Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1439
Title: მართლმადიდებლური ეკლესიის პოლიტიკური როლი თანამედროვე საქართველოში: პატრიარქის ეპისტოლეების თვისებრივი ანალიზი
Authors: აბულაძე, გვანცა 
Advisor: მელიქიძე, გიორგი 
Degree Name: Master of Arts in Political Science
პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრი
Degree Discipline: პოლიტიკის მეცნიერება. Political Science
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: სახელმწიფო და ეკლესია
მართლმადიდებლური ეკლესიის ავტორიტეტი საქართველოში
მართლმადიდებლური ეკლესიის როლი სახელმწიფოს პოლიტიკაში
პატრიარქის ეპისტოლეები
Issue Date: 2018
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
The Constitution of Georgia recognizes the special role of Orthodox Church in the
history of the country. The aim of the presented Master’s Thesis is to determine the political
role of the Orthodox Church in modern Georgia. Georgia is a secular state, therefore, the
church and the state must be separated from each other, though we often meet opposite
occasions. The in-depth analysis of these cases is my research interest. According to the
research hypothesis, the Church authority in the society determines its role in politics.
The Catholicos-Patriarch of All Georgia Ilia II has great authority in the country;
therefore its assessments have particular importance for Georgian society. Based on this, it is
important to analyze the epistles of the Patriarch. During the study is used the qualitative
research methodology: Patriarch’s epistles of the 1978-2017 is analyzed through the content
analysis. In addition, using experimental interviews, I tried to determine the authority of the
Church in the conditions of a secular state, its conditional factors and the political role of the
Orthodox Church in modern Georgia.
By a certain sense of scientific literature, secularism diminishes the Church’s authority
in society and its role in politics. However, on the basis of the research it was established that
Georgia is a state where the Church's authority isn’t decreased in secularism conditions;
moreover the Church's role in politics rises along with its authority.

საქართველოში კონსტიტუციით აღიარებულია მართლმადიდებლური
ეკლესიის განსაკუთრებული როლი ქვეყნის ისტორიაში. წარმოდგენილი სამაგისტრო
ნაშრომის მიზანია დადგინდეს მართლმადიდებელი ეკლესიის პოლიტიკური როლი
თანამედროვე საქართველოში. საქართველო სეკულარული სახელმწიფოა, შესაბამისად,
ეკლესია და სახელმწიფო გამიჯნული უნდა იყოს ერთმანეთისგან, თუმცა ხშირად
ვხვდებით საწინააღმდეგო შემთხვევებს. სწორედ აღნიშნული შემთხვევების
სიღრმისეული ანალიზი წარმოადგენს ჩემს კვლევით ინტერესს. კვლევის ჰიპოთეზის
თანახმად, ეკლესიის ავტორიტეტი საზოგადოებაში განსაზღვრავს მის როლს
პოლიტიკაში.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II დიდი ავტორიტეტით
სარგებლობს ქვეყანაში, რის გამოც მის შეფასებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს
ქართული საზოგადოებისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია
პატრიარქის ეპისტოლეების ანალიზი. კვლევის დროს გამოყენებულია თვისებრივი
კვლევის მეთოდოლოგია: შინაარსობრივი კონტენტ-ანალიზის მეშვეობით გავაანალიზე
პატრიარქის 1978-2017 წლების ეპისტოლეები. გარდა ამისა, ექსპერტული
ინტერვიუების გამოყენებით შევეცადე განმესაზღვრა ეკლესიის ავტორიტეტი
სეკულარული სახელმწიფოს პირობებში, მისი განმაპირობებელი ფაქტორები და
მართლმადიდებლური ეკლესიის პოლიტიკური როლი თანამედროვე საქართველოში.
სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული გარკვეული მოსაზრებით, სეკულარიზმი
ამცირებს ეკლესიის ავტორიტეტს საზოგადოებაში და მის როლს პოლიტიკაში. თუმცა,
კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ საქართველო არის სახელმწიფო, სადაც
ეკლესიის ავტორიტეტი არ მცირდება სეკულარიზმის პირობებში, მეტიც რაც უფრო
იზრდება ეკლესიის ავტორიტეტი მით უფრო იზრდება მისი როლი პოლიტიკაში.
URI: https://openscience.ge/handle/1/1439
Appears in Collections:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
MA Thesis.Abuladze politika.pdfმართლმადიდებლური ეკლესიის პოლიტიკური როლი თანამედროვე საქართველოში: პატრიარქის ეპისტოლეების1.25 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

302
checked on Apr 25, 2024

Download(s)

1,719
checked on Apr 25, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.