Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1469
Title: საჯარო სერვისების აუთსორსინგის განხორციელების მექანიზმების ეფექტურობა საქართველოში და საჯარო - კერძო პარტნიორობის ძირითადი ნაკლოვანებები
Authors: სამხარაძე, ნათია 
Advisor: მაჭარაშვილი, ნანა 
Degree Name: Master of Arts in Public Policy and Administration
საჯარო მმართველობის მაგისტრი
Degree Discipline: სახელმწიფო მართვა და საჯარო პოლიტიკა. Public Policy and Administration
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: საჯარო სერვისების აუთსორსინგი და მისი არსი
საჯარო-კერძო პარტნიორობა
სახელმწიფო შესყიდვების საკანონმდებლო ჩარჩო და განხორციელებული რეფორმები
Issue Date: 2018
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
In developing country, such as Georgia, it is necessary to create a flexible system based on partnership
relationship that can respond to existing challenges quickly and effectively.
The public-private partnership model and outsourcing relations are one way to achieve the goal.
Public private partnership and outsourcing turns the state into service and society-oriented flexible
institution. Consequently, in order to achieve this objective, it’s important to study the existing
legislative environment and the technical specifications implemented in this type of relationship are
able to work efficiently.
Such relationships are practiced in all areas: education, healthcare, infrastructure, environmental
protection, defense, urban planning, etc. 20-30% of the state budget is spent annually, increasing the
economy earned by the state and increasing public interest to know how the budget funds are spent.
Therefore, it is important to study the reforms carried out by the state and to analyze the efficiency of
legislative and infrastructural mechanisms for carrying out public service outsourcing.
The research aims to analyze the efficiency of legislative and institutional mechanisms for public
service outsourcing and public-private partnership, study of legislative reforms, evaluation of
procurement electronic system, its deficiencies and major challenges.
The subject of research is electronic system of state procurement of Georgia and existing legislative
framework.

საქართველოსთვის, როგორც განვითარებადი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია შექმნას
პარტნიორულ ურთიერთობებზე დამყარებული მოქნილი სისტემა, რათა შეძლოს სწრაფად და
ეფექტურად უპასუხოს არსებულ გამოწვევებს.
საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელის და აუთსორსინგული ურთიერთობების გაღმავება
მიზნის მიღწევის ერთ ერთი საშუალებაა.
საჯარო სერვისების მიწოდება აუთსორსინგის და საჯარო-კერძო პარტნიორობის
გამოყენებით სახელმწიფოს აქცევს სერვისზე და საზოგადოებაზე ორიენტირებულ მოქნილ
ინსტიტუციად.
შესაბამისად, ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა დადგინდეს საქართველოში არსებული
საკანონმდებლო გარემო და დანერგილი ტექნიკური მახასიათებლები რამდენად იძლევა
შესაძლებლობას ეფექტრად იმუშაოს ასეთი ტიპის ურთიერთობებმა.
მსგავსი ტიპის ურთიერთობები გვხვდება პრაქტიკულად ყველა სფეროში: განათლება,
ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვა, თავდაცვა, ურბანული დაგეგმარება და სხვ.
ყოველწლიურად იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტის 20-30% , მზარდია სახელმწიფოს მიერ
მიღებული ეკონომიაც და იზრდება საზოგადოების მხრიდან ინტერესიც, იცოდეს თუ როგორ
ხდება საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა.
შესაბამისად მნიშვნელოვანია შევისწავლოთ სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები,
საზოგადოებრივი სერვისების აუთსორსინგის განხორციელების საკანონმდებლო და
ინფრასტრუქტურული მექანიზმების ეფექტურობის შესასწავლად. აღნიშნული საკითხების
შესწავლას ეძრვნება სწორედ ნაშრომი - „საჯარო სერვისების აუთსორსინგის განხორციელების
მექანიზმების ეფექტურობა საქართველოში და საჯარო - კერძო პარტნიორობის ძირითადი
ნაკლოვანებები“.
კვლევის მიზანია საზოგადოებრივი სერვისების აუთსორსინგის და საჯარო-კერძო
პარტნიორობის განხორციელების საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმების
ეფექტიანობის კვლევა, საკანონმდებლო რეფორმების შესწავლის, შესყიდვების
ელექტრონული სისტემის შეფასების, სისტემის ნაკლოვანებების და ძირითადი გამოწვევების
იდენტიფიცირების გზით.
კვლევის საგანს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული
სისტემა და არსებული საკანონმდებლო ჩარჩო.
URI: https://openscience.ge/handle/1/1469
Appears in Collections:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro samkharadze.pdfსაჯარო სერვისების აუთსორსინგის განხორციელების მექანიზმების ეფექტურობა საქართველოში და საჯარო - კერძო პარტნიორობის ძირითადი ნაკლოვანებები520.33 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

106
checked on Apr 29, 2024

Download(s)

419
checked on Apr 29, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.