება: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ფაკულტეტი: | Faculty of Social and Political Sciences სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი |
საკვანძო სიტყვები: | სტუდენტური მობილობა და მიგრაცია სტუდენტური მობილობა და მიგრაცია საერთაშორისო სტუდენტური მიგრაცია თბილისში |
გამოცემის თარიღი: | 2018 | გამომცემელი: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
რეზიუმე: | Migration processes are important in any part of the world. The states determine their domestic and foreign policy according to migratory flows. As all the positive and negative events taking place in the country, are changing the number of population, and on the contrary, these events affect the population migration. The role of migration in Georgian history is exceptional. As a result of significant geopolitical and strategic locations, the population of the country willingly or unwillingly migrated from within the country as well as outside. Migration processes have become more active since the 1990s. Since then, Georgia has become a country of emigration, and from which the population of working age started to flow out. This master's thesis aims to study the socio-economic aspects of international student migration in Georgia. All the popular theories will be considered to explain the motives and causes of migrations in the world. We also see that despite the mood/attitude that Georgia is a country of emigration, there are social groups, which, on the contrary, are interested in our country, and their flows are growing at a moderate pace of year-to-year. მიგრაციული პროცესები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მნიშვნელოვანია. სახელმწფიოები თავიანთ საშინაო და საგარეო პოლიტიკას მიგრაციული ნაკადების მიხედვით განსაზღვრავენ. ვინაიდან ქვეყანაში მიმდინარე ყველა დადებით თუ უარყოფით მოვლენაზე განვლენას ახდენს მოსახლეობის რიცხოვნობის ცვლილება, და პირიქით, სწორედ ეს მოვლენები ახდენენ გავლენას მოსახლეობის მიგრაციებზე. საქართველოს ისტორიაში მიგრაციის როლი განსაკუთრებულია. მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მდებარეობის გამო გადატანილი ომების შედეგად ნებით თუ უნებლიეთ ქვეყნის მოსახლეობა მიგრირებდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთაც. მიგრაციული პროცესები კიდევ უფრო გააქტიურდა 1990 -იანი წლებიდან. ამ პერიოდიდან მოყოლებული საქართველო ცალსახად ემიგრაციის ქვეყანა გახდა, რომლიდანაც შრომით ასაკში მყოფმა მოსახლეობამ დიდი ნაკადებით დაიწყო გადინება. აღნიშნული სამაგისტრო ნაშრომი მიზნად ისახავს საერთაშორისო სტუდენტური მიგრაციის სოციალურ-ეკონომიკური ასპექტების შესწავლას საქართველოში. განხილული იქნება ყველა ის პოპულარული თეორია, რომელიც ცდილობს ახსნას მსოფლიოში არსებული მიგრაციების მოტივები და გამომწვევი ფაქტორები. ასევე დავინახავთ, მიუხედავად განწყობისა, რომ საქართველო არის ემიგრაციის ქვეყანა, არიან სოციალური ჯგუფები, რომლებიც პირიქით, ჩვენი ქვეყნით ინტერესდებიან, და რომელთა ნაკადებიც წლიდან-წლამდე ზომიერი ტემპებით იზრდება. |
URI: | https://openscience.ge/handle/1/1500 |
ჩანს კოლექციებში: | სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები) |
ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი | აღწერა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
MA thesis. Beroshvili.pdf | საერთაშორისო სტუდენტური მიგრაცია თბილისში: სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები | 1.33 MB | Adobe PDF | დათვალიერება-გახსნა |
CORE Recommender
გვერდის დათვალიერება
169
checked on Sep 13, 2024
გადმოწერა
423
checked on Sep 13, 2024
Google ScholarTM
გადამოწმება
ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.