გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1471
სათაური: Pseudomonas aeruginosa-ს სპეციფიკური ფაგის ფარმაკოკინეტიკისა და ანტიფაგური ანტისხეულების წარმოქმნის დინამიკის შესწავლა თაგვის მოდელზე
ავტორები: ტრაპაიძე, ლიზი 
ხელმძღვანელი: თედიაშვილი, მარინე 
ჯანელიძე, ნინო 
ხარისხის სახელი: ბიოლოგიის მაგისტრი (ბიომრავალფეროვნება, ბიოქიმია; ნეირომეცნიერებები; განვითარების ბიოლოგია; მცენარეთა ფიზიოლოგია; მიკრობიოლოგია; იმუნოლოგია; უჯრედული ბიოლოგია, მოლეკულური ბიოლოგია; გენეტიკა; ბიოფიზიკა). MSc in Biology (Biodiversity; Biochemistry; Neurosciences, Developmental Biology; Plant Physiology, Microbiology; Imunology; Cellular biology; Molecular Biology; Genetics, Biophysics)
სასწავლო პროგრამის სახელი: ბიოლოგია. Biology
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Exact and Natural Sciences 
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: დაავადების პათოგენეზი
ბაქტერიოფაგები
ბაქტერიოფაგები და იმუნური სისტემა
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
Nowadays, infections caused by Pseudomonas aeruginosa and fighting against them are a priority of clinical medicine that is associated with increased resistance to antibiotics of this microorganism.
Therefore, interest in phagotherapy in the treatment of diseases caused by this opportunistic pathogen is increasing not only in Georgia, but worldwide.
Pharmacological studies are the previous preparatory stage for the introduction of medicines, including phagic drugs, in the clinic, which is of great importance in terms of their effectiveness and safety. Nowadays, the rational use of phagic therapy requires a detailed description of the candidate phages and the study of pharmacokinetic and pharmacodynamic characteristics.
The objective of this study was P.Aeruginosa specific phage called PNMx, which was separated from the Mtkvari water in 2018. For the above mentioned phage, as the proposed candidate in the experimental-therapeutic preparation we have studied the different biological features: lysine spectrum, multiplication dynamics, the frequency of generation and stability of phagospecific mutants in the thoracic area, for which we have used semi-purified phagic drug “phagolysate”. the same drug was used to study the pharmacokinetics and pharmacodynamics on the mouse model, and high purity phagine preparation (CsCl gradient cleansed) was used for studying the phage virion morphology and DNA restricting profile. The study used standard bacteriological and immunologic methods for research on phages.

დღეისათვის, Pseudomonas aeruginosa-თი გამოწვეული ინფექციები და მათთან ბრძოლა კლინიკური მედიცინის პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც ამ მიკროორგანიზმის ანტიბიოტიკების მიმართ გაზრდილ რეზისტენტობას უკავშირდება. ამდენად, ამ ოპორტუნისტული პათოგენით გამოწვეულ დაავადებების სამკურნალოდ ფაგოთერაპიის მიმართ ინტერესი სულ უფრო მზარდია არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით.
ახალი სამკურნალო პრეპარატების, მათ შორის ფაგური პრეპარატების კლინიკაში დანერგვისათვის წინა მოსამზადებელ საფეხურს ფარმაკოლოგიურ კვლევები წარმოადგენს, რასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება მათი ეფექტურობისა და უსაბრთხოების დასაბუთების თვალსაზრისით. დღესდღეობით ფაგური თერაპიის რაციონალური გამოყენებისთვის აუცილებელია კანდიდატი ფაგების დეტალური დახასიათება და ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური მახასიათებლების შესწავლა.
მოცემული კვლევის ობიექტს წარმოადგენდა P.aeruginosa-ს მიმართ სპეციფიკური ფაგი PNMX, რომელიც გამოყოფილი იყო მტკვრის წყლიდან, 2017 წელს. აღნიშნული ფაგისათვის, როგორც ექსპეტიმენტულ თერაპიულ პრეპარატში შემავალი სავარაუდო კანდიდატისათვის შევისწავლეთ სხვადასხვა ბიოლოგიური მახასიათებლები: ლიზისური სპექტრი, გამრავლების დინამიკა, ფაგოსპეციფიკური მუტანტების წარმოქმნის სიხშირე და სტაბილობა თხიერ არეში, რისთვისაც გამოვიყენეთ ნახევრად გასუფთავებული ფაგური პრეპარატი (ფაგოლიზატი). იგივე პრეპარატით მოვახდინეთ თაგვის მოდელზე ფარმაკოკინეტიკისა და ფარმაკოდინამიკის შესწავლა, ხოლო ფაგის ვირიონის მორფოლოგიისა და დნმ-ს რესტრიქციული პროფილის კვლევისათვის ვიყენებდით მაღალი სისუფთავის (CsCl გრადიენტში გასუფთავებული) ფაგური პრეპარატი. ჩატარებულ ექსპერიმენტებში განიყენებული იყო ფაგებზე კვლევის სანდარტული ბაქტერიოლოგიური და იმუნოლოგიერი მეთოდები.
URI: https://openscience.ge/handle/1/1471
ჩანს კოლექციებში:ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
MA Thesis Trapaidze Lizi.pdfPseudomonas aeruginosa-ს სპეციფიკური ფაგის ფარმაკოკინეტიკისა და ანტიფაგური ანტისხეულების წარმოქმნის დინამიკის შესწავლა თაგვის მოდელზე2.34 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

170
checked on Jul 22, 2024

გადმოწერა

777
checked on Jul 22, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.