Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1463
Title: საჯარო მმართველობა ციფრული მედიის ერაში მოქალაქეების თანამონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ონლაინ პლატფორმების მეშვეობით
Authors: ბარბაქაძე, ანა 
Advisor: მაჭარაშვილი, ნანა 
Degree Name: Master of Arts in Public Policy and Administration
საჯარო მმართველობის მაგისტრი
Degree Discipline: სახელმწიფო მართვა და საჯარო პოლიტიკა. Public Policy and Administration
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: საჯარო მმართველობა
ციფრული მედია
ონლაინ პლატფორმები
Issue Date: 2018
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
Digital media have long since transformed the behavioral characteristics of a number of fields, so that
the communication sources of the different directions are either completely eliminated or reduced to
consumers. The question is whether digital media can be replaced by traditional media. Taking into
consideration this rapidly changing and lifelong tendency, commercial and private organizations
needed public governance and state agencies as well. In the era of digital media, while social
network's protest and initiated campaigns on the streets and in some cases react to demands, the
function of social networks exceeds the scope of personal consumption, photos, different links and
personal status publishing. Today it is one of the most urgent, quick, accessible and comprehensive
means of communication for individuals, as well as private and public sectors. Citizens publicly claim
their wishes, interests, and demands on social networks. The associates find each other and all these
are already given a campaign. In turn, the public sector uses this form of communications - the
fastest, the lowest, and the most expensive to share their achievements and initiatives.
The goal of our research is to determine what tools the public sector provides for citizens to engage in
decision-making and initiation, what other alternatives to the population online to express their own
opinion and how the community uses communication with government agencies and public servants
to share their ideas That's it.
The task of our research is to analyze and monitor data on online government portals to determine
how much people are able to interact and how they are involved in the decision-making process.
Also, the online questionnaire is to determine the positivity of Facebook users at the level of
engagement offered to them and to get involved in the decision-making process if possible. At the
same time we will analyze international and local practice and consider the example of social
activities in social networks. We will consider some of our internet platforms to fix their positions.
For research we will use analysis of secondary sources, online, semi-structured question on Facebook
users in Georgia, and will also use observational analysis and data collection methods. Choosing an
online questionnaire is random.

ციფრულმა მედიამ თავისი გავლენისა და მასშტაბურობის წყალობით, დიდი ხანია რაც
არაერთი სფეროს ქცევითი მახასიათებლები შეცვალა, იმდენად რომ სხვადასხვა
მიმართულებების საკომუნიკაციო წყაროები ან სრულად გააქრო ან მომხმარებლები
შეუმცირა. საუბარია იმაზეც ჩაანაცვლებს თუ არა ციფრული მედია ე.წ ტრადიციულ მედიას.
ამ სწრაფად ცვალებადი და ცოცხალი პროცესის ტენდენციების გათვალისწინება გარდა
კომერციული და კერძო ორგანიზაციებისა საჯარო მმართველობის, სახელმწიფო
ორგანოებსაც დასჭირდათ. ციფრული მედიის ერაში, მაშინ როდესაც სოციალურ ქსელებში
გამოხატული პროტესტი და წამოწყებული კამპანია ქუჩებში ინაცვლებს და რიგ
შემთხვევებში მოთხოვნებზე რეაგირებას იღებს, სოციალური ქსელების ფუნქცია სცდება
მხოლოდ პირადი მოხმარების, ფოტოების, სხვადასხვა ბმულებისა და პირადი სტატუსის
გამოქვეყნების ფარგლებს. დღეს ის არის კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური,
სწრაფი, ხელმისაწვდომი და მრავლისმომცველი საშუალება, როგორც ინდივიდებისთვის,
ასევე კერძო თუ საჯარო სექტორისთვის. მოქალაქეები, სოციალურ ქსელებში საჯაროდ
აცხადებენ თავიანთ სურვილებს, ინტერესებს, მოთხოვნებს. თანამოაზრეები ერთმანეთს
პოულობენ და ამ ყოველივეს უკვე კამპანიური ხასიათიც კი ეძლევა. თავის მხრივ კი, საჯარო
სექტორი კომუნიკაციის ამ ფორმას - სხვებთან შედარებით ყველაზე სწრაფს, იაფს და
მრავლისმომცველს საკუთარი მიღწევებისა და ინიციატივების გასაზიარებლად იყენებს.
ჩვენი კვლევის მიზანია დადგინდეს თუ რა საშუალებებს თავაზობს საჯარო სექტორი
მოქალაქეებს, რომ ისინი ჩაერთნონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ინიცირებაში,
რა სხვა ალტერნატივები აქვს მოსახლეობას ონლაინ საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად და
რამდენად იყენებს თავად საზოგადოება სამთავრობო უწყებებთან და საჯარო მოხელეებთან
კომუნიკაციისთვის, საკუთარი იდეების გაზიარების ამ შესაძლებლობას.
ჩვენი კვლევის ამოცანაა სამთავრობო ონლაინ პორტალებზე დაკვირვებითი ანალიზი და
მონაცემთა შეგროვება იმის დასადგენად თუ რამდენად ეძლევათ მოქალაქეებს ინტერაქციის
საშუალება და რამდენად ერთვებიან ისინი შანსის არსებობის შემთხვევაში
გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასევე ონლაინ კითხვარის საშუალებით ფეისბუქ
მომხმარებლების განწყობის დადგენა მათთვის შეთავაზებულ ჩართულობის დონეზე და მათ
მზაობაზე შესაძლებლობის შემთხვევაში ჩაერთნონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ამასთანავე გავაანალიზებთ საერთაშორისო და ადგილობრივ პრაქტიკას და განვიხილავთ იმ
მაგალითებს, როდესაც სოციალურ ქსელებში საზოგადოებრივ აქტივობას შედეგი
მოჰყვა.განვიხილავთ საკუთარი პოზიციების დასაფიქსირებელ რამდენიმე ინტერნეტ
პლატფორმას.
კვლევისათვის გამოვიყენებთ მეორეული წყაროების ანალიზს, ონლაინ
ნახევრადსტრუქტურუებულ კითხვარს Facebook ის ქართველ მომხმარებლებში, ასევე
გამოვიყენებთ დაკვირვებითი ანალიზის და მონაცემთა შეგროვების მეთოდებს. ონლაინ
კითხვარის შემთვევაში შერჩევა შემთხვევითია.
URI: https://openscience.ge/handle/1/1463
Appears in Collections:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
MA Thesis.Barbakadze sajaro.pdfსაჯარო მმართველობა ციფრული მედიის ერაში მოქალაქეების თანამონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ონლაინ პლატფორმების მეშვეობით364.96 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

123
checked on Apr 29, 2024

Download(s)

269
checked on Apr 29, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.