Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1446
Title: პრო-დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ნეოლიბერალიზაციის პროცესში 2003-2012 საქართველოში
Authors: არობელიძე, გიორგი 
Advisor: ერისთავი, კონსტანტინე 
Degree Name: Master of Arts in Political Science
პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრი
Degree Discipline: პოლიტიკის მეცნიერება. Political Science
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: ნეოლიბერალური მოდელის წარმოების ისტორია
არასამთავრობო ორგანიზაციების პრიორიტეტები
შრომის კოდექსი
Issue Date: 2018
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
The process of neoliberalization in Georgia can be divided into two stages, the first stage
involves the period from Georgian independence to the period of Rose Revolution, when the
government funded by International Monetary Fund started privatization process. During this
period thousands of factories were disbanded and sold as scrap metal. The second stage
of neoliberatizarion can be considered the Rose Revolution. What processes started after the
revolution in Georgia, what economic and social transformation took place around us, and
especially the role of local donors / organizations in this process. NGOs have been formed over
the years that can influence on decision-making process. In many cases, they create different
discourses around which discussions are going on in Georgian society. Their work is broadly
covered by the media, which also promotes their influence. Consequently, research was
conducted to study “The role of pro-Western NGOs in neoliberalization process in Georgia in
2003-2012". Research aimed to determine the role of NGOs in the process of neoliberalization
of the Georgian State from 2003 to 2012. According to this target, three main tasks of the study
were formed: 1) To determine if the leading nongovernmental organizations have the positions
on deregulation and privatization policy that begins in post-revolutionary times; 2) The role of
civil society in the establishment of the idea of individual and personal responsibility (in case of
success / failure); 3) How did the civil sector react to the protest of civilians who were left
without social protection and were forsaken to poverty (their statements, the campaign or the
responses)?. The hypothesis of this research was the following: politics produced by proWestern
NGOs

came in line with the neoliberal course chosen by the government. I used the
Qualitative Research Method to analyze, in particular the Content Analysis. The study showed
that between 2003 and 2012 the role of a large number of NGOs was quite high in the
neoliberalization process. This was well seen in projects funded by them, where almost never
was allocated social priorities or financing them. The most important thing is that almost
couldn't be found NGOs statments about such issues as mass privatization, environmental pollution, Labor Code, etc. They have ignored such issues as poverty, labor issues, and so forth.
Their work is mostly focused on civil and political equality.

საქართველოში ნეოლიბერალიზაციის პროცესი შეგვიძლია ორ ეტაპად დავყოთ,
პირველი ეტაპი მოიცავს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ვარდების რევოლუციამდე
პერიოდს, როდესაც სავალუტო ფონდისგან მხარდაჭერილმა მთავრობამ დაიწყო
პრივატიზაციის პროცესი. ამ პერიოდში ათასობით ქარხანა დაიშალა და ჯართად
გაიყიდა. მეორე ეტაპის ათვლის სათავედ კი შეგვიძლია ვარდების რევოლუცია
მივიჩნიოთ. რა პროცესები დაიწყო რევოლუციის შემდეგ საქართველოში, რა
ეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაციები მოხდა ჩვენ ირგვლივ,
განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია ამ პროცესში ადგილობრივი
დონორების/ორგანიზაციებისა როლი. არასამთავრობო ორგანიზაციები წლების
განმავლობაში ჩამოყალიბდა იმგვარ ინსტიტუციად, რომელსაც გადაწყვეტილების
მიღების პროცესზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ხშირ შემთხვევაში, ისინი ქმნიან
სხვადასხვა დისკურსს, რომლის ირგვლივაც მიმდინარეობს დისკუსიები ქართულ
საზოგადოებაში. მათი საქმნიანობა ფართოდ არის გაშუქებული მედიის მიერ, რაც ასევე
ხელს უწყობს მათი გავლენის გაზრდას. შესაბამისად, ჩატარდა კვლევა: "პროდასავლური

არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ნეოლიბერალიზაციის პროცესში
2003-2012 საქართველოში". კვლევის მიზანი იყო, დადგენა იმისა, თუ რა როლი ითამაშა
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქართული სახელმწიფოს ნეოლიბერალიზაციის
პროცესში 2003 წლიდან 2012 წლამდე. მიზნის შესაბამისად, გამოიყო შემდეგი
ამოცანები: 1) გამორკვევა იმისა, თუ პოზიციები ჰქონდათ წამყვან არასამთავრობო
ორგანიზაციებს, დერეგულირებისა და პრივატიზაციის პოლიტიკაზე, რომელიც
პოსტრევოლუციურ პერიოდში იწყება; 2) გამორკვევა იმისა, თუ რა როლი ითამაშა
სამოქალაქო სექტორმა ინდივიდუალიზმისა და პირადი პასუხისმგებლობის
(წარმატება/წარუმატებლობის შემთხვევაში) იდეის დამკვიდრებაში; 3) როგორ
რეაგირებდა სამოქალაქო სექტორი სოციალური დაცვის გარეშე დარჩენილ, სიღარებისთვის განწირული მოქალაქეების პროტესტზე (მათი განცხადებები,
წარმოებული კამპანია, თუ გამოხმაურებები). მოცემული კვლევის ჰიპოთეზა იყო
შემდეგი: პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოებული
პოლიტიკა თანხვედრაში მოდიოდა ხელისუფლების მიერ არჩეულ ნეოლიბერალურ
კურსთან. ნაშრომის შესასწავლად გამოვიყენე თვისებრივი კვლევის მეთოდი, კერძოდ
კი კონტენტ ანალიზი. კვლევამ ცხადყო, რომ 2003 წლიდან 2012 წლამდე
არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილის როლი საკმაოდ მაღალი იყო
ნეოლიბერალიზაციის პროცესში. ეს კარგად ჩანდა მათ მიერ დაფინანსებულ
პროექტებში, სადაც თითქმის არასდროს ხდებოდა სოციალურ თემატიკის
პრიორიტეტად გამოყოფა, ან მისი დაფინანსება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის,
რომ ჩვენ თითქმის ვერ ვხვდებით ისეთ საკითხებზე გაცხადებებს, როგორიცაა
მასობრივი პრივატიზაცია, გარემოს დაბინძურება, შრომის კოდექსი და ა.შ. ისინი
მასობრივად ახდენდნე ისეთი საკითხები უგულებელყოფას, როგორიცაა სიღარიბე,
შრომითი საკითხები და ა.შ და კონცერტრირდებოდნენ სამოქალაქო და პოლიტიკური
თანასწორობის სხვადასხვა საკითხზე.
URI: https://openscience.ge/handle/1/1446
Appears in Collections:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
MA.Thesis.Arobelidze politika.pdfპრო-დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ნეოლიბერალიზაციის პროცესში 2003-2012 საქართველოში524.09 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

116
checked on Apr 19, 2024

Download(s)

435
checked on Apr 19, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.