გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1456
სათაური: კაინის მჟავით გამოწვეულ ეპილეფსიაზე რკინის ნანონაწილაკებთან დაკავშირებული ქვერცეტინის მოქმედების ეფექტურობის შესწავლა ვირთაგვებში
ავტორები: ქიმერიძე, თამარ 
ხელმძღვანელი: დორეული, ნანული 
ჩხარტიშვილი, ბუციკო 
ხარისხის სახელი: ბიოლოგიის მაგისტრი (ბიომრავალფეროვნება, ბიოქიმია; ნეირომეცნიერებები; განვითარების ბიოლოგია; მცენარეთა ფიზიოლოგია; მიკრობიოლოგია; იმუნოლოგია; უჯრედული ბიოლოგია, მოლეკულური ბიოლოგია; გენეტიკა; ბიოფიზიკა). MSc in Biology (Biodiversity; Biochemistry; Neurosciences, Developmental Biology; Plant Physiology, Microbiology; Imunology; Cellular biology; Molecular Biology; Genetics, Biophysics)
სასწავლო პროგრამის სახელი: ბიოლოგია. Biology
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Exact and Natural Sciences 
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ეპილეფსია
მაგნიტური ნანონაწლაკები
ელექტროფიზიოლოგიური მეთოდიკა
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The study of effective remedies against neurodegenerative disorders showed neuroprotective nature of flavonoids - an antioxidant of plant origin . Quercetin is one of the widespread representatives of this group and the interest of scientists towards it contributed to numerous biological abilities of Quercetin. Many of its pharmacological effects are known: antiinflammatory, anti-bacterial, anticancer, but the use of Quercetin has been limited due to it poor bioavailability.
The modern approach to solve problem is usage of nanoparticles (NP).
It is shown that nanoparticles protect, control the release and increase the influence of bioactive compounds to the target area.
The goal of the research was in electrophysiological experiment to determine quercetin and q-mnp effects on epileptiform activity, generated by an intra hippocampal application of kainic acid (KA) and the memory disorders due to epileptic status of KA in behavioral experiments.
The experiments were carried out on adult 10-12 week old white laboratory rats. In the rats anesthetized with ketamine and placed in the stereotaxic chamber an epileptiform activity, induced by KA intra hippocampal injection were registered and the effects of preliminary systemic administration into caudal vein on the duration and generation frequency were estimated.
Quercetin/q-mnp effects on behavioral disorders due to KA were also evaluated in the open field and T-maze. The registration and analysis of neuronal activity of the hippocampus were done using a computer program Chart 5.5. The statistical processing of the data obtained was performed using the PRIZM program.

ნეიროდეგენერაციულ დარღვევათა წინააღმდეგ ეფექტური საშუალებების კვლევამ გამოავლინა ფლავონოიდების - მცენარეული წარმოშობის ანტიოქსიდანტების ნეიროპროტექტორული ბუნება. ქვერცეტინი ფლავონოიდების ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული წარმომადგენელია, რომლის მიმართ მეცნიერთა ინტერესი განაპირობა მისმა მრავალრიცხოვანმა ბიოლოგიურმა შესაძლებლობებმა. ქვერცეტინის ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტისიმსიმნური აქტივობის მიუხედავად, მისი კლინიკაში გამოყენება ნაკლებად ხდება ცუდი ბიოშეღწევადობის გამო. პრობლემების თავიდან ასაცილებლად უკანასკნელი ტექნოლოგიური მიღწევაა ნანონაწილაკები, რომლებიც უკავშირდებიან რა წამლებს, ზრდიან მათ სტაბილურობას, რითიც ამცირებენ წამლების კონტაქტს გარემოსთან მათი ტრანსპორტირების დროს.
კველევის მიზანს წარმოადგენდა ქვერცეტინისა და ქ-მნნ-ის ეფექტების განსაზღვრა ელექტროფიზიოლოგიურ ექსპერიმენტში კაინის მჟავას (კმ) ინტრაჰიპოკამპური აპლიკაციით გენერირებულ ეპილეფტიფორმულ აქტივობაზე და ქცევით ექსპერიმენტებში კმ-ის ეპილეფსიური სტატუსით (კმ-ეს) განპირობებულ მეხსიერების დარღვევაზე.
ცდები განხორციელდა ზრდასრულ 10-12 კვირის თეთრ ლაბორატორიულ ვირთაგვებზე. კეტამინით ანესთეზირებულ და სტერეოტაქსულ აპარატში ფიქსირებულ ვირთაგვებში აღვრიცხავდით კმ-ის ინტრაჰიპოკამპური ინექციით გამოწვეულ ეპილეფტიფორმულ აქტივობას და ვაფასებდით ქვერცეტინის/ქ-მნნ-ის წინასწარი სისტემური ადმინისტრაციის (კუდის ვენაში ინექცია) ეფექტებს ეპილეფტიფორმული აქტივობის ხანგრძლივობასა და გენერაციის სიხშირეზე. ქვერცეტინის/ქ-მნნ-ის ეფექტები ასევე შეფასდა კმ-ეს-ით განპირობებულ ქცევით დარღვევებზე ღია ველსა და Tლაბირინთში.
ჰიპოკამპის ნეირონული აქტივობის რეგისტრაცია და ანალიზი მიმდინარეობდა კომპიუტერული პროგრამით Chart 5.5, მიღებული მონაცემების სტატისტიკური დამუშავება კი განხორციელდა PRIZM პროგრამით.
URI: https://openscience.ge/handle/1/1456
ჩანს კოლექციებში:ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
MA Thesis Qimeridze Tamar.pdfკაინის მჟავით გამოწვეულ ეპილეფსიაზე რკინის ნანონაწილაკებთან დაკავშირებული ქვერცეტინის მოქმედების ეფექტურობის შესწავლა ვირთაგვებში2.05 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

60
checked on Jul 22, 2024

გადმოწერა

457
checked on Jul 22, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.