Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1472
Title: GST გენების (GSTT1 და GSTM1) პოლიმორფიზმის კავშირი წამლებით გამოწვეულ ჰეპატოტოქსიკურობასთან ფილტვის ტუბერკულოზის დროს, ქართულ პოპულაციაში
Authors: ხუჯაძე, ინგა 
Advisor: გაიოზიშვილი, მაია 
ბუაძე, თამარ 
Degree Name: ბიოლოგიის მაგისტრი (ბიომრავალფეროვნება, ბიოქიმია; ნეირომეცნიერებები; განვითარების ბიოლოგია; მცენარეთა ფიზიოლოგია; მიკრობიოლოგია; იმუნოლოგია; უჯრედული ბიოლოგია, მოლეკულური ბიოლოგია; გენეტიკა; ბიოფიზიკა). MSc in Biology (Biodiversity; Biochemistry; Neurosciences, Developmental Biology; Plant Physiology, Microbiology; Imunology; Cellular biology; Molecular Biology; Genetics, Biophysics)
Degree Discipline: ბიოლოგია. Biology
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Exact and Natural Sciences 
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: წამლის ჰეპატოტოქსიკურობის მოლეკულურ-გენეტიკური საფუძვლები
GSTM1 და GSTT1 გენების პოლიმორფიზმი
GST გენების პოლიმორფიზმი ქართული პოპულაციის ჯანმრთელ ინდივიდებში
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
Nowadays, the genetic study of the effectiveness of pharmacotherapy and its side effects is actively achived. The reason for the development of a significant part of hepatitis is the effect of medication.
The cause of hepatotoxicity of some drugs is the polymorphism of the genes encoding enzymes which are involved in the metabolism of these drugs. To the number of these enzymes belongs to Glutathiones-Transferase (GST). GST plays a vital role in II phase biotransformation and detoxification of many artificially produced compounds, including drugs. GSTs are polymorphic and they are characterised by ethno-dependency associated with various diseases. One of these diseases is tuberculosis.
Liver damage caused by anti tuberculosis drugs causes a lot of side effects in the treatment of disease.
Thus, it is necessary to take into account genotypic differences during treatment with antituberculotic drugs in order to reduce the risk of liver damage caused by preparations.

ფარმაკოთერაპიის ფართოდ გამოყენების პირობებში მისი ეფექტურობისა და გვერდითი მოვლენების აგენეტიკური შესწავლა განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს. მრავალი სამკურნალო პრეპარატების მიღებას თან სდევს მეტ-ნაკლები ხარისხით გამოხატული უარყოფითი ეფექტები, რომელთა შორის პირველ რიგში,ჰეპატიტების განვითარება უნდა აღინიშნოს. ცნობილია, რომ, როგორც წესი წამალი ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ექვემდებარება შესაბამისი ფერმენტებით განპირობებულ მეტაბოლურ გარდაქმნებს, ამ გარდაქმნების დაუსრულებლობა, მათი შეფერხებული, ან პირიქით სწრაფი მიმდინარეობა, სამკურნალწამლი საშუალებებით ინდუცირებული ტოქსიკურობის მიზეზი ხდება. მრავალი ხელოვნურად წარმოებული ნაერთის, მათ შორის წამლების II ფაზის ბიოტრანსფორმაცია და დეტოქსიკაცია ღვიძლში მიმდინარეობს,თუმცა ამ პროცესში ჩართული ფერმენტების მოქმედების შედეგად შესაძლოა უფრო ტოქსიკური პროდუქტები წარმოიქმნას, რაც ჰეპატოტოქსიკურობასა და შესაბამისად ჰეპატიტების განვითარების საფრთხეს ქმნის. აღნიშნული ხაზგასმით მიუთითებს წამლების მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტების მაკოდირებელი გენების პოლიმორფიზმისა, და შესაბამისად, გენოტიპის როლზე ჰეპატიტების ფორმირებაში.
წამლების ჰეპატოტოქსიკურობის შესწავლისას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ შემთხვევებს, როდესაც მკურნალობა ხანგრძლივ პერიოდს საჭიროებს.შესაბამისად ღვიძლის დაზიანების ალბათობაც მაღალია. ამ მხრივ გამოკვეთილი ინტერესის საგანს, როგორც დაავადება, წარმოადგენს ტუბერკულოზი, როგორც ფართოდ გავრცელებული და ხანგრზლივ მკურნალობას დაქვემდებარებული ისეთი დაავადება, რომლის მკურნალობაც თვეების განმავლობაში მიმდინარეობს.
ცნობილია, რომ განსაკუთრებულ როლს წამლების ბიოტრანსფორმაციასა და დეტოქსიკაციაში ასრულებენ გლუტათიონ-S-ტრანსფერაზები (GST), ფერმენტები, რომლებიც მათი მაკოდირებელი გენების პოლიმორფულობის გამო, განსხვავებული აქტივობის ისეთ ჯგუფებს ქმნიან(განსხვავებილი აქტივობით ხასიათდებიან),რომელთაც ახასიათებთ ეთნო-დამოკიდებულება სახვადასხვა სახის დაავადებასთან.
ტუბერტკულოზიც სწორედ ერთ-ერთ ასეთ დაავადებას წარმოადგენს.
ტუბერკულოზის საწინააღმდეგო წამლებით გამოწვეული ღვიძლის დაზიანება იწვევს უამრავ გვერდით ეფექტს დაავადების მკურნალობისას. ამგვარად, აუცილებელი ხდება გენოტიპური სხვაობების გათვალისწინება ანტიტუბერკულოზური პრეპარატებით მკურნალობისას, რათა შემცირებული და თავიდან აცილებული იქნას პრეპარატებით გამოწვეული ღვიძლის დაზიანების რისკი.
URI: https://openscience.ge/handle/1/1472
Appears in Collections:ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
MA Thesis Xujadze Inga.pdfGST გენების (GSTT1 და GSTM1) პოლიმორფიზმის კავშირი წამლებით გამოწვეულ ჰეპატოტოქსიკურობასთან ფილტვის ტუბერკულოზის დროს, ქართულ პოპულაციაში1.07 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

186
checked on Apr 19, 2024

Download(s)

272
checked on Apr 19, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.