გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1480
სათაური: ლისის რამპ-ანტიკლინი: გეომეტრია, მასთან დაკავშირებული ნაპრალების ტიპები და კინემატიკა
ავტორები: სადრაძე, გუგა 
ხელმძღვანელი: ალანია, ვიქტორ 
ხარისხის სახელი: MSc in Geology
გეოლოგიის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: გეოლოგია. Geology
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Exact and Natural Sciences 
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: სტრატიგრაფია
ლისის ანტიკლინის გეომეტრია
რღვევებთან-დაკავშირებული ნაოჭების ტიპები და მათი კინემატიკა
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The study area of the master science thesis is the determination of the geometry and kinematics of the Lisi rampanticline in the eastern termination of the Achara-Trialeti fold and thrust belt as well as the establishing of the geometry of fold-related fractures and creating of 3D structural models.
The thesis includes following: the introduction, 4 chapters, 6 subchapters, conclusions, database, map and the list of references.
Geological and tectonic setting of the Achara_Trialeti fold and thrust belt and the Lisi rampanticline as well as detailed description of the structure, lithology and stratigraphy of the Lisi rampanticline is introduced in the master thesis.
Up-to-date methodology applied to this study is discussed in detail: in particular the theory of the fault related folds and conceptual fold-fracture models.
Detailed field geological work and structural analysis of fractures have been undertaken at Lisi rampanticline. Available published and historic data (including drilling data) have been applied as well.
Azimuth frequency (rose diagram) plots of fracture orientations at each observation point have been created and statistical analysis have been carried out; seismic profiles have been interpreted and 3D structural models have been created.
Midland Valley's special geological modeling software Move has been used in this study.
On the basis of the study results was assumed, that the Lisi rampanticline is a typical faultpropogation faold. Formation of fractures in the Lisi fault-propogation fold had two (1) predeformation and (2) syn-deformation stages of development.

სამაგისტრო ნაშრომის კვლევის ობიექტს წარმოადგენს აჭარა-თრიალეთის ნაოჭაშეცოცებითი სარტყლის აღმოსავლურ დაბოლოებაზე განლაგებული ლისის რამპანტიკლინის გეომეტრიის და კინემატიკის განსაზღვრა, ნაოჭთან დაკავშირებული ნაპრალების გეომეტრიის დადგენა და ორ და სამგანზომილებიანი სტრუქტურული მოდელების აგება.
ნაშრომი შედგება: შესავლის, 4 თავის, 6 ქვეთავის, დასკვნის, დაკვირვების წერტილების მონაცემთა ბაზის, თბილისის მიდამოების ციფრული გეოლოგიური რუკის და ციტირებული ლიტერატურის სიისაგან.
ნაშრომში მოცემულია, როგორც ლისის რამპანტიკლინის ასევე მთლიანად აჭარათრიალეთის ნაოჭა-შეცოცებითი სარტყლის გეოლოგიური და ტექტონიკური პოზიცია, ხოლო ლისის რამპალტიკლინის დეტალური სტრუქტურული, ლითოლოგიური, სტრატიგრაფიული დახასიათება.
დეტალურად განხილულია კვლევის დროს გამოყენებული თანამედროვე მეთოდოლოგია: კერძოდ რღვევებთან დაკავშირებული ნაოჭების თეორია და ნაოჭინაპრალის ურთიერთდამოკიდებულების კონცეპტუალური მოდელები.
ლისის რამპალტიკლინის ფარგლებში ჩატარებულია დეტალური საველეგეოლოგიური სამუშაოები და ნაპრალთა სტრუქტურული ანალიზის კვლევები, აგრეთვე გამოყენებულია რეგიონის შესახებ არსებული გამოქვეყნებული და საფონდო მასალა და ჭაბურღილის მონაცემები.
თითოეული დაკვირვების წერტილისთვის აგებულია ნაპრალთა ორიენტაციის - “ვარდის“ დიაგრამები და სტატისტიკური ანალიზი; ინტერპრეტირებულია სეისმოპროფილები; აგებულია 3 განზომილებიანი სტრუქტურული მოდელები.
კვლევაში გამოყენებულია სტრუქტურული გეოლოგიის კომპიუტერული, სპეციალური პროგრამა Move.
კვლევების შედეგებზე დაყრდნობით გამოთქმულია მოსაზრება, რომ ლისის რამპანტიკლინი ტიპიური რღვევა-გავრცელებადი ნაოჭია. ლისის რღვევა-გავრცელებადი ნაოჭის ფარგლებში არსებული ნაპრალების ფორმირება დაკავშირებული იყო 2 სტადიასთან: (1) დეფორმაციამდელი და (2) დეფორმაციის თანადროული.
URI: https://openscience.ge/handle/1/1480
ჩანს კოლექციებში:ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
MA Thesis Sadradze Guga.pdfლისის რამპ-ანტიკლინი: გეომეტრია, მასთან დაკავშირებული ნაპრალების ტიპები და კინემატიკა6.67 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

89
checked on Jul 22, 2024

გადმოწერა

142
checked on Jul 22, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.